Connect with us

ყვავილები

ნამდვილი ქირურგი სკალპელის გარეშე: ბუმბულისებრი კალანჰოე თქვენი ჯანმრთელობისთვის

კალანჰოე ოთახის მცენარეა, რომელიც უპრეცედენტო სამკურნალო თვისებებითაა დაჯილდოვებული. მას აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ჭრილობების შემხორცებელი, ბაქტერიოსტატიკური, შეშუპების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულიერებელი თვისებები.

ეს მცენარე ნამდვილი პანაცეაა უამრავი დაავადებისგან. ესენია: ტუბერკულოზი, ბრონქიტი, ჰაიმორიტი, რინიტი, ანგინა, წყლულები. კალანჰოე შეუცვლელი საშუალებაა დამწვრობის, ჭრილობის, მოყინვის, სისხლდენის დროს. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას და უმკლავდება ანთებით დაავადებებსაც.

სამკურნალო საშუალებების რეცეპტები

  • ვარიკოზი და ძირმაგარა: დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ 20 წუთით. მიიღეთ შინაგანად – დღეში სამჯერ, 100 მლ ოდენობით. გარეგანი გამოყენებისას გაიკეთეთ კომპრესები ძირმაგარას სამკურნალოდ.
  • ღრძილების ანთება, ყელის დაავადება, კბილის ტკივილი: კალანჰოეს ფოთლებისგან მიღებული წვენი შეურიეთ 200 მლ წყალს და დადგით ორთქლის აბაზანაზე. მიიღეთ დღეში ოთხჯერ, 50 მლ.
  • რინიტი, ჰაიმორიტი: ფოთლების წვენი ჩაიწვეთეთ ნესტოებში რამდენჯერმე, სანამ დაავადების სიმპტომები არ გაქრება.
  • ტუბერკულოზის თერაპია: მოამზადეთ 10 მლ კალანჰოეს წვენისა და 70 მლ მდუღარე წყლის ნაზავის ნაყენი. მიიღეთ უშუალოდ ჭამის წინ, მკურნალობის კურსი 90-დღიანია.
  • ჰემატომა, სილურჯეები, ეკზემა, სახსრების ტკივილი: 40 მლ ახლადდაწურულ წვენს შეურიეთ 50 გ დამდნარი ღორის ქონი. შეიზილეთ მტკივან ადგილებზე, შეინახეთ მაცივარში.
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება: ო.5-ლიტრიანი ბოთლი გაავსეთ კალანჰოეს ფოთლებით და დაასხით სამედიცინო სპირტი, მჭიდროდ დააცეთ თავსახური და გააჩერეთ 10 დღით ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შეიზილეთ ფეხებზე დღეში სამჯერ, 2 თვის განმავლობაში.
  • მეჭეჭები: მცენარის დაქუცმაცებული ფოთოლი დაიდეთ მეჭეჭზე, დაიხურეთ კომპრესის ქაღალდით ან პოლიეთილენით და დაიფიქსირეთ ბინტით. მოქმედების დრო 2 საათია.
  • ანგინა, სტომატიტი, ტონზილიტი: 2 კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით წყალი, აადუღეთ და გაწურეთ. დღეში ოთხჯერ კარგად გამოივლეთ პირის ღრუ.

ამ მცენარის უკუჩვენებებია ინდივიდუალური აუტანლობა, ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება. არაა რეკომენდებული ბავშვებისთვის.

დოზის გადამეტებას შეუძლია გულძმარვის, გამონაყარისა და დიარეის გამოწვევა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.