Connect with us

თავის მოვლა

ნიკოტინის მჟავა – სუპერ საშუალება თმის ზრდის დასაჩქარებლად! ეფექტს უკვე 2 კვირაში დაინახავთ

ნიკოტინის მჟავა მორიგი იაფი კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ. უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ ფარმაცევტი მის გაყიდვაზე უარს გეტყვით, რადგან ნიკოტინის მჟავა რეცეპტით გასაცემი პრეპარატია. „ნიკოტინის“ სახელის მიუხედავად თამბაქოსა და სიგარეტთან საერთო არ აქვს, ეს B3 ვიტამინია, იგივე PP. მისი დახმარებით გამელოტებას თავიდან აიცილებთ და თმის ზრდას დააჩქარებთ.

ნიკოტინის მჟავის გამოყენება თმისთვის

ნიკოტინის მჟავა სახლის პირობებში თმის მოსავლელად იდეალური ვარიანტია. ამასთან პროცედურის ეფექტურობას უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.

ნიკოტინის მჟავა შეგიძლიათ თმის სხვადასხვა ნიღბებს, შამპუნებსა და ბალზამებს დაუმატოთ. ასევე შეგიძლიათ სუფთა თმაზე სუფთა სახით გამოიყენოთ, რადგან მას ჩამობანა არ სჭირდება.

ამ ვიტამინის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თმის ძირებს ვიტამინებით სწრაფად კვებავს და თმის სტრუქტურის აღდგენას ხელს უწყობს. გარდა ამისა, მისი გამოყენების შემდეგ თმა უფრო სწრაფად იზრდება და უფრო ჯანსაღი გახდება. ნიკოტინის მჟავა კანში სწრაფად იწოვება და სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენს, მათ მოქნილობს აუმჯობესებს და აძლიერებს.

ნიკოტინის მჟავის დადებითი მხარე მის უნივერსალურობაში მდგომარეობს. თმის ტიპის მიხედვით გამოყენების შეზღუდვა არ არსებობს. პირიქით, მასალა თავიდან როგორიც არ უნდა იყოს, მჟავა მას გააჯანსაღებს. ცხიმიანი თმა ნაკლებად დაბინძურდება და მისი დაბანა უფრო იშვიათად მოგიწევთ. არ ინერვიულოთ, რომ ნიკოტინის მჟავას ჩამობანა არ სჭირდება, ის კვალს არ ტოვებს – წებოვნება, ცხიმი და სუნი არ შეგაწუხებთ. შემადგენლობით წყალს ძალიან ჰგავს.

ამ იაფი პრეპარატის გამოყენებით თმა ჟანგბადით გაჯერებული ხდება, რაც გარეგნულ მხარეზე დადებით გავლენას ახდენს. ის თმის ცვენის პროცესს აფერხებს, გამელოტების დროს ეფექტურია, რადგან მძინარე ბოლქვების გაღვიძებას ხელს უწყობს.

ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ – ნიკოტინის მჟავა შეიძლება ალერგიის მიზეზი გახდეს. გამოყენების წინ მაჯაზე ალერგიის ტესტი ჩაიტარეთ.

თუ რამდენიმე საათის, ან უფრო უკეთესი 1 დღის შემდეგ ნეგატიური რეაქცია არ გამოვლინდა, შეგიძლიათ თმის ძირებზე თამამად გამოიყენოთ. პრეპარატის გამოყენებაზე დროებით უარი თქვით, თუ თავზე ჭრილობა ან ნაკაწრი გაქვთ. თუ მგრძნობიარე თავის კანი გაქვთ, ნიკოტინის მჟავის გამოყენების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.

ნიკოტინის მჟავა თმის ზრდის დასაჩქარებლად

თმისთვის ნიკოტინის მჟავას ორი მთავარი მიზნით იყენებენ – თმის ცვენის შეფერხება და თმის ზრდის დაჩქარება. აღსანიშნავია, თუ პრეპარატს სწორად გამოიყენებთ, ორივე ამოცანას მარტივად გაუმკლავდებით. ორივე შემთხვევაში გამოყენების ყველაზე ხშირი ვარიანტი – სუფთა სახით.

თავის დაბანის და გაშრობის შემდეგ 1 ამპულა გახსენით და შემადგენლობა თავზე წაისვით. უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ საფრქვეველი გამოიყენოთ. თავად თმაზე მჟავის წასმა საჭირო არაა, ამიტომ 1 ამპულა თმის სისქის და სიგრძის მიუხედავად გეყოფათ. როგორც კი ამპულა ბოლომდე დაიცლება, თითის ბალიშებით თმის ძირები მსუბუქად დაიმასაჟეთ და ნიკოტინის მჟავა მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. როგორც უკვე ვთქვით, ჩამობანა არ სჭირდება.

