Connect with us

ყვავილები

ოთახის იდეალური მცენარეები, რომლებიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს უხდება

მცენარეებსაც, ადამიანების მსგავსად, აქვთ საკუთარი თავისებურებები. სხვანაირად როგორ ახსნით, რომ ზოგთან ყვავილი უხვად ყვავის, სხვებთან კი საერთოდ არ გაიხარებს?

იქნებ, საქმე ზოდიაქოს ნიშნებშია? გაიგეთ, რომელი მცენარე უხდება თქვენს ნიშანს ყველაზე მეტად.

მერწყული: ეპიპრემნუმი

ალტრუისტული მერწყული ბევრს საერთოს პოულობს ლამაზ, ჰაერის გამწმენდ ეპიპრემნუმთან. ამ მცენარესაც სურს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ისევე, როგორც მერწყულს.

თევზები: ზამიოკულკასი

ყველაფრისმპატიებელი თევზები საერთო ენას იპოვის ამ მცენარესთან. მას დიდი ხანი შეუძლია წყლის გარეშე.

ვერძი: სუკულენტები

ვერძი ცნობილია თავისი უბრალოებითა და სიმკაცრით, ამიტომ მისთვის იდეალურია სუკულენტები.

კურო: ფიკუსი

კურო შრომისმოყვარეა, სწორედ ამიტომ, მხოლოდ მას შეუძლია პრეტენზიული ფიკუსის მოვლა.

ტყუპები: ამურის ხე

ტყუპებს, ისევე, როგორც ამურს, შეუძლია თითქმის ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტირება. ეს მცენარე პრაქტიკულად ნებისმიერ განათებასა და მორწყვის სიხშირეს ერგება.

კირჩხიბი: ფულის ხე

ბევრი თვლის, რომ ამ მცენარეს სახლში ფინანსური კეთილდღეობის შემოტანა შეუძლია. მას უამრავ ტრადიციას უკავშირებენ, რომლებიც სენტიმენტურ კირჩხიბს უხდება.

ლომი: ბრომელია

ეს უნიკალური მცენარე პოპულარულია თავისი მკვეთრი ფერის ყვავილებითა და ეგზოტიკურობით. მათ გვერდით უყურადღებოდ ისევე ვერ ჩაივლით, როგორც ქარიზმატული ლომების გვერდით.

ქალწული: კაუჩუკის ხე

ქალწული ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი ადამიანია, რომელსაც ოდესმე შეხვდებით. კაუჩუკის ხე მას ყველაზე მეტად უხდება.

სასწორი: მონსტერა

სასწორებს უყვართ ხელოვნება და ყველაფერი ლამაზი, რაც მონსტერას მათთვის საუკეთესო მცენარედ აქცევს. მას უნიკალური დიზაინერული ღირსება გააჩნია, რომლის შეფასებაც მხოლოდ სასწორებს შეუძლიათ.

მორიელი: დრაცენა

მორიელი აფასებს გულწრფელობასა და ნამდვილობას ყველაზე მეტად, დრაცენა კი სწორედ ამ თვისების გამო უხდება მათ.

მშვილდოსანი: ალოკაზია

მშვილდოსანი სავსეა მოგზაურობის სურვილით და უყვარს ახალი თავგადასავლების ძებნა. ეგზოტიკური ალოკაზია იდეალურად უხდება მას ორი მიზეზის გამო: ეს – ეგზოტიკური და ძალიან იშვიათი მცენარეა.

თხისრქა: ბონსაი

ტრადიციული თხისრქები დაუჯერებლად დისციპლინირებული არიან. ბონსაის ხელოვნება სხვადასხვა პრინციპებს ითვალისწინებს და დისციპლინას მოითხოვს.

თქვენ რომელი მცენარე გაქვთ სახლში?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.