Connect with us

ჯანმრთელობა

ოხრახუში – ჩემი საუკეთესო მეგობარი და სწრაფი გახდომის მიზეზი

თითქმის ნებისმიერ ადამიანს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორება სურს. ბევრი ლამაზმანი სრულად დაუსაბუთებლად თვლის, რომ ჭარბი წონა აქვს და ამის გამო ვარჯიშებით თავს იტანჯავს.

როგორ დავიკლოთ ჭარბი წონა

დღეს გთავაზობთ მსუბუქ სასმელს ოხრახუშით. ეს ბოსტნის მცენარე შეშუპებას ამცირებს და უჯრედთშორის სითხეს ამცირებს. წონაში დასაკლებად 150-250 მლ სასმელი უშუალოდ ძილის წინ დალიეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ კოჭის ფხვნილი
  • 1 ლიმონი
  • 50 გრ ოხრახუში
  • 0,5 ლ წყალი
  • ½ ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ს/კ ძმარი

გამოყენება:

1. ოხრახუში და ლიმონი დააქუცმაცეთ.

2. ყველა ინგრედიენტი ქვაბში მოათავსეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. სასმელი 5-10 წუთით ხარშეთ.

3. გაგრილების შემდეგ საშუალება მაცივარში შეინახეთ.

სასურველ ეფექტს რომ მიაღწიოთ, სასმელის მიღებასთან ერთად დაბალანსებულად უნდა იკვებოთ. აი, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ყოველი დღისთვის.

რეკომენდაციები კვების შესახებ

ყოველდღიურად მიღებული ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობა აკონტროლეთ. მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები შეთანხმდნენ, რომ ამ მკვებავი ნივთიერებების საუკეთესო თანაფარდობაა 1:2:3.

შესაბამისად, ჯანსაღი ადამიანის რაციონი უნდა შედგებოდეს 50-60%–ით ნახშირწყლებისგან (სახამებელი, საქაროზა, ფრუქტოზა, ლაქტოზა), 25-30 %–ით ცხიმებისგან და 10-15%–ით ცხოველური წარმოშობის ცილებისგან.

კალორიების დათვლა კარგი საქმეა! ყოველდღე 25-50-25 წესის დაცვა სცადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული კალორიების 25% უნდა მოდიოდეს საუზმეზე, 50% – სადილზე, ხოლო 25% – ვახშამზე. თუ წონაში დაკლება გსურთ, დღეში მაქსიმუმ 1500 კალორია უნდა მიიღოთ.

საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება მოხდენილი ფორმების მიღებაში დიდ როლს ასრულებს.

ამ ღირებული რჩევების შენახვა არ დაგავიწყდეთ. მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ, თუ როგორ დაიკლონ წონაში მარტივად!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.