Connect with us

ჯანმრთელობა

ნატურალური გამაძლიერებელი საშუალება მათთვის, ვისაც დღესასწაულები უყვარს

ბაყაყურა უძველესი დროიდან მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ერთი შეხედვით სრულიად უსარგებლო სარეველაა, მაგრამ მისი სარგებლის გადაჭარბება უბრალოდ შეუძლებელია. ეს მცენარე კოსმეტოლოგიაში და პრაქტიკულად, მედიცინის ყველა სფეროში, მათ შორის თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება. დღეს გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ბაყაყურას ზეთი და რა რისკი შეიძლება ახლდეს ასეთ მკურნალობას.

რით არის სასარგებლო ბაყაყურას ზეთი

1. საკვებთან, მედიკამენტებთან, ბინძურ ჰაერთან ერთად ორგანიზმში წიდები და ტოქსინები ხვდება. ბაყაყურას ზეთი ორგანოებს დაგროვებული მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდაში ეხმარება. ძირითადად, მისი დახმარებით ღვიძლის გაწმენდა ხდება. საშუალება ციროზის, ცხიმოვანი ღვიძლის სინდრომის, სიყვითლის და ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია.

2. ბაყაყურას ზეთი ონკოლოგიური დაავადებების დროსაც კარგად რეკომენდებულია. საშუალება სიმსივნის უჯრედების ზრდას აფერხებს და მეზობელ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. მცენარის თესლში შემავალი ნივთიერება სილიმარინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, რაც დიაბეტის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სილიმარინის დახმარებით ღვიძლი სისხლში ინსულინის რაოდენობაზე უკეთ რეაგირებს და გლუკოზის დონე რეგულირდება.

3. ბაყაყურას ზეთს ხშირად თირკმლის უკმარისობის დროს კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ.

4. ზეთში შემავალი ანტიოქსიდანტები სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს წიდებისგან წმენდს. ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, რაც ჭარბი წონის შემცირებას და სიბერის შეფერხებას ხელს უწყობს.

5. ბაყაყურას ზეთი ალერგიას კურნავს. მას სხვადასხვა სახის ანთების დროს და იმუნიტეტის გასაზრდელად იყენებენ.

6. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაყაყურა ჟანგვითი სტრესის მიმართ (ალცჰაიმერის დაავადების პოტენციური მიზეზი) გამძლეობას ზრდის. ამრიგად, ბაყაყურა ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს ზრდის და ნეირონების დეგენერაციულ მდგომარეობას კურნავს, რომელიც ფიქრის პროცესებზე გავლენას ახდენს.

7. ბაყაყურა აფერხებს ძვლოვანი მასის დაკარგვას, რასაც მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის ჰორმონის დეფიციტი იწვევს.

როგორ გამოვიყენოთ ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურას ზეთი ხშირად ალკოჰოლით, მედიკამენტით ან უხარისხო საკვებით მოწამვლის დროს გამოიყენება. მისი ზეთი ბიოლოგიური დანამატის სახით ბევრ აფთიაქში და ჯანსაღი კვების აფთიაქში ხელმისაწვდომია. მიღების სტანდარტული დოზა არ არსებობს, ამიტომ სჯობს შეფუთვაზე მითითებული დოზირება წაიკითხოთ. პროფილაქტიკის მიზნით დასაშვებია 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. წიდებისგან ორგანიზმის ღრმა წმენდას 150 გრ ზეთის დღეში 1-3-ჯერ მიღებით მიაღწევთ.

თუ სუფრაზე გატანის წინ კერძს ბაყაყურას ზეთს დაუმატებთ, ასე მას უფრო სასარგებლოს გახდით. გაითვალისწინეთ, რომ თერმული დამუშავების დროს ზეთი ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. ბაყაყურას ზეთი შინაურული კრემების და ნიღბების მოქმედებას გააძლიერებს, თუ მას რამდენიმე წვეთ ზეთს დაუმატებთ.

გამოყენების რისკები და უკუჩვენებები

ბაყაყურა ორგანიზმში მნიშვნელოვან ნეგატიურ რეაქციებს არ იწვევს, მაგრამ გვერდითი ეფექტები მაინც აქვს.

  • დიარეა, მუცლის შებერილობა, კუჭის აშლილობა, მუცლის ტკივილი;
  • ალერგია (განსაკუთრებით მათში, ვინც გვირილას, ქრიზანთემას, ხავერდას და ამბროზიას მიმართ მგრძნობიარეა);
  • ესტროგენის დონის შემცირება, რის გამოც ენდომეტრიოზის რისკი იზრდება;
  • სისხლში გლუკოზის დონის ძლიერ შემცირება შაქრის დამწევი მედიკამენტების მიღების დროს;

ბაყაყურას მიღებისგან თავი შეიკავეთ, თუ თან ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას, ანტიდეპრესანტს ან სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტს იღებთ. ბაყაყურას გავლენა ორსულებსა და მეძუძურე დედებზე კარგად შესწავლილი არაა, ამიტომ მის მიღებაზე უარი თქვით.

ამის მიუხედავად, ბაყაყურა ჯანმრთელობისთვის რიგ უპირატესობას ფლობს აქტიური ინგრედიენტის, სილიმარინის წყალობით, რომელიც ანტიოქსიდანტის სახით მოქმედებს. ეს სასარგებლო, ნატურალური დანამატია, რომლის გამოყენებაც ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად ღირს. თუმცა ბაყაყურას გამოყენების წინ, როგორც ნებისმიერი სხვა დანამატის წინ, სპეციალისტთან კონსულტანციის გავლა ღირს. ბაყაყურას ზეთით მკურნალობა მხოლოდ ექიმის ნებართვის შემდეგ უნდა განხორციელდეს.