Connect with us

საკითხავი

პასუხი კრიტიკაზე და როგორ დავიცვათ თავი სულელებისგან ეფექტურად

აი, ამბობენ, მგონი ვიღაცამ გამთვალა, ვიღაცამ დამწყევლა. აი, ამბობენ, რომ მოუხელთებელია და საერთოდ არაფრის გაკეთება არ უნდა დაავალო. ნაცნობია? დღეს ვეცდებით გავარკვიოთ ფსიქოლოგიური დეტალები, რაც ცხოვრებას გვიშხამავს. ასევე გეტყვით, როგორ უნდა უპასუხოთ კრიტიკას – სწორედ ისაა ცუდი განწყობის და უკმაყოფილების მიზეზი.

ჩვენ ვცდილობთ უფლებების შელახვის და დამცირების ყველა შესაძლო ვარიანტებს ვებრძოლოთ. ვთვლით, რომ თითოეულ ადამიანს იმის მიუხედავად, რას საქმიანობს, ჯანსაღი ემოციური გარემოს უფლება აქვს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, რომ ცხოვრებაში უნარების ან ინტერესების დონე შეიძლება განსხვავდებოდეს.

პასუხი კრიტიკაზე

ახლა კრიტიკოსები მეგატონები არიან. მაგალითად, აიღეთ სოციალური ქსელები – აბსოლუტური დაუსჯელობის გამოყენებით სხვადასხვა ხალხი საკუთარ თავს უხეშობის და უსაფუძვლო ბრალდებების უფლებას აძლევს. ხშირად კონსტრუქციულისგან შორს, უბრალოდ ქალი თეთრ პალტოში ჩნდება და ამბობს: „ყველაფერი, რაც აქ თქვი/დაწერე – თავისთავად მეტყველებს“.

როგორც ჩანს, ამას უკვე რაღაც არსებულად აღვიქვამთ. მგრძნობიარე მშვიდი ხალხიც შებღალული პატივის აღდგენას არ ცდილობს. და რა ვუყოთ მას, ვინც თვალებში გიყურებთ და გაკრიტიკებთ? როცა პირდაპირ გეუბნებიან, რომ თქვენ რაღაც ასეთი და ასეთი ხართ და თქვენ გულწრფელად ხვდებით, რომ ეს სიმართლე არაა და უბრალოდ გამცირებენ?

პასუხი კრიტიკაზე

სიმპტომები უსიამოვნოა: ხელების დაშვება, განწყობის განულება, არსაიდან მოსული დაღლილობა. გილოცავთ, კრიტიკა მიზანში მოხვდა. ახლა ნებისმიერი საქმის წამოწყება გაშინებთ, რადგან ვიღაცამ თქვა, რომ ვერ შეძლებთ. აი, როგორ ჩნდება უსიამოვნებები – თქვენ კრიტიკა მიიღეთ და დაეთანხმეთ. ჩვენი პირველ კონცეპტუალური პუნქტი – ღირს კი დათანხმება?

კრიტიკის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, ის ამა თუ იმ ფორმით თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება. თქვენ იდეალური ვერ იქნებით და შეცდომებს დაუშვებთ. ეს ნორმალურია. ადამიანს ვერ გააჩუმებთ, როგორც კი თქვენი ქცევის გაკრიტიკებას დაიწყებს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი მოგერიება.

ამისთვის საჭიროა 2 მოქმედება. პირველი: უნდა გესმოდეთ, რომ ახლა თქვენს თავში ემოციური დაბინძურება ხდება. მეორე: ამ სუბსტანციას მიზანში მიღწევის შესაძლებლობა არ უნდა მისცეთ. დაგეხმარებათ იმის გაცნობიერება, რომ „ინფექციის“ გავრცელებაზე თავად ხართ პასუხისმგებელი.

როგორ გავუმკლავდეთ არა მოტივირებულ კრიტიკას

2 მოქმედება – 2 დაბლოკვა. პირობითად ვუწოდოთ „ტყუილი“ და „უსიამოვნო“. ეს ორი ემოცია უსაფუძვლო კრიტიკისგან დაგიცავთ. აქ, პირობითი რეფლექსი უნდა განავითაროთ: ხვდებით, რომ რასაც გეუბნებიან, უბრალოდ საზიზღრობაა და დაუყონებლივ ფილტრი უნდა ჩართოთ.

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ასპექტი, თუ რა შეიძლება იყოს ეს. თქვენ გაკრიტიკებენ, ეს „უსიამოვნოა“. გადანაშაულებენ, ესეც „უსიამოვნოა“. გაშინებენ, „ტყუილია“. თვითშეფასებას გიმცირებენ, გიბრაზდებიან, „უსიამოვნო“ და „ტყუილია“. თუ დაბლოკვა გარკვეული მოქმედების შესაფერისია, ჩართეთ და შხამი ზიანს ვერ მოგაყენებთ.

