Connect with us

საკითხავი

პირადი მოხმარების ეს 17 ნივთი სხვას არასდროს გაუზიაროთ, თუ ჯანმრთელობის დაზიანება არ გსურთ

ალბათ, ყველას ჰქონია სიტუაცია, როცა პირადი ნივთის სხვებისთვის თხოვება მოგიწიათ. თითქოსდა ხვდებით, რომ ეს არასწორია, მაგრამ უარის თქმა გეუხერხულებათ.

ზოგიერთი, ერთი შეხედვით უვნებელი რამ სხეულს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მაშინაც კი, თუ ადამიანსში, რომელსაც ნივთს აძლევთ, სრულად დარწმუნებული ხართ. გთავაზობთ ნივთების სიას, რომელთა გასესხება სახიფათოა.

პირადი ნივთები, რომლებიც არავის არ უნდა ათხოვოთ

1. საპონი

ყოველი გამოყენების შემდეგ საპონი სხვადასხვა მიკროორგანიზმებით იფარება. ზოგიერთ მათგანს ინფექციური დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

2. პირსახოცი

პირსახოცი ბაქტერიების კერაა. სხვისი პირსახოცის გამოყენებამ შეიძლება კანის დაავადება და სოკოვანი ინფექციები გამოიწვიოს.

3. დეზოდორანტი

ოჯახის თითოეულ წევრს თავისი დეზოდორანტი უნდა ჰქონდეს, რადგან ჰიგიენის ამ საშუალებაზე ბაქტერიები გროვდება.

4. ტუჩის ბალზამი

მაშინაც კი, თუ ადამიანს ცხადი დაავადება არ აქვს, ჰერპესის ვირუსის დიდი ალბათობა არსებობს. ტუჩთან სისხლძარღვები მდებარეობს, რომლებიც სხვადასხვა მიკრობების მიმართ ძალიან მგრძნობიარე არიან.

5. ყურსასმენი

ერთი შეხედვით უსაფრთხო ნივთი ყურებში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს. სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის ბაქტერიები ყურის ნიჟარაში გროვდება, შემდეგ კი სხვადასხვა ანთებას იწვევენ.

6. ფეხსაცმელი

განსაკუთრებით ის ფეხსაცმელი, რომელსაც შიშველ ფეხზე იცვამენ, შეიძლება სოკოვანი ინფექციის გავრცელების წყარო იყოს. ეს პირადი ნივთია, რომელიც ახლობლებს არ უნდა გაუზიაროთ.

7. საყურე

საყურე შეიძლება მიკრობებით იყოს სავსე, რომელიც სისხლიდან გადაეცემა. აუცილებლად დეზინფექცია გაუკეთეთ მას შემდეგ, რაც სხვებს ათხოვებთ.

8. კბილის პასტა

კბილის ჯაგრისზე კბილის პასტის წასმის დროს ჯაგრისი პასტის თავს ეხება და ასე მის თავზე ბაქტერიებს ავრცელებს. სწორედ ამიტომ ფრთხილად იყავით და სხვისი კბილის პასტა არ გამოიყენოთ.

9. ფეხის პემზა

ეს ჰიგიენის ნივთი იდეალური ადგილია სხვადასხვა ბაქტერიის და მკვდარი უჯრედების დასაგროვებლად. ქუსლზე სხვისი პემზის გამოყენებამ შეიძლება პლანტარული მეჭეჭები გამოიწვიოს.

10. თმის საპარსი აპარატი

გამოყენების წინ თმის საპარს დეზინფექცია უნდა გაუკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის კანზე შეიძლება ფოლიკულიტი ან აკნე გაჩნდეს.

11. ცხვირის ტრიმერი

ეს ნივთი ოქროსფერი სტაფილოკოკის ბაქტერიის გამავრცელებლად ითვლება, რომელიც სხვა ადამიანის ორგანიზმში მარტივად გადადის.

12. ქილებში მოთავსებული კრემები

როცა ადამიანი კრემში თითს ჰყოფს, ბაქტერიები მთელ ქილაში ვრცელდება. შედეგად სხვა ადამიანს, რომელიც ამავე კრემს გამოიყენებს, შეიძლება ანთება გაუჩნდება.

13. პინცეტი

პინცეტით თმის ამოღების შემთხვევაში შეიძლება ჭრილობა გაჩნდეს, რომელშიც ინფექციები ხვდება.

14. კნიპსერი

ადამიანის თითებს შორის შეიძლება სოკოვანი ინფექცია და პაპილომას ვირუსი იმალებოდეს, რომელიც პედიკურის ინსტრუმენტის დახმარებით შეიძლება ადვილად გავრცელდეს.

15. საპარსი

ადამიანს შეიძლება ეჭვიც არ ჰქონდეს, რომ ის ინფექციის გადამდებია. სწორედ ამიტომ ნივთი, რომელიც სხვისი კანის მკვდარ უჯრედებს აგროვებს, საკმაოდ სახიფათოა.

16. ნეჭა

ნეჭა მუდმივად სველია, ხოლო ვირუსები და სოკო ამ გარემოში თავს შესანიშნავად გრძნობენ. თუ გსურთ, რომ ინფექციები არ გადაგედოთ – ნეჭა არავის ათხოვოთ.

17. კბილის ჯაგრისი

საკუთარი ბაქტერიები ადამიანს ზიანს არ აყენებს, მაგრამ სხვა ადამიანისთვის შეიძლება სახიფათო იყოს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.