Connect with us

სახლი და დიზაინი

მწარე იმედგაცრუება. 3 სახის შპალერი, რომლებზეც სჯობს უარი თქვათ

რემონტი ზრდასრული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდაა. მხოლოდ კარგი შპალერის შერჩევას ბევრი დრო, ძალისხმევა და ნერვები მიაქვს. თუ არჩევანს უცხო ადამიანს, მაგალითად დიზაინერს, ანდობთ, როგორც ეს ჩემმა ახლობელმა გააკეთა, დიდი ალბათობით როგორც რემონტში, ასევე ხალხსა და ცხოვრებაზე იმედგაცრუებული დარჩებით.

პესიმიზმი გვერდზე გადავდოთ. დღეს გიამბობთ, თუ შპალერის შეძენის დროს ყურადღება რას უნდა მიაქციოთ და რომელი შპალერის შეძენა ღირს, რომ მომავალში საკუთარი გადაწყვეტილების გამო არ ინანოთ.

შპალერის არჩევა

რემონტით პირველად დაკავების დროს ბევრი ადამიანი შპალერის პრაქტიკულობას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ გარეგნული სახით ინტერესდება. ეს დიდი შეცდომაა. უხარისხო შპალერი უკვე ერთი წლის შემდეგ მიმზიდველობას დაკარგავს და ახალი რემონტის გაკეთება მოგიწევთ, ეს კი დროის და ფულის დიდ დანახარჯს გამოიწვევს.

შპალერის ზოგიერთი სახეობა შეძენის შემდეგ მხოლოდ იმედგაცრუებას იწევს.

არასწორად შერჩეული შპალერი

1. ვინილის შპალერი

ასეთი შპალერი ყურადღებას გარეგნული მიმზიდველობით და დაბალი ფასით იზიდავს. მას ორი ფენა აქვს, რომლებიც რთული ქიმიური ნაერთების დახმარებით ერთმანეთს კარგად ეკვრის. ეს წებოვანი ნივთიერება ხშირად უხარისხო ქიმიური ინგრედიენტებისგან მზადდება, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ზიანს აყენებს.

მწარმოებლები კედლისთვის უფრო ხელმისაწვდომი მასალის შექმნას ცდილობენ და ამისთვის უხარისხო, დაბალი ღირებულების კომპონენტებს იყენებენ.

2. მუქი და ღია შეფერილობის შპალერი

როგორც ღია, ასევე მუქი ფერის შპალერს სწრაფად დაბინძურების თვისება აქვს. შპალერის არჩევისას ყველაზე დიდი შეცდომა – გაჯერებული თეთრი ან შავი ფერის შპალერის შეძენა. ძალიან მოდური ფერები საკმაოდ არაპრაქტიკულია. ასეთ ფერებზე პატარა ლაქაც კი შესამჩნევი იქნება.

3. ქაღალდის შპალერი

ქაღალდის შპალერის პრაქტიკულობა მხოლოდ საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს. ყველაზე დიდი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ სწრაფად იწვება და ტენს იწოვს, ეს კი ლაქების გაჩენას იწვევს.

მრავალფეროვანმა არჩევანმა და ბიუჯეტურმა ფასმა არ მოგატყუოთ, რადგან საბოლოოდ შპალერის შეცვლაზე უფრო მეტის დახარჯვა მოგიწევთ. სჯობს თავიდანვე ხარისხიანი და კარგი მასალის შპალერი შეიძინოთ.

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

შპალერის არჩევის დროს კედლების მდგომარეობა გაითვალისწინეთ. უთანასწორო კედლებზე თხელი, გლუვი და სხვა სწორი ნახატების მქონე შპალერი არ გამოდგება. ასეთი მასალა დეფექტს ხაზს კიდევ უფრო მეტად გაუსვამს. ამ შემთხვევაში სჯობს რელიეფური შპალერი შეარჩიოთ, რომელიც ყველა დეფექტს ვიზუალურად შენიღბავს.

ოთახის ფორმაც მნიშვნელოვანია. არასწორი ფორმის ოთახში ნიშებით, ღარებით და რადიატორის მასალით წვრილი სურათების მქონე შპალერი უფრო გამოდგება, ვიდრე მსხვილი ნახატების მქონე.

შპალერის შეძენისას მათი გამძლეობის ვადაც გაითვალისწინეთ. მაღალი სტუმრიანობის მქონე ოთახში სჯობს ისეთი შპალერი შეიძინოთ, რომლის გარეცხვა და გაწმენდა შეიძლება.

„და ფერი როგორ შევარჩიოთ“ – იკითხავთ თქვენ. თუ ოთახში ფანჯარა სამხრეთით მდებარეობს, ცივი ფერის ან მუქი გაჯერებული ფერის (ღვინისფერი, მწვანე) შპალერი აირჩიეთ. თუ ჩრდილოეთით, თბილი ფერები (ყავისფერი, ატმისფერი, გარგარის ან ნარინჯისფერი) შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. წითელი-ყვითელი ფერის შპალერი კედლებს ვიზუალურად აერთიანებს, ხოლო ცისფერი ოთახს აფართოებს.

მწარმოებლის ბეჭედს ყურადღება ყოველთვის მიაქციეთ. მასზე მითითებული უნდა იყოს: მწარმოებლის მონაცემები, სერიული ნომერი, სურათის ნაწილი, მასალის ხარისხი (შპალერი, რომლის გარეცხვაც შეიძლება, შესაბამისი ნიშანი აქვს) და სურათის მიმართულება. ინსტრუქციაში ასევე მითითებულია, შპალერს სპეციალური დამუშავება სჭირდება თუ არა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.