Connect with us

ყვავილები

ოლგა ვორონოვის რჩევები: როგორ გავაფესვიანოთ ვარდი თაიგულიდან

სასურველია, პროცედურა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში გააკეთოთ. ვარდი ახალი უნდა იყოს. გაფესვიანებას იმდღესვე შეუდექით, როცა ვარდის თაიგულს საჩუქრად მიიღებთ, უკიდურეს შემთხვევაში მეორე დღეს.

ყველაზე დიდი წარუმატებლობის ალბათობა ყვითელი ვარდის შემთხვევაში არსებობს, სჯობს რამდენჯერმე სცადოთ. თეთრ ვარდთან ყველაზე კარგი სიტუაცია არსებობს, მაგრამ აქ მოსალოდნელია არახელსაყრელი პირობები. თუ ვარდს წითელი ან ვარდისფერი ფურცლები აქვს, კალმის გადარჩენის დიდი შანსია.

1. ყველაზე კარგი და ახალი ვარდი, ყოველგვარი ჭკნობის ნიშნის გარეშე შეარჩიეთ. უფრო სქელი ღეროს მქონე ვარდი შეარჩიეთ. ყურადღება ღეროს შუა ნაწილს, ზუსტად 15-30 სმ-ს მიაქციეთ. ჩვენ 2-3 კვირტის მქონე ნაწილი დაგვჭირდება.

2. ბასრი დანით 45 გრადუსიანი კუთხით ღეროს ქვედა ნაწილი, თითქმის ქვედა კვირტამდე გადაჭერით. ზედა ნაწილი სწორად და ზედა კვირტიდან 2 სმ-ს ზემოთ გადაჭერით.

3. ქვედა ირიბი გადანაჭერზე ჯვარედინად ჩაჭერით და 6 სმ-ზე ოდნავ გააფართოეთ.

4. პრეპარატის „ბიოსტიმ სტარტის“ ან მსგავსი პრეპარატის (კალმის გასაძლიერებლად) ხსნარი მოამზადეთ და კალამი ინსტრუქციის მიხედვით დაამუშავეთ. შეგიძლიათ კალამი „კორნევინის“ ხსნარში გააჩეროთ.

კალამი ჩარგეთ პლასტმასის ქოთანში, რომელიც ვარდის ან ნებისმიერი ყვავილის მიწით იქნება სავსე. ნიადაგი „ფიტოსპორინის“ ხსნარით მორწყეთ.

5. კალმის ქვედა ნაწილი „ფიტოსპორინში“ დაასველეთ და ოდნავ ირიბად ჩარგეთ, ისე ჩააღრმავეთ, რომ ზემოთ მხოლოდ ერთი, ზედა კვირტი დარჩეს.

6. კალამი მორწყეთ და ზემოდან გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი ჩამოაცვით, რომ მინი სათბურის პირობები შექმნათ. ქოთანი ოთახის ყველაზე ნათელ ადგილას დადეთ. ყოველდღე მიწა მორწყეთ და კალამი პულვერიზატორით დაატენიანეთ. ძალიან კაშკაშა მზეს მოარიდეთ. +22-24 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით 1 თვეში კალამი გაფესვიანდება და პირველი პატარა ფოთოლი ამოიწვერება. ახლა ბოთლი შეგიძლიათ მოაშოროთ.

გაზაფხულზე ვარდი უფრო დიდი ზომის კერამიკის ქოთანში გადარგეთ და ბაღში გაიტანეთ. პირველი სეზონი სჯობს კონტეინერში გქონდეთ. პირდაპირ ღია ნიადაგში გადარგვა არ ღირს, სჯობს კლიმატს ნელ-ნელა შეეგუოს. ვარდი სჯობს სარდაფში გამოაზამთროთ. მეორე სეზონზე ვარდი ღია ნიადაგში თამამად შეგიძლიათ დარგოთ. სამხრეთ რეგიონში გაფესვიანებული ვარდი შეგიძლიათ პირდაპირ ბაღში დარგოთ.

ბაღში ყველაზე თბილი ადგილი შეარჩიეთ, სადაც პირველი ყინვა არ ხვდება, და ჩვეულ ვარდზე უფრო თბილად შეფუთეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.