Connect with us

ვიდეო

ოსტეოპოროზი: სიმპტომები, მიზეზები და საუკეთესო მეთოდი ძვლების გასაძლიერებლად

ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც თანდათანობით ძვლების მდგომარეობის გაუარესებას და ძვლოვანი მასის მკვეთრად შემცირებას იწვევს. დროთა განმავლობაში ძვლები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მყიფე გახდება, რაც მოტეხილობის და დაზიანების რისკებს გაზრდის.

რა არის ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და, ძირითადად, ხანდაზმულ ადამიანებში ვლინდება, როცა ძვლოვანი მასა სიბერის სტადიაზე მცირდება. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი პრობლემით, ცუდი კვებით, ზედმეტი ჭამით, მედიკამენტების მოხმარებით ან ფიზიკური ვარჯიშის არ არსებობით.

ოსტეოპოროზის ნიშნები

50 წელს ზემოთ ქალებში ეს დაავადება შეიძლება მენოპაუზის ასაკში გამოვლინდეს.

გთავაზობთ ზოგიერთ აშკარა სიმპტომს, რომლებიც ოსტეოპოროზის დროს შეიძლება გაწუხებდეთ. აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზი, ძირითადად, უსიმპტომო დაავადებაა. სწორედ ამიტომ, აშკარა სიმპტომების გამოვლენამდე ამ ცვლილებებზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია.

ოსტეოპოროზის 2 აშკარა ნიშანი

ხერხემლის დეფორმაცია, ძლიერი კუნთოვანი ტკივილი, ტკივილი კისრის არეში ან კვების ცვლილების გარეშე სხეულის მასის შემცირება.

ძვლების სისუსტე, რაც ხშირ დაზიანებას და მოტეხილობას იწვევს, ხშირად თეძოს, მაჯის და ხერხემლის არეში ვლინდება. შეიძლება სიმაღლის აშკარა შემცირება ახლდეს.

ეს ნიშნები ოსტეოპოროზის საწყის სტადიაზე შეიძლება შეგხვდეს, თუმცა მათი მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს. რეკომენდებულია, სპეციალისტს გაესაუბროთ, რომელიც თქვენი მდგომარეობის დასადგენად კვლევას ჩაატარებს და ოსტეოპოროზისკენ მიდრეკილების შემთხვევაში მის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ოსტეოპოროზის მიზეზები

კალციუმის არა საკმარისად მიღება შესამჩნევი ფაქტორია, რომელიც ოსტეოპოროზს იწვევს. ძვლებს კალციუმის მოხმარება მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება, რომ ძლიერი და ჯანმრთელი იყოს.

თუ თამბაქოს ეწევით ან ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამთ, ოსტეოპოროზის დიდი რისკის ქვეშ ხართ. მავნე ჩვევებს იქამდე მივყავართ, რომ ძვლები კალციუმის აუცილებელი რაოდენობის ათვისებას ვერ ახერხებენ.

ოსტეოპოროზი პირველ სტადიაზე შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ძვლების ძლიერ ტკივილს და სიმაღლის შემცირებას გამოიწვევს. თანდათანობით ტკივილი უფრო გამწვავდება და რამდენიმე თვე გაგრძელდება.