Connect with us

ჯანმრთელობა

ნივრიანი რძე განკურნავს ასთმას, უძილობას, ხველას, პნევმონიას და არა მხოლოდ. ისწავლეთ მისი გამოყენება

არაერთი თანამედროვე სამეცნიერო კვლევით დადასტურებული ფაქტი, რომ ნიორი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია ჩვენს პლანეტაზე, რომელიც მრავალი სერიოზული დაავადების მკურნალობაში და პროფილაქტიკაში გვეხმარება, თუმცა გახსოვდეთ, ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების გამოჩენაა აუცილებელი.

როგორც წესი, ნიორს სხვადასხვა კერძებში ვამატებთ ან სხვადასხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად ვიღებთ, თუმცა უსიამოვნო სუნი, რომელიც პირის ღრუში ნივრის მირთმევის შემდეგ გვრჩება, დიდ დისკომოფრტს გვიქმნის. ამ ნაკლებად სასიამოვნო გვერდითი მოვლენის გამო, ჩვენ ხშირად ვამბობთ უარს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტის მირთმევაზე.

ნიორი საკმაოდ ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც გვეხმარება არაერთი სერიოზული დაავადების მკურნალობაში და თავიდან არიდებაში, დაწყებული ინფექციებიდან, დამთავრებული კიბოთი.

რძისა და ნივრის სასმელი, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, კიდევ უფრო ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მას არაერთი წელია ეფექტურად ვიყენებ გაციებითი დაავადებების, ანგინისა და ინფექციების სამკურნალოდ. მინდა გითხრათ, ამ სასმელისთვის უსიამოვნო სუნი და გემო საერთოდ არ არის დამახასიათებელი.

1858 წელს, ნივრის სასარგებლო თვისებების შესწავლის დროს ლუი პასტერი აღტაცებული დარჩა მისი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით. ექიმი ამ საშუალებას მე-2 მსოფლიო ომის დროს განგრენის წინააღმდეგ იყენებდა.

ამ სასარგებლო ბოსტნეულის რეგულარულად მირთმევით თქვენ გაიუმჯობესებთ იმუნურ სისტემას, თავიდან აირიდებთ ავიტამინოზს და გააძლიერებთ ორგანიზმის უნარს, მაქსიმალურად შეიწოვოს, აითვისოს ტიამინი.

ძალზედ სასარგებლოა ნივრის ჩენჩოც, რომელსაც ხშირად იყენებენ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, მსხვილი ნაწლავის ინფექციების დასამარცხებლად, გაციების და ყელის ტკივილის მოსაშორებლად.

თუ ხშირად გაწუხებთ სხვადასხვა გაციებითი და ვირუსული დაავადებები, გაქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა, გაწუხებთ წნევის მკვეთრი ცვლილებები და სისხლში ქოლესტერინის დონემ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია, გირჩევთ, აუცილებლად მიიღოთ ნივრისა და რძის ნარევი.

ინგრედიენტები: 

  • 3 ჩაის ჭიქა რძე
  • 10 კბილი ნიორი (გახეხილი)
  • 2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი

მომზადება:

  1. ჩაასხით რძე ქვაბში.
  2. ჩაამატეთ დასრესილი ან გახეხილი ნიორი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  3. ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით ორთქლის აბაზანაზე. დატოვეთ იქამდე, სანამ ნარევის ნახევარი არ აორთქლდება (აუცილებლად უნდა ურიოთ ხშირად).
  4. გადაწურეთ ნარევში და ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით ქოქოსის ზეთი, კარგად გადაურიეთ.
  5. მიირთვით, სანამ ჯერ კიდევ ცხელია.

როდის მივიღოთ ნივრისა და რძის ნარევი

სიყვითლე – ეს ნარევი საკმაოდ ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს, რადგან ის შეიცავს ისეთ შენაერთებს, რომლებიც ააქტიურებს ღვიძლის ფერმენტებს. ღვიძლს დეტოქსიკაციისთვის სჭირდება გოგირდი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ნიორი. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული ალიცინისა და სელენის საკმაოდ დიდი წყაროა – ორივე ელემენტი სტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას და ამცირებს ცხიმის დონეს ღვიძლში.

ართრიტი – ნივრისა და რძის კომბინირება ეფექტურად ებრძვის ანთებასა და მისგან გამოწვეულ ტკივილს. თუ ნივრიან რძეს პერიოდაულად მიიღებთ, შეძლებთ ართრიტისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომების შემსუბუქებას.

უძილობა – თუ ძილის რეჟიმის დარღვევას ვერაფერს უხერხებთ, მიირთვით ნივრიანი რძე, რომელშიც არაერთი სასარგებლო ნივთიერებაა.

ხველა – ნიორი გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით და ეფექტურად გვიწყობს ხელს ხველის დამარცხებაში.

ქოლესტერინი – ეს სასმელი ეფექტურად ამცირებს LDL ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, რაც ძალზედ სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

საჭმლის მონელება – ნიორი ძლიერი ანტისეპტიკია, რომელიც არა მხოლოდ ამაღლებს იმუნიტეტს, არამედ აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასაც.

ასთმა – თუ ეს უსიამოვნო პრობლემა გაწუხებთ, მიირთვით ნივრისა და რძის ნარევი ყოველ საღამოს 100-150 მლ ოდენობით, რათა საგრძნობლად შეიმსუბუქოთ მდგომარეობა.

პნევმონია – თუ კვირაში 3-ჯერ რძისა და ნივრის სასმელს მიირთმევთ, შეძლებთ ფილტვების ანთების დამარცხებას.

გულთან დაკავშირებული პრობლემები – ეს სასმელი ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

როგორც უკვე გითხარით, ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების გამოჩენაა აუცილებელი. ნივრის ბოროტად მოხმარება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.