Connect with us

თავის მოვლა

მწვანე კოსმეტიკა: ანტიასაკობრივი ნიღაბი ეთერზეთებით და ალოეთი

როგორც არომათერაპიის დიდი მოყვარული კოსმეტიკური მიზნით ეთერზეთების გამოყენებას გვერდს ვერ ავუვლი. ეთერზეთები ხომ სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად შეუცვლელი დამხმარეები არიან.

საყვარელ ლავანდას ეთერზეთს სახის მკვებავ ნიღაბს ვუმატებ. მის გარდა ნიღაბს ჩაის ხის ზეთს და ალოეს წვენს ვუმატებ.

ნიღბის მომზადება

აი, ჩემი მწვანე კოსმეტოლოგი.

ალოეს რამდენიმე ფოთოლი მოჭერით და მაცივარში შეინახეთ. 1 კვირაში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ნიღბის საფუძვლად რაიმე საბაზისო ზეთი გამოიყენეთ. ეს შეიძლება იყოს ატმის, გარგარის ან ყურძნის კურკის ზეთი. 10-15 წვეთ საბაზისო ზეთს 2-3 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 2-3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და ალოეს წვენი დაუმატეთ და აურიეთ. ჯადოსნური, სურნელოვანი ემულსია გამოგივათ.

ნიღბის გამოყენებამდე სახეზე ყავის ნალექის სკრაბი წაისვით. ის ძალიან ეფექტური გამწმენდი საშუალებაა და მისი დახმარებით ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ. ამის გაკეთება შხაპის მიღების დროს მოსახერხებელია, ასე ყავის ნალექის მოშორებას მარტივად შეძლებთ.

სუფთა კანის დაორთქლის და ფორების გაფართოების შემდეგ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე მკვებავი ნიღაბი მასაჟური მოძრაობით წაისვით.

ნიღბის კომპონენტები კანს კვებავენ და ასწორებენ, გაღიზიანებას, სხვადასხვა სახის ანთებას აქრობენ, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ, უჯრედების აღდგენას ხელს უწყობენ და, რა თქმა უნდა, აახალგაზრდავებენ.

ნიღაბს ყოველთვის საღამოს ვიკეთებ და მთელი ღამე ვიჩერებ. დილით სახის კანი განახლებული, დასვენებული, დატენიანებული და თითქოსდა შიგნიდან განათებულია. ასეთი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.