Connect with us

ჯანმრთელობა

ორშაბათიდან კვირის ჩათვლით: ჯანსაღი საუზმის ვარიანტები ქალებისთვის

საუზმე – საკვების ძალიან მნიშვნელოვანი მიღებაა. იგი ენერგიას უნდა გაძლევდეთ დღის პირველი ნახევრისთვის, განაწყობდეს ორგანიზმს ახალი დღისათვის.

თუ ცუდად საუზმობთ, სადილამდე ძლიერ შიმშილს გრძნობთ, მისი დანაყრება კი აუცილებლად გიხდებათ დაძინებამდე. ეს გზა მეტაბოლიზმის დარღვევამდე და ჭარბი წონის გაჩენამდე მიგიყვანთ.

საუზმე დაბალანსებული და სრულყოფილი უნდა იყოს, შედგებოდეს ცილების, რთული ნახშირწყლებისა და უჯერი ცხიმებისგან. გთავაზობთ ქალის ორგანიზმისთვის სასარგებლო საუზმეების ვარიანტებს კვირის თითოეული დღისათვის.

საუზმეების ვარიანტები

1. შესანიშნავი, ცხიმებისმწველი კომბინაციაა. შეგიძლიათ, დაუმატოთ ბერძნული კაკალი და ჩირი. თუ თხილს დაამატებთ, ზეთი საჭირო აღარ იქნება. თუ მაინცდამაინც, გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი.

2. მაწონი და კენკრა

სასურველია, შეარჩიოთ ნატურალური მაწონი ცოცხალი ბიფიდობაქტერიებით. კენკრა ვიტამინებისა და ცელულოზას წყაროა. იმისათვის, რომ საუზმეს ცილები და ომეგა-3 დაუმატოთ, გამოიყენეთ ცოტაოდენი სელის ფქვილი ან შპროტი.

3. გრეიფრუტი და კვერცხი-პაშოტი

კვლევებით დადგინდა, რომ საკვების მიღებამდე ნახევარი გრეიფრუტის ჭამა მეტაბოლიზმს აუმჯობესებს. ამ ხილის ჭამის შემდეგ მიირთვით ძირითადი კერძი: კვერცხი-პაშოტი სრულმარცვლოვან პურთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.

4. ხილი და პროტეინის ბატონი

ერთი თეფში საყვარელი ხილი – შესანიშნავი დამუხტვაა დღის დასაწყისისთვის. დაუმატეთ მას 1-2 პროტეინის ბატონი ჩაისთან ერთად და დარწმუნდებით, რომ დღე წარმატებულად ჩაივლის.

5. მარცვლეულის თეფში

ცოტაოდენი მარცვლეული, პლუს ამონაცენი ხორბალი და მაწონი – ეს ცელულოზითა და რთული ნახშირწყლებით სავსე თეფშია. ისინი მექანიკურად მოქმედებენ კუჭისა და ნაწლავების კედლებზე, დადებითად მოქმედებენ პერისტალტიკაზეც.

6. ბანანის სმუზი

მკვებავი, გემრიელი და სასარგებლო საუზმე. სასურველი რაოდენობით შეურიეთ მაწონი ან კეფირი, ბანანი, ჩირი, სელის თესლი, სეზამის მარცვლები და კაკაო. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში.0

7. მწვანე სმუზი

ჯანსაღი დეტოქს-კოქტეილი, ვიტამინებითა და მინერალებით აღსავსე. აიღეთ ნებისმიერი მწვანილის კონა, პიტნის ფოთლები, კენკრა, მწვანე ბოსტნეული, ბანანი, ცოტაოდენი თაფლი, ნუშის რძე და ათქვიფეთ ბლენდერში.

დიეტოლოგების თქმით, ჯანსაღი საუზმის ეს ვარიანტები ყველაზე სასარგებლოა. ისინი გვირჩევენ დღის დაწყებას ლიმონიანი წყლით, 15 წუთის შემდეგ კი – საკვების მიღებას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.