ვიდეო
ნატურალური, შინაურული ანწლის სიროფი გრიპის და სურდოს საწინააღმდეგოდ
სურდოს და გრიპის საწინააღმდეგოდ ანწლით შინაურული საშუალება მოამზადეთ. ეს ნატურალური სამკურნალო საშუალება შეუძლია ყველამ გამოიყენოს: ბავშვებმა ზრდასრულებმა და ხანდაზმულებმა.
ანწლს უამრავი უპირატესობა გააჩნია, მაგალითად:
ეს კენკრა შეიცავს A, B და C ვიტამინებს, რომლებიც იმუნიტეტს ზრდიან და სხვადასხვა დაავადებას აფერხებენ. ამრიგად, მისი სამკურნალო თვისება გრიპის და სურდოს სწრაფად განკურნებას ხელს უწყობს. ამასთან ბაქტერიული წარმოშობის სხვა დაავადების განკურნებასაც შეძლებთ.
აი, როგორ მოამზადოთ ანწლის კენკრის სიროფი. ადრე მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ხშირად იყენებდნენ. ახლა შეგიძლიათ სახლში დამოუკიდებლად მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ხმელი დაფქული ანწლი
- 4 ჭიქა წყალი
- 2 ს/კ კოჭის ფესვების ფხვნილი
- 1 ს/კ დარიჩინის ფხვნილი
- ½ ჩ/კ მიხაკის ფხვნილი
- 1 ჩ/კ თაფლი
მომზადება:
- საშუალო ზომის ქვაბში წყალი ჩაასხით, მიხაკი და დარიჩინი დაუმატეთ. გაზზე დადგით, როგორც კი დუღილის წერტილს მიაღწევს, თავსახური ახადეთ.
- შემდეგ წყლის აორთქლებას და განახევრებას დაელოდეთ. ახლა დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კიდევ 20 წუთით ხარშეთ. გაზიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ.
- ყველაფერი კარგად აურიეთ და წყალი დაუმატეთ. ნარევი გადაწურეთ და სითხე ჰერმენტულ კონტეინერში მოათავსეთ. გრილ ადგილას შეინახეთ.
გამოყენების რეჟიმი
1 კოვზი, კვირაში 2-3-ჯერ მიიღეთ და 1 ჭიქა თბილი წყალი დააყოლეთ. ზრდასრულებისა და ხანდაზმულებისთვის რეკომენდებულია 1 სუფრის კოვზი სიროფი, ხოლო ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი.
უნდა იცოდეთ, რომ ანწლს საფაღარათო ეფექტი აქვს და შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.