თმის ხანგრძლივი მკურნალობა ნიკოტინის მჟავით – 30 დღე

სრული კურსისთვის 30 ამპულა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ. ნიკოტინის მჟავის გამოყენების დროს ბევრი გოგო დიდ შეცდომას უშვებს (ყველა ამპულის შემადგენლობის უფრო მოსახერხებელ საშუალებაში გადატანა), რაც ეფექტურობას ნულამდე ამცირებს. შემდეგ კი ჩივიან, რომ პრეპარატი ეფექტური არაა. თუ მათ წრეში მოხვედრა არ გსურთ, ერთი მნიშვნელოვანი წესი დაიმახსოვრეთ – ვიტამინები ძალიან სწრაფად ორთქლდება, ამიტომ ამპულა მხოლოდ თმაზე გამოყენების წინ გახსენით. ჰაერთან 1 საათიანი კონტაქტი საკმარისია, რომ ყველა სასარგებლო ნივთიერება აორთქლდეს.

თუ პირველი გამოყენების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებას იგრძნობთ, მორიგი გამოყენების დროს წყალში გააზავეთ ან ნიღბის ინგრედიენტის სახით გამოიყენეთ, რადგან რეაქცია იმაზე საუბრობს, რომ პრეპარატი სუფთა სახით არ გიხდებათ.

თმის ნიღბები ნიკოტინის მჟავით

ნიკოტინის მჟავა ხშირად სუფთა სახით გამოიყენება, ამიტომ მისი მონაწილეობით თმის ბევრი ნიღაბი არ გვაქვს. აი, ზოგიერთი მათგანი:

  1. პატარა თასში ნიკოტინის ამპულა, 20 მლ ალოეს წვენი და ამდენივე პროპოლისის ნაყენი აურიეთ. მზა ნარევი თმის ძირებში და მთელ სიგრძეზე წაისვით. 1-1,5 საათით გაიჩერეთ. მკურნალობის ხანგრძლივი კურსი – მინიმუმ 10 პროცედურა.
  2. 1 ამპულა ნიკოტინის მჟავა, 10 მლ სელის თესლის ზეთი, 10 მლ ტოკოფეროლის აცეტატი და 1 ქათმის კვერცხი აურიეთ. ათქვიფეთ და თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე წაისვით. ნახევარი ან 1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ და ოდნავ მჟავე წყალი თავზე გადაივლეთ.
  3. 1 ამპულა ნიკოტინის მჟავა, 20 გრ ჟოჟობას ზეთი, ამდენივე თაფლი, კვერცხის გული და 10 მლ ტოკოფეროლის აცეტატი აურიეთ. თმაზე წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ. თავის დაბანა ძმრიანი წყლის გადავლებით დაასრულეთ.

სხვათა შორის, ნიკოტინის მჟავით თმის ნიღბები შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ. აირჩიეთ ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც თქვენი ტიპის თმას უხდება. ეს ვიტამინი თაფლს, კოჭას, ბალახების ნახარშებს და ნაყენებს, ეთერზეთებს და ზეითუნის ზეთს კარგად ერწყმის. დამხმარე ელემენტის სახით შეგიძლიათ თხევადი A და E ვიტამინი გამოიყენოთ, რომელიც თმის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.

მიმოხილვები

ზოგიერთ წყაროში, რომელიც ნიკოტინის მჟავის გამოყენებას ამა თუ იმ მხრივ ეხება, გასაოცარ შედეგს გვპირდება, რომ 1 თვეში თმა 15 სმ-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ამის დაჯერება ზედმეტად მიამიტური იქნება. ნიკოტინის მჟავა თმის ზრდას ხელს უწყობს, მაგრამ 15 სმ გადაჭარბება.

იმ მიმოხილვების წყალობით, რომლებმაც ნიკოტინის მჟავა საკუთარ თავზე გამოცადეს, თმის ზრდა ნამდვილად ძლიერდება, მაგრამ 3-4 სმ-ით. დადგენილი სტანდარტის მიხედვით კი ამავე პერიოდში ჯანსაღი თმა მხოლოდ 1 სმ-ით იზრდება.

გამოდის, რომ ნიკოტინის მჟავა ზრდას 3-4-ჯერ ზრდის, ეს კი ცუდი შედეგი არაა. თმის ცვენისგან ნიკოტინის მჟავამ არაერთი გოგო იხსნა, რომლებმაც ეს პროცედურა შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში ჩაიტარეს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.