და საერთოდ არაა საჭირო პასუხი გასცეთ კითხვას, თუ რის გაკეთება სურდა ამ ადამიანს კრიტიკის საშუალებით? ცუდი უნდოდა? მნიშვნელოვანია უპასუხოთ კითხვას, მისი სიტყვების შემდეგ თავს ნამდვილად ცუდად გრძნობთ? თუ კი, გამოდის ინექციამ მიზანს მიაღწია, თქვენში ჩასახლდა და თქვენ კრიტიკის წინაშე სრულად დამარცხდით, დაემორჩილეთ და იტანჯებით.

რამდენად მტკივნეულია კრიტიკის მიღება

რამდენიმე რამ უნდა განიხილოთ. ზოგიერთი პროცესი კრიტიკის გარეშე შეუძლებელია. ეს ეხება სწავლას, კვლევას, სოციალურ მოვლენებს. ჩვენ, ადამიანებს ერთი და იმავე ემოციების განცდა არ შეგვიძლია. ჩვენ შეცდომები უნდა დავუშვათ და ამით ვისწავლოთ.

ახლა დაფიქრდით, როგორ გააკრიტიკებდით სხვებს? საკუთარი თავი მასწავლებლის, სამხედროს, მსხვილი კომპანიის დირექტორის ან უბრალოდ სერიოზული პასუხისმგებლის მქონე ადამიანის ადგილას წარმოიდგინეთ. მერწმუნეთ, ზოგჯერ დროულად შეჩერება უნდა შეძლოთ და ხმამაღლა იყვიროთ: „ეი, სულელო, რას აკეთებ?“. ესეც კრიტიკაა, ხშირად გამოსადგეგი. უკეთესია, როცა ამას სარკის წინ აკეთებთ.

დიახ, სარკე. გააკრიტიკეთ ისე, როგორც გსურთ, რომ თავად გაგაკრიტიკონ. ხშირად კონსტრუქციული კრიტიკა ადამიანის სწავლებას, სწორ გზაზე დადგომას ემსახურება. ცხოვრების, ქცევის, არჩევანის და რწმენის კრიტიკა შეუფერებელია, თუ ზოგიერთი რამ კანონს არ არღვევს. აი, როგორ გამოიყურება სარკის პრინციპი.

  1. სხვები არ დაადანაშაულოთ და თავადაც თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ.
  2. მოერიდეთ სიტუაციებს, სადაც სხვა ადამიანის თვითშეფასებას ამცირებთ. არ მოუსმინოთ მას, ვინც თქვენი თვითშეფასების დამცირებას ცდილობს.
  3. სხვებს მათ ნაკლზე არ მიუთითოთ და სერიოზულად ნუ მიიღებთ, როცა ვიღაც თქვენს ნაკლზე მითითებას ცდილობს.
  4. ნუ შეურაცხყოფთ და ნუ აშინებთ. შესაბამისად, არ გეშინოდეთ და ნუ განაწყენდებით.
  5. ყველაფერი დამანგრეველი, რაც სხვისკენ მიმართულია, დატოვეთ. სხვასაც ამის უფლება არ მისცეთ. შეაჩერეთ, ურთიერთობა შეწყვიტეთ, მოიშორეთ.

როგორი უნდა იყოს კრიტიკა

თქვენ შეგიძლიათ წაახალისოთ და მოიწონოთ. სხვა ადამიანის ქცევის მნიშვნელობა გაიაზროთ და გაიგოთ, რატომ ცდილობს ცუდის გაკეთებას. უბრალოდ სხვისი ნერვები დაზოგეთ, რადგან გასაგებია, რატომ იქცევა მოწინააღმდეგე ასე. დამშვიდდით და უთხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ღირსებებზე მიუთითეთ. შეაქეთ, რომ თვითშეფასება აუმაღლოთ.

გასაგებია, რომ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც თავად ესმის. შეგიძლიათ ირგვლივ ყველას უკბინოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ სხვანაირად ცხოვრება არ შეიძლება. მაგრამ მზად იყავით, რომ საპასუხოდ არა უბრალოდ გიკბენენ, არამედ ხელს ან ფეხს მოგაჭრიან. მნიშვნელოვანია, რომ სხვებს პატივი სცეთ, იყოთ კეთილი, მიხვდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარი გამოცდილებით და ცხოვრებისეული ისტორიით პიროვნებას წარმოადგენს. თქვენ რას ირჩევთ?

რედაქციისგან

ჩვენ არ გასწავლით, რომ კეთილი იყოთ: მსოფლიოში საკმაოდ ბევრი არაადეკვატური არსება ცხოვრობს, რომელთანაც ნორმალური დიალოგი შეუძლებელია – ზოგჯერ პოლიციის გამოძახებაც გვიწევს. უბრალოდ გვგონია, რომ ამის გამო თავი ზედმეტად არ უნდა დაიტანჯოთ. ზომიერად მოიგერიეთ ყველა შემოტევა მათგან, ვინც თქვენი კრიტიკის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების დადასტურებას ცდილობს.

კრიტიკაზე პასუხი შეიძლება განსხვავებული იყოს. აუცილებლად დაწერეთ, თუ როგორ იქცევით მსგავს სიტუაციებში და გაქვთ თუ არა საკუთარი რეცეპტი მათთან საბრძოლველად, ვინც თქვენს დამცირებას ან შეურაცხყოფას ცდილობს.