Connect with us

ჯანმრთელობა

მწვანე კაკლის სიროფი თაფლით ან შაქრით – გასაოცრად ძლიერი წამალი

ძალიან გემრიელი და სასარგებლო რეცეფტები მწვანე კაკლით, მათთვის ვისაც სპირტით ან არყით დამზადებული მწვანე კაკლის ნაყენის მიღება არ შეუძლიათ.

ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო რეცეფტი სოფლიდან

ვიღებთ 100 ცალ მწვანე კაკალს, ვჭრით 4 ნაწილად, ვალაგებთ სამლიტრიან შუშის ქილაში, ვასხამთ თაფლს და მჭიდროდ ვახურებთ თავსახურს. ჩამარხეთ მიწაში – 1 მეტრის სიღრმეზე.

ამოთხარეთ და მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღის განმავლობაში.
ამ რეცეპტს, ძალიან კარგი შედეგი ექნება.

ანემია და დაბალი გემოგლობინი, სისუსტე

ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს: 2 ჭიქა დაჭრილ მწვანე კაკალს, დაასხით 1,5 კილო თაფლი, დააყენეთ თბილ ოთახში, 20 დღის განმავლობაში. მოურიეთ ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, ჭამამდე, დღეში სამჯერ.

იმუნიტეტის ამაღლებისა და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებისთვის

იმუნიტეტის ამაღლებისა და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებისთვის: თანაბარი რაოდენობით აურიეთ ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული კაკალი და თაფლი (შესაძლებელია შაქრის გამოყენებაც).
შეინახეთ ბნელ ოთახში, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში – 1 თვის მანძილზე.
მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კვანძოვანი ჩიყვის II და III დონე

კვანძოვანი ჩიყვის II და III დონეების დროს: დაკრიფეთ მწვანე კაკალი, ისეთ დროს, როდესაც მათი დიამეტრი 1,5 – 2 სანტიმეტრია, დაჭერით და დააყარეთ შაქარი.
როდესაც შაქარი გალღვება, კიდევ ჩაამატეთ. ჭურჭელი ბნელ ადგილას შეინახეთ.
წვენი, რომელსაც კაკალი გამოუშვებს – დღეში სამჯერ მიიღეთ, 1/2 ჩაის კოვზი.

კიდევ ერთი რეცეპტი ჩიყვის სამკურნალოდ

ეს რეცეპტი ჩიყვის დაწყებით სტადიას კურნავს.
გაატარეთ მწვანე კაკალი ხორცის საკეპში (კაკალი 6-7 ივლისამდე უნდა იყოს დაკრეფილი).
1:1 პროპორციით აურიეთ თაფლში, ჩაასხით ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ბნელ ადგილას, 1 თვის მანძილზე. მიიღეთ ჭამამდე, 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ – 40 დღის განმავლობაში. ცოტაოდენი შესვენების შემდეგ, კურსი კვლავ გაიმეორეთ. ძალიან კარგია ამ წამლის ზამთარში მიღება.

თირკმელებისა და ფილტვების პოლიკისტოზი

რძიანი სიმწიფის დროს, მწვანე კაკალს თირკმელებისა და ფილტვების პოლიკისტოზის, ასევე კუჭისა და ღვიძლის ინფექციური დაავადებების დროს იყენებენ.
გაატარეთ ხორცის საკეპში, აურიეთ იმავე რაოდენობის თაფლთან, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 30 დღის განმავლობაში ბნელ ოთახში დადგით.
მიიღეთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ – 1 ჩაის კოვზი.
ამ საშუალების მუდმივი მიღება, კანის დაავადებების დროსაც შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

უკუჩვენებები

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ მიღებაზე, ორგანიზმს მხოლოდ 100 გრამი სრულფასოვანი ცილის ათვისება შეუძლია.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციის გამწვავება (ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ალერგიული სტომატიტი, დიათეზი და აშ.). მწვანე კაკლის მიღება ასევე იკრძალება კანის დაავადებების მქონეთათვის, მაგალითად: ეგზემა, ფსორიაზი და ნეიროდერმიტი.