Connect with us

თავის მოვლა

ნიღბები კომბოსტოსგან – ყველა ტიპის კანისთვის

ახალი ბოსტნეულის გამოყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის ძალიან ეფექტურია! დღეს ვეცდებით კომბოსტოს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური რეცეპტები შევკრიბოთ და გაგაცნოთ. ეს სტიატია კომბოსტოს ნიღბების შესახებ გახლავთ.

მრავალი საუკუნის მანძილზე კომბოსტოს კოსმეტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, რადგან ის ძალიან სასარგებლოა კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის. კომბოსტოს ფოთლები ნიღბებისთვის გამოიყენება, რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, მას დამაწყნარებელი და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ხსნის ტკივილს და სწორედ ამიტომ – ხალხურ მედიცინაში მას ხშირად იყენებენ წყლულებზე, ჭრილობებსა და დაჩირქებულ ადგილებზე დასაფენად.

ნიღაბი სახის ცხიმიანი კანისთვის

კანისთვის, რომელსაც ცხიმიანობისკენ მიდრეკილება აქვს, ერთი ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს. 200 გრამ კომბოსტოს ვატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში ან სამზარეულოს კომაბინში და ვურევთ კვერცხის ცილას. შემდეგ ნარევს ვტქვფთ ბლენდერში – რბილი კრემის მირებამდე და სახეზე ვისვამთ. ამ ნიღბის ეფექტს დატანიდან 15 წუთში იგრძნობთ. მალამო სახიდან 15 წუთში, თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ეს ნირაბი ნაოჭების გასწორებისა და კანისთვის სიგლუვის მატებისთვის, ასევე სიბერის პროფილაქტიკისთვის გამოგადეგაბთ. 200 გრამ დაბლენდერებულ კომბოსტოს შეურიეთ 100 პროცენტიანი ვაშლის წვენი, დაგჭირდებათ დაახლოებით – 50 გრამი. მიღებულ ნარევს 20 გრამი ნებისმიერი სახის ნატურალური თაფლი და 10 გრამი ჩვეულებრივი საფუარი დაუმატეთ. ეს ნირაბი სახის კანსა და კისერზე 20 წუთით უნდა დაიდოთ და ცივი წყლით ჩამოიბანოთ! ეს ნიღაბი ტქვენს კანს ასაკთან შებრძოლების ძალას მისცემს და ვიტამინებიტა და მინერალებიტაც გამოკვებავს. თუ ამ რეცეპტს რეგულარულად გამოიყენებთ – თქვენი კანის მდგომარეობა სწრაფად და შესამჩნევად გაუმჯობესდება. მისი მეშვეობით მინიმუმ 10 წელს მოიკლებთ.

ნიღაბი მშრალი კანისთვის

თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ და გექერცლებათ, ეს ტენისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომბოსტოს ნიღბის სპეციალური რეცეპტი არსებობს. აურიეთ კომბოსტოს 2-3 დაქუცმაცებული ფოთოლი და კვერცხის ახალი გული. მირებულ მასაში რამდენიმე წვეთი ნატურალური ზეითუნის ზეთი ჩააწვეთეთ და კარგად აურიეთ – აჯობებს ბლენდერი გამოიყენოთ. მიღებული მასა კანზე 20 წუთით დაიდეთ შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი კანს დაარბილებს, აბრეშუმისებრსა და ჯანმრთელად მბზინვარეს გახდის.

დამატენიანებელი ნიღაბი

სახის მშრალი კანისთვის შესანიშნავი რეცეპტი არსებობს. მის მოსამზადებლად გამოწურეთ 50 გრამი კომბოსტოს წვენი. შემდეგ გახეხეთ სახეხზე ცოტაოდენი სტაფილო და მდუღარე რძეში მოთუშეთ. 1 სუფრის კოვზი მირებული მასა კი მომზადებულ კომბოსტოს წვენში ჩაასხით და 1 ჩაის კოვზი ნატურალური ტაფლი დაუმატეთ. მომზადებული ნარევი სახეზე 5 წუთით დაიტანეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ! ეს ნირაბი თქვენს კანს სიმკვრივეს და სირბილეს დაუბრუნებს. სულ რამდენიმე მოხმარების შემდეგ იგრძნობთ შესამჩნევ პროგრესს!

ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ

კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლთან გამკლავებში დაგეხმარებათ. ამ პროცედურისთვის ჯერ სახე უნდა შეამზადოთ. ფრთხილად გაიწმინდეთ სახე ცოტაოდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთით. 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა. დაასველეთ მასში ქაღალდის ხელსახოცი ან პირსახოცი და სახეზე 5 წუთით დაიფინეთ. როდესაც სახეს მოამზადებთ, მასზე რადმენიმე თეთრი კომბოსტოს ფურცლისგან მომზადებული ფაფა წაისვით და 20 წუთით დაიტოვეთ. ამ ნიღბის ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით!

როგორც ხედავთ ჩვეულებრივი კომბოსტო ძალიან ბევრი კოსმეტოლოგიური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ!