Connect with us

ჯანმრთელობა

“მუმიე: “ღმერთების ნექტარი” ჰიმალაის მთებიდან

ვიტამინებისა და მიკროელემენტების ეს უდიდესი წყარო ორგანიზმს ფსიქიკური და ფიზიკური სტრესის ყველა სახეობისგან იცავს და ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალიზებას.

ჰიმალაის მთებში, რომლებიც ღმერთების სამყოფელად ითვლება, ქვების ნაპრალებს შორის ნივთიერება იღვენთება, რომელსაც მუმიეს უწოდებენ. მიმიე “ღმერთების ნექტარს” ნიშნავს. მისი ჰიმალაური ტომების მიერ აღმოჩენისა და გამოყენების დაწყების შესახებ ისტორიები სხვადასხვანაირია. დროდადრო ეს ნივთიერება ფართოდ გავრცელდა და გამოიყენებოდა მთელს აზიაში. ის აურვედის პრეპარატების გავრცელებული ინგრედიენტია. მუმიე ახალი და გადამუშავებული ნეშომპალის ნარჩენებია (ნიადაგის ორგანული შემადგენლების). ეს სქელი, შავი ფისი 6500 სახეობის უძველეს მცენარეებში წარმოიქმნება, რომლებიც იხრწნება და სქელდება.

მუმიეს ასარგებლო თვისებები

მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუმიე ერთ-ერთი ყველაზე მკვებავი ნივთიერებაა მსოფლიოსი, რომელიც არანაკლებ 85 მინერალს შეიცავს იონურ ფორმაში. ეს ვიტამინებისა და მიკროელემენტების უდიდესი ადაპტოგენია, რომელიც ორგანიზმს ფსიქიკური და ფიზიკური სტრესის ყველა სახეობისგან იცავს.

მუმიე მდიდარია მჟავებით რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან უიშვიათესი მეტალებისა და სხვა დაბინძურებების გამოდევნას, ის ჰარმონიულ გავლენას ახდენს ენდოკრინულ სისტემაზე და ანელებს დაბერების პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.

აი მუმიეს სასარგებლო თვისებების მცირე ჩამონათვალი:

1. ანტი-სიბერე. მუმიე ანელებს დაბერების პროცესს, რადგან აახალგაზრდავებს თითოეულ უჯრედს, აჯერებს მას ჟანგბრადით და საკვები ნივთიერებებით, გვეხმარება თავისუფალი რადიკალებისგან განთავისუფლებაში და მხარს უჭერს ორგანიზმის მუშაობას. ეს ნივთიერება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ძვლებს (კალცის დაგროვების ხარჯზე) და აუმჯობესებს მეხსიერებას.

2. ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მუმიე არაჩვეულებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ის აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და აჩქარებს შეხორცების პროცესს.

3. ანტი-ტკივილი. საკვები ნივთიერებების მდიდარი შემადგენლობის მეშვეობით მუმიე სასარგებლოა მათთვის ვინც შემდეგი დაავადებებით იტანჯება: დიაბეტით, სტრესით, ართრიტით, სიმსუქნით, ალცჰეიმერის დაავადებით, საშარდე სისტემის დაავადებებით, სიყვითლით, საკვების მონელების დარღვევებით, ეპილეფსიით, ნერვული გაღიზიანებით, ანემიით, ბრონქიტით, ბუასილით, თირკმელში არსებული კენჭებით, შეშუპებით, ასთმით, ფარისებლი ჯირკვლის დარღვევებით.

4. აძლიერებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას. მუმიეს მეორე დასახელებაა “სისუტის გამანადგურებელი”. ეს ნივთიერება ორგანიზმს ვარჯიშის შემდეგ აღდგენაში ეხმარება, ზრდის გამძლეობას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, დადებით გავლენას ახდენს ძალასა და კუნთოვან მასაზე, ასევე გვეხმარება სახსრების ტკივილისა და ართრიტის დროს.

5. აფროდიზიაკი. მუმიე ასევე ცნობილია როგორც “ინდური ვიაგრა” – ის სასწაულებს ახდენს მამაკაცის სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებაში და საუკუნეების მანძილზე გამოიყენება ლიბიდოს გასაზრდელად. გარდა ამისა, მუმიე ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს აიურვედის პრეპარატებშიც რომლებიც ლიბიდოსა და ზოგადად სექსუალური შესაძლებლობების გაზრდისთვის გამოიყენებოდა.

ვირჩევთ ხარისხიან მუმიეს

ნუ გამოიყენებთ დაუმუშავებელ მუმიეს. ის უნდა იყოს ფხვნილის ან ფისის სახით. ფხვნილოვანი მუმიე დაცილებით სუსტია მოქმედებით.

მუმიესთვის დამახასიათებელია რკინის მაღალი შემცველობა, ამიტომ აჯობებს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როდესაც სხვა პრეპარატებს მოიხმართ.

ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტი. ჰიმალაიში შეგროვილი მუმიე ყველაზე მაღალი ხარისხის არის და შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.