Connect with us

სხვა

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა დაამატოთ რეცხვის დროს?

ოდესმე გიცდიათ მარილის, მცენარეული ზეთის ან შავი წიწაკის დამატება ტანსაცმლის რეცხვის დროს? მეთოდი ერთი შეხედვით მოძვებულია, მაგრამ შესანიშნავად მუშაობს. ახლა თანამედროვე სარეცხ ფხვნილებთან  და რეცხვის საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენება. დღეს რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ! გაოცდებით, იმდენად ეფექტურია.

შავი წიწაკა ქსოვილების ფერს ინარჩუნებს

საჭიროა იმისთვის, რომ ტანსაცმელი სწრაფად არ გაუფერულდეს.

1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა სავლებ განყოფილებაში ჩაამატეთ, შემდეგ ცივ წყალში რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. წიწაკა აბრაზიული საშუალების როლს შეასრულებს და ქსოვილიდან დაგროვებულ საპნის ნარჩენებს მოაშორებს. რეცხვის შემდეგ გაოცდებით, ქსოვილი იმდენად კაშკაშა გახდება. მუქ და შავ მაისურებსა და ჯინსებზე განსაკუთრებით შესამჩნევია.

მზესუმზირას ზეთი უსიამოვნო სუნს აქრობს და ქსოვილს არბილებს

ზოგიერთი დიასახლისი გირჩევთ, რომ შეძენიდან 1 წელში სამზარეულოს პირსახოცი გადააგდოთ, რადგან ის უხეში ხდება, ცუდად ირეცხება და თეთრეულის კონდიციონერის გამოყენების მიუხედავად უსიამოვნო სუნი ასდის. ყოველ წელს ახალი პირსახოცის შეძენას ყველა ვერ ახერხებს. გირჩევთ მცენარეული ზეთით რეცხვის მეთოდი სცადოთ. ამ პროდუქტის არჩევით გაოცებული ხართ? არადა მას ბევრი ქალი წარმატებით იყენებს.

თუ არ ხარშავთ?

ცხელი წყალი, დიასახლისის საპონი, სოდა და მცენარეული ზეთი აურიეთ. წყალი დაახლოებით 8 ლ დაგჭირდებათ, ხოლო სოდა 20 გრ. საპონი სჯობს გახეხოთ, რომ წყალში ადვილად გაიხსნას. კარგად აურიეთ და მასში პირსახოცი ჩაალბეთ. სუნის და ლაქების მოსაშორებლად 8-10 საათით გააჩერეთ. ამასთან პირსახოცს პერიოდულად აურიეთ.

ამის შემდეგ პირსახოცი ამოიღეთ, გაავლეთ და ჩვეული მეთოდით სარეცხ მანქანაში ან ხელით გარეცხეთ.

მაინც ხარშავთ?

მაშინ ემალის ქვაბით წყალი გააცხელეთ. მდუღარე წყალში სარეცხი ფხვნილი და 2 ს/კ მცენარეული ზეთი დაამატეთ. პირსახოცი სუსტ ცეცხლზე რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ კარგად გაავლეთ.

მარილი ფერს აღადგენს და ლაქებს ამოიყვანს

მარილი ისევე მოქმედებს, როგორც შავი წიწაკა. თუ ფხვნილის განყოფილებაში 1 ჩ/კ მარილს დაამატებთ, გაუფერულებული ნივთების გარეგნობას გააუმჯობესებთ.

მარილი ფერადი თეთრეულის და თეთრი ნივთების გასარეცხად გამოგადგებათ. თუ სარეცხ მანქანაში მისი ჩაყრა გეშინიათ, თეთრეული თბილი მარილწყლით სავსე ტაშტში ჩაალბეთ. თუ ერთფერიანი ბეწვის ან სხვა ქსოვილის ნივთი რეცხვის დროს ძლიერ იწელება, წყალში გაავლეთ და ნახევარი ჭიქა მარილი და ძმარი დაუმატეთ.

  • მარილი ოფლის ყვითელ ლაქებს მარტივად გაუმკლავდება, თუ ცხელი წყლით სავსე ტაშტს დაუმატებთ და გაავლებთ. მაგალითად, თეთრი მაისურები და პერანგები.
  • სისხლის ლაქების ამოყვანაში დაგეხმარებათ. ოღონდ ამ შემთხვევაში ცივი წყლით გარეცხეთ.
  • თუ მარილს და ლიმონის წვენს აურევთ, ტანსაცმლიდან ჟანგის ან ობის მოშორებას შეძლებთ.

თუ გსურთ, რომ ტანსაცმელი სწრაფად გაშრეს, გავლების პროცესში ცოტა მარილი დაამატეთ!