Connect with us

ჰოროსკოპი

ნიშნები, რომ ადამიანთან ენერგეტიკული კავშირი გაქვთ

თითოეულ ადამიანს საკუთარი ბიოველი, ანუ აურა აქვს. ერთმანეთთან ურთიერთობისას ენერგეტიკული არხები იქმნება. როგორც წესი, ისინი პოზიტიური ემოციებით არის გამოწვეული, რომელთაც ნაცნობებთან, მეგობრებთან ურთიერთობისგან ვიღებთ.

რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით უფრო დიდი და ძლიერია ენერგეტიკული არხები. ამ შემთხვევაში ერთმანეთზე ვნერვიულობთ, ერთმანეთის განწყობას ვხდებით და მის ამაღლებას ვცდილობთ. ან პირიქით, გაუგებრობებს უფრო მწვავედ განვიცდით, უკმაყოფილება ჩნდება და ა.შ.

ეს წყენა უკვე სხვა ენერგეტიკული მესიჯია, ნეგატიური. როცა არხები გახსნილი გვაქვს, ერთმანეთში ნებისმიერ ენერგიას ვაგზავნით. აი, რაშია პრობლემა.

სწორედ ამიტომ, ბევრ ადამიანს ახლო ურთიერთობის ეშინია. ასე ხომ დაუცველები ვხდებით. სინამდვილეში, ამ მომენტის გათვალისწინება საკმარისია.

აუცილებლობის შემთხვევაში ნეგატიური ენერგიის ნაკადი „დახურეთ“ ან ენერგეტიკული არხი საერთოდ მოიშორეთ.

ნეგატიური კავშირი არა მხოლოდ ახლო ადამიანთან ურთიერთობისას შეიძლება შეიქმნას. ეს უკვე ცალკე კავშირია. მაგალითად, ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანებს შორის ყოველთვის არსებობს ენერგეტიკული არხი ანაჰატე, გულის ჩაკრა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიღებთ ძალიან სასიამოვნო ენერგიას, ან პირიქით, გვწყინს და გვტკივა. არხი ხომ ერთია.

ზოგჯერ ადამიანი ნეგატიურ ემოციებს უბრალოდ იწვევს. მაგალითად, შიში, შური, გაღიზიანება. ჩვეულებრივ, უმიზეზო გაღიზიანება ჩნდება იმის გამო, რომ სხვა ადამიანის ბიოველი „დაბინძურებულია“ ან ჩვენი თრგუნავს.

თუ ობიექტური მიზეზი არ არსებობს, ეს რაღაც ქვეცნობიერია. პრობლემა იმაშია, რომ მთელი მიჯაჭვულობა შეიქმნას და ეს ადამიანი ყოველჯერზე უარყოფით ემოციებს იწვევდეს.

თუ კავშირი უარყოფითია და სულიერ ჰარმონიას არღვევს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიშოროთ, თუნდაც ახლობელი ადამიანი იყოს. უფრო ზუსტად, აუცილებელია ასე მოიქცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერასდროს მოიშორებთ.

ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება, მაგალითად, შეყვარებულთან დაშორების შემდეგ. თქვენ გრძნობთ სევდას, წყენას, გაღიზიანებას, ნეგატიური ემოიების მთელ სპექტრს, რომელთაც ვერაფრით იშორებთ.

ასეთ შემთხვევაში მეორე ადამიანიც ხშირად იმავეს განიცდის. ზოგჯერ მხოლოდ ერთია გავლენის ქვეშ: ასე უფრო ადვილია, რადგან იმედით არ იკვებებით.

თუ „უსარგებლო“ არხს არ დახურავთ, წინსვლას უბრალოდ ვერ შეძლებთ და ენერგიას ვერსად გაუშვებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.