Connect with us

ჯანმრთელობა

მუცლის ვარჯიშები რომელიც ყველა კუნთს აგიმუშავებთ

ეს არის უბრალო, მაგრამ, ეფექტური ვარჯიშები მუცლის პრესისთვის, რომლებიც თქვენი სხეულის ყველა კუნთზე მოახდენენ გავლენას!

სხეულის გაუნძრევლად გაჩერება, თითქოს აზიდვებს ასრულებთ, საშუალებას გაძლევთ მუცლის კუნთები განივითაროთ, ასევე ტონუსში გექნებათ მხრების, ხელებისა და დუნდულა კუნთები.

ეს ვარჯიშები სასარგებლოა მუცლის კუნთების ტონუსისთვის, ასევე გეხმარებათ ლოკალიზებული ცხიმებისა და ზედმეტი წონის მოშორებაში.

ეს სტატიკური სავარჯიშოები თქვენ ერთსა და იმავე პოზაში უნდა შეასრულოთ. ისინი არანაირ აღჭურვილობას არ მოითხოვენ და მისი შესრულება ყველგან და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

სავარჯიშოს კლასიკური შესრულება

1. მოათავსეთ ხელები მხრებს ქვემოთ (მხრების სიგანეზე ოდნავ ფართოდ), თითქოს აზიდვების გაკეთებას აპირებთ.

2. ფეხის თითებით იატაკს დაეყრდენით და დუნდულები მოჭიმეთ, რათა სხეულის სტაბილიზირება შეძლოთ. თქვენი ფეხის კუნთები უნდა მუშაობდნენ.

3. მოახდინეთ კისრისა და ხერხემლის ნეიტრალიზება, უყურეთ წერტილს იატაკზე. თქვენი თავი წელთან მიმართებაში ერთ ხაზზე უნდა იყოს.

4. შეინარჩუნეთ პოზიცია 15 – 20 წამი. როდესაც ამ პოზაში თავს საკმაოდ კომფორტულად იგრძნობთ, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნეთ, ნუ დაარღვევთ სუნთქვას. ოპტიმალურად გაზარდეთ ხარნგრძლივობა 2-3 წამით კვირაში.

მკერდის კუნთების გამაგრება

ეს ვარიანტი ამ სავარჯიშოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. გაცილებით იოლია ვიდრე წინა სავარჯიშო, სადაც სხეული მხოლოდ ხელით უნდა გეჭიროთ. იმისთვის, რომ ეს სავარჯიშო შეასრულოთ, იდაყვები იატაკზე ისე მოათავსეთ, რომ მხრებს ქვემოთ მოექცნენ, ხოლო ხელები – სხეულის პარალელურად – მხრების სიგანეზე.

დახრილი სტატიკა

ეს სავარჯიშო გაცილებით იოლი შესასრულებელია, კლასიკურ სტატიკურ სავარჯიშოსთან შედარებით. შედეგად ის იდეალურია დამწყებთათვის, რადგან ის საშუალებას მოგცემთ ფორმაზე კონცენტრირდეთ. იატაკს ფეხებით დაეყრდენით, წელის ქვედა ნაწილზე ნაკლები დატვირთვა უნდა მოვიდეს. დადევით მუხლები გადახვეულ ხალიჩაზე ან პირსახოცზე – თუ დისკომფორტს იგრძნობთ.

გვერდითი სტატიკური სავარჯიშო

ეს ვარიანტი მუცლის გვერდითი კუნთებისთვის არის კარგი, დაწექით გვერდულად, შეატყუპეთ ფეხები ერთმანეთთან და შემდეგ წელი – ხელით მაღლა აღმართეთ.

სტატიკური სავარჯიშო ერთი ფეხით

ეს ვარიაცია მუცლისა და დუნდულა კუნთებზე დატვირთვას ამაღლებს.მოათავსეთ სხეული იმავე მდგომარეობაში, როგორც ჩვეულებრივი სტატიკის დროს, შემდეგ ერთი ფეხი მაღლა აწიეთ (სანამ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, წელს საფრთხის ქვეშ ნუ დააყენებთ). დაიჭირეთ დუნდულები ერთმანეთის პარალელურად, შემდეგ რიგ- რიგობით ანაცვლეთ.

ამ ვარჯიშების შემდეგ, შედეგებს რამდენიმე დღის შემდეგვე იგრძნობთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.