Connect with us

თავის მოვლა

მხოლოდ 3 აბი ასპირინი თქვენს თმას ბზინვარეს და სქელს გახდის. ჩემი პარიკმახერიც კი შედეგით გაოცებულია

ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს სურდოს ან თავის ტკივილის დროს ასპირინი ერთხელ მაინც დალეული აქვს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ასპირინი თმას აძლიერებს და ქერტლს აშორებს. დღეს ასპირინის, როგორც კოსმეტიკური საშუალების გამოყენების შესახებ გიამბობთ.

ასპირინი (მეცნიერულად აცეტილსალიცილის მჟავა, ლათინურად Acidum acetylsalicylicum, სალიცილის ეთირი ძმრის მჟავაში) – სამკურნალო საშუალება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და ანტითრომბოციტარული მოქმედება გააჩნია.

ასპირინის მოქმედების მექანიზმი კარგად შესწავლილია, მისი ეფექტურობა კლინიკურად გამოკვლეულია, ამიტომ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამკურნალო საშუალებების სიაში შედის.

სხვა ქიმიური საშუალებებისგან განსხვავებით მცენარეულ საფუძველზე მზადდება – თეთრი ტირიფის ახალგაზრდა, გაწმენდილი ტოტებიდან. სწორედ ამიტომ, მისი როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება რეკომენდებულია. მას თმის საშუალებადაც იყენებენ, რომელიც ფულს დაგიზოგავთ და პრობლემას მარტივად გაუმკლავდება.

ხალხური მედიცინა თეთრი ტირიფის ახალგაზრდა ტოტების ქერქს სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად უძველესი დროიდან იყენებს. ამ ქერქმა ექიმებს შორისაც აღიარება მოიპოვა და ცნობილია სახელწოდებით Salicis cortex. თუმცა ტირიფის ქერქისგან დამზადებულ ყველა საშუალებას ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონდა – ის მუცლის ძლიერ ტკივილს და ღებინებას იწვევდა.

თეთრი ტირიფის ქერქისგან სალიცილის მჟავის ფორმა, რომელიც საწმენდად შესაფერისია, პირველად იტალიელმა ქიმიკოსმა, რაფაელ პირიამ 1838 წელს მიიღო. პირველად სინთეზირება კი ჩარლზ ფრედერიკ ჯერარმა 1853 წელს მოახდინა.

მოგვიანებით სხვა მეცნიერებმა აცეტილსალიცილის მჟავის სინთეზირება ისეთ დონეზე მოახერხეს, რომ მედიცინაში მისი გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო.

როგორ გამოვიყენოთ ასპირინი თმისთვის?

უბრალოდ 3 აბი ასპირინი აიღეთ, დაფშვენით და თმის შამპუნს აურიეთ. იმდენი შამპუნი აიღეთ, რამდენსაც ზოგადად დასაბანად იყენებთ. ამის შემდეგ ნარევი თავის კანში კარგად შეიზილეთ.

გაითვალისწინეთ, პრეპარატის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ასპირინის გადაჭარბებამ შეიძლება უკუჩვენება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ამ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია მკაცრად დაიცავით!

აცეტილსალიცილის მჟავა ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს. ახლა უკვე იცით, თუ როგორ გამოიყენოთ ასპირინი თქვენი თმის ჯანმრთელობისთვის!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.