Connect with us

ჯანმრთელობა

ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ყავა და შოკოლადი აჭკვიანებს!

2019 წელს ჩატარდა კვლევები, რომელთა მეშვეობითაც ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ყავა ჩაი (ნაკლებად) და შოკოლადი ჩვენს ტვინს აჯანმრთელებს და მას უფრო მოქნილს ხდის.

კვლევა იანვერში, ჟურნალ Neurochemical Research-ში გამოქვეყნდა, ის სიბერის ეროვნული ინსტიტუტისა და ჯონს ხოპკინსის უნივერსიტეტის ერთობლიობით ჩატარდა. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩაიში, ყავასა და შოკოლადში (კაკაოში) არსებული მეთილქსანტინები დადებით გავლენას ახდენენ ნეირონულ ქსელებზე, ხელს უწყობენ კოგნიტური მოქმედებების დასტაბილურებას და იცავენ ნეირონებს ინსულტის, ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებების შედეგად გამოწვეული დისფუნქციისა და დაღუპვისაგან.

ამავე კვლევაში აღმოაჩნეს, რომ ქსანტინები დადებით გავლენას ახდენენ ტვინის მუშაობაზე.

11 კვლევის მეტა-ანალიზმა, რომელიც ქირურგიული ონკოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ყავა, კაკაო და ჩაი არა მარტო ალცჰეიმერის დაავადების, არამედ ტვინის სიმსივნის განვითარების რისკსაც ამცირებს.

და ბოლოს, იაპონიაში, ოკაიამის უნივერსიტეტის კვლევამ დაამტკიცა, რომ ყავის კომპონენტები  აძლიერებს ნეიროგლიური უჯრედების ანტიოქსიდანტურ თვისებებს და აჩერებს რეთონენის გავლენით მომხდარ, ტვინში არსებული ნეირონების დეგენერაციას.

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვთ: კოფეინი თქვენს ტვინს უფრო მოქნილსა და გამძლეს ხდის!!!

მთავარი დასკვნა: თუ გსურთ ტვინის ნორმალური მუშაობა შინარჩუნოთ, არ ღირს ყავის, ჩაისა და კაკაოს მოხმარებაზე უარის თქმა.

როგორ დოზებში?!

კვლევებმა აჩვენეს, რომ ყავის დღიური დოზა შეიძლება 6-8 ჭიქას შეადგენდეს, სასურველია ის დღის 2 საათამდე მიიღოთ რათა ღამის ძილს ხელი არ შეეშალოს.

თუ ყავა თქვენთვის ზედმეტად ძლიერია, 1 – 2 ჭიქა ყავას, 30 გრამი შავი შოკოლადი ჩაანაცვლებს! უნდა აღვნიშნოთ, რომ ყავისა და ჩაის მირთმევა, შაქრის გარეშეა რეკომენდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს ტვინს არაჩვეულებრივად დაასტიმულირებთ.