Connect with us

თავის მოვლა

პიგმენტური ლაქები – როგორ გავითანაბროთ სახის ფერი რამდენიმე დღეში

დაბადებიდანვე, ჩვენი კანი ექვემდებარება გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებას.

უპირველეს ყოვლისა, ესაა ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა. თუმცა, პიგმენტურ ლაქებს არასწორად გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებებიც იწვევს. ასაკთან ერთად, იცვლება კანის სტრუქტურა, სისქე და ფერი. ხანდახან, იგი მკვეთრად რეაგირებს – მაგალითად, წითელი ლაქების გაჩენით, ხოლო ხანდახან, მუქი ყავისფერი ლაქებით ან კანის გაუფერულება მხოლოდ წლების შემდეგ ხდება.

შევეგუოთ ამ პრობლემას თუ არსებობს გზა კანის სიგლუვის, თანაბარი და მკვეთრი ფერის დაბრუნების საშუალება?

პიგმენტაცია სახის კანზე – მკურნალობა

სახეზე პიგმენტაციის შემცირებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ხალხური საშუალებები და მათეთრებელი ნიღბები.

ნიღაბი საფუვრითა და ლიმონით

აიღეთ 25 გ საფუარი, დაუმატეთ თითო ჩ.კ. ციტრუსის წვენი(გრეიფრუტისა და ლიმონის). მოურიეთ და დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე 25 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გამაღიავებელი ნიღაბი წყალბადის ზეჟანგითა და ხაჭოთი

შეურიეთ 20 გ ხაჭო და 10-10 წვეთი ზეჟანგი და ნიშადურის სპირტი. დაიტანეთ თანაბარ ფენად პიგმენტურ ლაქებზე 15 წუთით. შემდეგ ჩამოიწმინდეთ ქრისტესისხლას ნახარშში დასველებული მარლით.

კომბოსტო და თაფლი

ბლენდერში დააქუცმაცეთ კომბოსტო და მიღებულ ფაფას დაუმატეთ 1 კოვზი ცაცხვის თაფლი. დაიტანეთ კანზე და გაიჩერეთ 25 წუთით. ლაქები ნაკლებად თვალსაჩინო ხდება.

პირშუშხისა და ლიმონის ნიღაბი

დახეხეთ პირშუშხას ფესვი(10 გ) და დაუმატეთ 1 ჩ.კ. ახლადდაწურული ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და 4 წვეთი როზმარინის ეთერზეთი. დაიტანეთ ლოკალურად, მხოლოდ პიგმენტურ ლაქებზე. 25 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ 1:1 ვაშლის ძმრისა და წყლის ხსნარში დასველებული მარლით.

გამათეთრებელი ლიმონის ნიღაბი

შეურიეთ ლიმონის წვენი ყვავილის თაფლს 1:1 პროპორციით, დაიტანეთ კანზე 25 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

თქვენ როგორ ებრძვით პიგმენტურ ლაქებს კანზე? გაგვიზიარეთ გამოცდილება.