Connect with us

ჯანმრთელობა

ნიკოლ კიდმანის დიეტა, რომელიც გაგაახალგაზრდავებთ და მოგაშორებთ 10 კილოგრამს 2 კვირაში

რთულია იმის დაჯერება, რომ ჰოლივუდის ეს ვარსკვლავი 51 წლისაა. იდეალური კანი, ლამაზი ფიგურა – არადა, საქმე გენებში კი არაა(თუმცა ნიკოლს გენების არ დაეწუნება), არამედ პატარა საიდუმლოში: უკვე რამდენიმე წელია, იგი გამაახალგაზრდავებელ დიეტას იცავს, რომელიც მისთვის დიეტოლოგმა ტოსკი რინომ შეიმუშავა. რეალურად, ყველაფერი მარტივია. თუ ამ დიეტას 2 კვირით მაინც დაიცავთ, ასეთი რაციონი ჩვევაში გადაიზრდება და არასდროს მოიმატებთ წონაში. და კიდევ ერთი დადებითი მხარე – ამ დიეტას გამაახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს.

რა თქმა უნდა, დიეტა “სუფთა საკვებს” აქვს რამდენიმე აუცილებელი წესი:

  • უნდა მიირთვათ დღეში 5-7ჯერ, მცირე ულუფებად. ანუ ყოველ 2-3 საათში – ეს დაგეხმარებათ შიმშილის გრძნობის დავიწყებაში;
  • არ დაგავიწყდეთ დღეში 2+ლ წყლის დალევა. ეს ისედაც კარგად გეცოდინებათ, თუმცა, გამეორება ცოდნის დედააო, ნათქვამია;
  • აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ულუფების ზომას. ისინი უნდა იყოს მცირე, მაგალითად, 150 გ ქათამი, 1 მუჭა თხილი, 1 ნაჭერი პური, 1 ც ხილი ან ბოსტნეული;
  • უპირატესობა მიანიჭეთ ახალ, სეზონურ ხილს, რამდენადაც ისინი ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინს შეიცავს. გახსოვდეთ, რაც უფრო რთულია პროდუქტის შემადგენლობის წაკითხვა, მით უფრო ნაკლებად სასარგებლოა იგი ჩვენთვის;
  • თქვენს რაციონში(სასურველია, საკვების თითოეულ მიღებაში) უნდა იყოს ცილები(თევზი, კვერცხი, ქათამი ან ინდაური) და რთული ნახშირწყლები(სრულმარცვლოვანი პური, ბარდა, ლობიო, კარტოფილი, ყველა სახის ფაფა და ხილი) – ეს წყვილი აუცილებელია ორგანიზმისთვის მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად;
  • უარი თქვით ცხიმიან და კალორიულ კერძებზე, ასევე, ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი მარილი ზღვის მარილით(რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია მასზე უარის თქმა), ხოლო თეთრი შაქარი – ლერწმის ან აგავის ნექტრით.

ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან ირკვევა, რომ თითქმის ყველაფრის ჭამა შეიძლება, მთავარია, რაციონი შედგებოდეს ახალი, ნაკლებადკალორიული კერძებისგან. არ დაგავიწყდეთ მარილისა და შაქრის ჩანაცვლებაც.

დაშვებული პროდუქტის სია საკმაოდ დიდია:

  • ბოსტნეული: პომიდორი, კიტრი, სოკო, ბროკოლი, ბოლოკი, კარტოფილი, ბატატი, ისპანახი, ხახვი, ნიორი, ნიახური, რომენის სალათი, მწვამე ლობიო, სატაცური, გოგრა;
  • ხილი: ავოკადო, ვაშლი, მსხალი, ბანანი, სეზონური კენკრა(მოცხარი, მაყვალი, ჟოლო, მარწყვი), ჩირები(გარგარი, ძახველი, ყურძენი, ვაშლი, ქლიავი);
  • ხორცი/თევზი/ზღვის პროდუქტი: ქათმის მკერდი, ინდაური, ორაგული, ვირთევზა ან სხვა თეთრი თევზი, საქონლის ან ღორის მკერდი.
  • რძის პროდუქტი: უცხიმო რძე(შეგიძლიათ მიირთვათ სოიოს ან ნუშის რძე), მაწონი, კეფირი;
  • ფაფები: შვრია, ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ამონაცენი, ქინოა, ფეტვი, ოსპი;
  • პური: სრულმარცვლოვანი, ბრინჯის პური, ჭვავის პური;
  • თხილეული: ნუში, კეშიუ, ბერძნული კაკალი;
  • კონსერვები: ლობიო, ოსპი, თინუსი ან ვირთევზა თავის წვენში, სიმინდი და ბარდა მცირე რაოდენობის მარილით, ტომატ-პასტა;
  • სანელებლები: მდოგვი, ტომატის სოუსი უშაქროდ, ბალზამური, ვაშლის ან ბრინჯის ძმარი, ლიმონის წვენი, ლაიმის წვენი, სუნელები(ქონდარი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი);
  • ზეთები: ზეითუნის, მზესუმზირის, სელის, გოგრის(მთავარია, ყველა მათგანი ნატურალური იყოს);
  • სასმელები: მწვანე ან პერული მიხაკის ჩაი, შავი ყავა ნაღების გარეშე

მიახლოებითი რაციონი 1 დღისთვის:

  1. საუზმე – ნახევარი ფინჯანი წყალზე მოხარშული შვრია, 2 ს.კ. ნუში, 2 ს.კ. ჩირები, 2 ს.კ. სელის თესლი ან 1 ჩ.კ. ჩიის თესლი.
  2. წახემსება – მწვანე ვაშლი და 1 მუჭა თხილი.
  3. სადილი – ბოსტნეულის სალათი ზეთით და ერთი ფინჯანი სოიოს მარცვლეული.
  4. წახემსება – 2 ბუტერბროდი(სრულმარცვლოვანი პური პომიდვრითა და ყველით).
  5. ვახშამი – გრილზე მომზადებული ქათამი(150გ), გამომცხვარი კარტოფილი ან ბატატი(100გ) და 2 ს.კ. სალსას სოუსი.
  6. წახემსება – ბანანი ან პურის ნაჭერი ნახევარი ავოკადოთი.

ტოსკი რინომ არამხოლოდ საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ ეს დიეტა მოქმედებს, არამედ ასე კვებას მიაჩვია ნიკოლ კიდმანი და ანჯელინა ჯოლიც, რომელთა ფიგურა და კანის მდგომარეობა ნამდვილად შესაშურია. დიეტოლოგი გვპირდება, რომ 2 კვირაში, ასეთი დიეტის დაცვის შემთხვევაში, 5-10 კგ-ს დავიკლებთ. ორგანიზმის გაახალგაზრდავების პროცესი ჩაიშვება, თუმცა შედეგები უფრო მოგვიანებით, დაახლოებით, 1 თვეში იქნება თვალსაჩინო.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.