Connect with us

ჯანმრთელობა

მწვანე აფთიაქი ჩვენს ოჯახში: სამკურნალო მცენარეების სარგებელი და რეცეპტები

თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვობიდან ცნობილია სამკურნალო მცენარეები და ჯანმრთელობის სასარგებლო თვისებები. ჩვენს ოჯახში ისე მოხვდა, რომ წლების წინ ბებიის ბებიამ თავის თანამესოფლეს ბალახებით უმკურნალა და ამის გამო სიცოცხლეს გამოესალმეს, ხოლო მისი ოჯახი იძულებული იყო სოფლიდან სოფელში გადასულიყო და „ჯადოქრების“ ნიშანი ეტარებინა. წლები გავიდა და ის, რისი სწავლაც მისმა ბავშვებმა მოასწრეს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია დაკარგულია, რამდენიმე რეცეპტმა ჩემამდე მოაღწია და ახლა სიამოვნებით გიზიარებთ.

მთავარი წესი, რომელიც ზუსტად დამამახსოვრდა: ბალახებს მხოლოდ მზარდ მთვარეზე ვკრეფთ.

ცაცხვი

ცაცხვის ჩაი შესანიშნავი სიცხის დამწევი საშუალებაა სურდოს დროს. ცაცხვის ნახარშით ტონზილიტის და ლარინგიტის დროს ყელი გამოივლეთ. 1 ს/კ ცაცხვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. გასტრიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ – დღეში 2-3-ჯერ, უზმოზე დალიეთ.

ძირმწარა

ძირმწარა ჩირქოვანი ჭრილობის, ნაკაწრების, აბსცესების, რთულად შესახორცებელი ჭრილობების დროს გამოიყენება. 1 ს/კ ძირმწარას 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით წყლის ორთქლზე გააჩერეთ. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და ჭრილობა გაიწმინდეთ.

შავი ცირცელი

შავი ცირცელი სახსრების სისუსტის, ღვიძლის დაავადებების, რევმატიზმის და ჰიპერტონიის დროს გამოიყენება. ამისთვის როგორც ახალი, ასევე ხმელი კენკრა გამოგადგებათ. ასევე ნახარში და ჩაი შეგიძლიათ მიიღოთ. მისი მიღება კუჭის დაავადებების, ყაბზობის და თრომბოფლებიტის დროს არ ღირს.

მუხის ქერქი

1 ჩ/კ მუხის ქერქს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ – პარადონტოზის საწინააღმდეგო და კბილების გამაძლიერებელი საშუალება. 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, დიარეის დროს დალიეთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მუხის ქერქი თმას შესანიშნავად აძლიერებს. უფრო ძლიერი ნახარში 0 2 ს/კ 1 კ მდუღარე წყალზე + წყლის ორთქლზე 20 წუთით – ჭრილობის სამკურნალო საშუალება.

ასკილი

ასკილი ვიტამინებით მდიდარია, ამიტომ ასკილის ნახარში (ნაყოფის დიდ ჩენჩოს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2-3 წუთით აადუღეთ და თერმოსში გადაასხით, 1 საათით დააყენეთ) – მწვავე ვირუსული ინფექციების დროს შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა, ამასთან მას შარდმდენი ეფექტი აქვს. ასეთი ნახარშის მიღება ყველასთვის არ შეიძლება. შარდკენჭოვანი დაავადების, გასტრიტის და წყლულების დროს მისი მიღება არ შეიძლება.

გვირილა

გვირილას შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები გააჩნია. ნახარში გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაწლავების აშლილობის სამკურნალოდ, ყელის დაავადებების, სტომატიტის, კონიუნქტივიტის დროს სავლებად, დერმატიტის და უძილობის დროს აბაზანის სახით გამოიყენება.

მარწყვი

ტყის და ბაღის მარწყვი, ნაყოფიერების პერიოდში მოკრეფილი მცენარე მთლიანად არა უბრალოდ არომატული და გემრიელი ჩაი, არამედ მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ ძლიერი იარაღია.

წითელი ჭარხალი და ხახვი

1 ს/კ ახალ გაწურულ ჭარხლის წვენს 2 წვეთი ხახვის წვენი დაუმატეთ და 40 წუთით დააყენეთ. 3 წლამდე ბავშვებს – 1 წვეთი, 3 წელს ზემოთ – 2 წვეთი, 12 წელს ზემოთ კი – 3 წვეთი თითოეულ ნესტოში, ყოველ საათში (6 საათის განმავლობაში) ჩაიწვეთეთ. საშუალებას სურდოს და მწვავე ვირუსული ინფექციების დროს სიცხის დამწევი მოქმედება აქვს.

ანწლის ყვავილები

ანწლის ყვავილები სურდოს, ხველის, სტომატიტის, კანის დაავადებების (ნახარში აბაზანისთვის), თირკმლის დაავადების, თირკმლის უკმარისობის დროს გამოიყენება როგორც შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება.

ბეგქონდარა

ბეგქონდარა უძველესი დროიდან ხანგრძლივი ცხოვრების და ჯანმრთელობის ბალახად ითვლება და სულ ტყუილად არა. იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება ხველის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. მას ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ყივანახველას, ლარინგიტის დროს გვირილასთან და ანწლთან ერთად იყენებენ – შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალება.