Connect with us

ჯანმრთელობა

ნევროლოგები განგაშს აცხადებენ: ეს რჩევა ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს

ძილი – ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გვეხმარება დამღლელი დღის შემდეგ ძალების აღდგენაში. რა დრო უნდა დავუთმოთ ძილს? რა განსხვავებაა მამაკაცისა და ქალის დამოკიდებულებებს შორის დასვენების მიმართ? ამ ყველაფერზე დღეს ჩვენი რედაქცია ისაუბრებს.

რამდენ ხანს უნდა გვეძინოს

1. ქალბატონებო, მოემზადეთ ძილისთვის!
ქალის ტვინის ფუნქციონირების სირთულე განაპირობებს დამატებითი დასვენების მოთხოვნილებას. ჯიმ ჰორნი, ინგლისის ლაფბოროს უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს: “ქალბატონებში ძილის უკმარისობა ასოცირდება ფსიქოლოგიური დატვირთვის, დაუცველობის შეგრძნების, დეპრესიისა და სიბრაზის მაღალ დონესთან. მამაკაცებში ასეთი კავშირი არ გვხვდება.”

2. 8 საათი? სულაც არაა აუცილებელი…

რამდენ ხანს უნდა ეძინოს ადამიანს? მიღებული რვასაათიანი ძილი ღამით ყველას როდი ერგება – ადამიანთა უმრავლესობისთვის საკმარისია 7 საათიც. პროფესორი ჰორნი გვახსენებს, რომ ქალის ტვინი განსხვავდება მამაკაცის ტვინისგან უფრო რთული სტრუქტურით, ამიტომ, მისი მოთხოვნილება გაცილებით მაღალია.

3. რატომ ფუნქციონირებს ქალის ტვინი უფრო რთულად?

მამაკაცებთან შედარებით, ქალები უფრო მიდრეკილი არიან რამდენიმე დავალების ერთად შესრულებისკენ და ტვინსაც უფრო გაძლიერებულად იყენებენ. შესაბამისად, მათთვის უფრო მეტი დროა საჭირო ტვინის აღსადგენად, ამ პროცესს კი სწორედ ძილი უზრუნველყოფს.

კითხვაზე, თუ რომელ საათზე უნდა დაიძინოთ, თვითონვე უნდა გასცეთ პასუხი. დასაძინებლად რეკომენდებული დრო, დაახლოებით, თერთმეტის ნახევარია. ასე ყველაზე სასარგებლო ძილს მიიღებთ, რომელიც შუაღამემდე გრძელდება და მეორე დღეს ორგანიზმის მდგომარეობაზე აისახება.

4. რაც შეეხება დაღლილ მამაკაცებს

პროფესორი ჰორნი აღნიშნავს, რომ მამაკაცებს, რომელთა სამსახურიც მრავალი გადაწყვეტილების მიღებასთანაა დაკავშირებული, ასევე ესაჭიროებათ ძილის ზედმეტი რაოდენობა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ქალის მიერ დასვენების მოთხოვნილება უფრო დიდია.

თქვენ ახერხებთ სრულყოფილად გამოძინებასა და დასვენებას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.