Connect with us

ჰოროსკოპი

ნივთები, რომლებიც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს კომფორტისთვის სჭირდება

ნაქირავებ ბინაში ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. ყოველდღიურ წვრილმანებს შორის ერთ–ერთი ყველაზე ღირებული გამოვყავი. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად ძვირადღირებული სახლი გაქვთ. უფრო მნიშვნელოვანია მყუდრო გარემო, რომელსაც თავად ქმნით.

ზოგისთვის სანთლის ანთება და საბანში გახვევა საკმარისია, რომ თავი სახლში იგრძნოს. ზოგს მოსადუნებელი მუსიკის ჩართვა და არომატული აბაზანის მიღება უყვარს. უფრო მეტიც, ნივთებში ასეთი მიდრეკილება ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

მყუდრო გარემო

ვერძი

ვერძს მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ, მის სახლში აუცილებლად იპოვით დინამიკს ან სოლიდურ ყურსასმენს. საყვარელი სიმღერების წყალობით შეგიძლიათ ბინაში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნათ და გარემოების მიხედვით შეცვალოთ. თუ ამას ცოტა ცეკვას დაუმატებთ, განწყობა ნამდვილად აგიმაღლდებათ!

კურო

კუროს სამაგალითო ბინა სახლის მინი–სათბურს ჰგავს. სახლი რომ უფრო მყუდრო გახდეს, მწვანე მეგობრებს იძენს და რაც მეტი, მით უკეთესი. ნამდვილი ბაღის ან ბოსტნის ქონა კი სრული ბედნიერებაა!

ტყუპები

რამდენიმე თარო საყვარელი წიგნებით ან მთელი ბიბლიოთეკით – ტყუპები აღფრთოვანებული იქნებიან. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე საღამოს ახალ ლიტერატურულ ისტორიაში ჩაძირვა? წიგნების განსაკუთრებული არომატი და გვერდების შრიალი არის ის, რაცსასწორის სახლში უნიკალურ ატმოსფეროს და კომფორტს ქმნის.

კირჩხიბი

კირჩხიბი შეგრძნებებით ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, საყვარელი ცხოველების ჩახუტება საკმარისია. კატა ან ძაღლი ნებისმიერ მომენტში გაგაბედნიერებთ მაშინაც კი, თუ მოწყენილი ხართ.

ლომი

ლომს ძალიან უყვარს, როცა სახლი სუფთა და ნათელია. იდეალურ პირობებში სადღაც უნდა იყოს დიდი სარკე, გოგოს კი ტუალეტის მაგიდა უნდა ჰქონდეს. იმისთვის, რომ ნებისმიერ წუთას განმარტოება შეძლოს. ასე მაქსიმალურად მოდუნებას შეძლებს.

ქალწული

უზადო სისუფთავე – ქალწულისთვის მყუდრო ატმოსფეროს გარანტიაა. სრული ბედნიერებისთვის სახლს სასიამოვნო და ჯანსაღი არომატი უნდა ჰქონდეს. თაროებზე არაფერი ზედმეტი არ უნდა იყოს, ხოლო იატაკზე მტვრის ნამცეცსაც ვერ იპოვით. იდეალურია!

სასწორი

სასწორი კომფორტულ ცხოვრებას მიჩვეულია. სწორედ ამიტომ, მისთვის ყველაზე მთავარი ნივთია საწოლი. და ყველაფერი, რაც მასთან ახლოსაა. მოსახერხებელი ლეიბი, დიდი ბალიშები, საბანი და ლამაზი თეთრეული – აი, მყუდრო საღამოს იდეალური ნაკრები.

მორიელი

მორიელისთვის რომანტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. მის იდეალურ სახლში იპოვით პატარა დეტალებს, რომელიც კომფორტს ქმნის. განსაკუთრებულ ატმოსფეროს სანთლები ქმნის. სანთლები არა მხოლოდ განწყობას ქმნიან, არამედ ინტერიერს ამშვენებენ. სხვათა შორის, ორიგინალური სანთელი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს სჭირდება სანახაობა და ახალი შთაბეჭდილება. სანამ აქტიური მოგზაურობის შესაძლებლობა არ გაქვთ, ფილმებით დატკბით. რა თქმა უნდა, დიდ ტელევიზორს გვერდს ვერ აუვლით.  ის წამებში საჭირო განწყობას შეგიქმნით და ერთი ღილაკის დაჭერით პლანეტის ნებისმიერ წერტილში გადაგიყვანთ.

თხის რქა

თხის რქა თავიდან ბოლომდე შრომისმოყვარეა. სწორედ ამიტომ, მისი იდეალური სახლი იდეალური სამუშაო ადგილი უნდა იყოს. პირველ რიგში, ასე მუშაობა უფრო სასიამოვნოა. მეორეც, ხარისხიანი მაგიდა და მოსახერხებელი სავარძელი ზედმეტი არასდროსაა.

მერწყული

ვინ იფიქრებდა, რომ მერწყულისთვის ასე მნიშვნელოვანია ბინაში ფანჯარა და მისი ხედი. თუ ფანჯარა ლამაზ პარკს ან მწვანე ეზოს გადაყურებს, დილით ჩვეულებრივზე უკეთესი განწყობა ექნება. ასევე ფანჯარა შეგიძლიათ გირლანდებით მორთოთ. აუცილებელი არაა ახალ წელს დაელოდოთ!

თევზები

თევზები მყუდროებას ხელოვნებაში ხედავენ. მის სახლში რამდენიმე სურათი ან ფოტო დაკიდული იქნება. გარდა ამისა, ინტერიერს გააფორმებს პატარა სტატუები ან სხვა საინტერესო ელემენტები. ისინი სივრცეს ავსებენ და უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიან.

საინტერესოა, თქვენი უპირატესობა ამ უჩვეულო ჰოროსკოპს თუ დაემთხვა. რამდენად არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სახლის ატმოსფერო? თქვენ როგორ ქმნით მყუდრო გარემოს სახლში? გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლო ხრიკები!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.