Connect with us

თავის მოვლა

მრავალძარღვა შეაგროვეთ და ახალგაზრდობას დაიბრუნებთ

მრავალძარღვას კოსმეტიკაში ადრეც წარმატებით იყენებდნენ და ახლაც იყენებენ. მრავალძარღვას წვენით ტონიკს, ლოსიონს და კრემს ამზადებენ, ხოლო ფაფა შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებს აურიოთ და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ნიღბის სახით გამოიყენოთ.

კომპრესი

ასაკის მატებასთან ერთად კანი ტენიანობას კარგავს და ახალ-ახალი ნაოჭები ჩნდება. მას დაუყონებლივ დატენიანება სჭირდება. სახის კანს რომ დაეხმაროთ, სხვადასხვა კომპრესები უნდა გააკეთოთ. 1-2 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ მრავალძარღვას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ.

კომპრესი 3-4-ჯერ შეცვალეთ. ცხელი კომპრესით დაიწყეთ და 3 წუთით გაიჩერეთ. მაღალი ტემპერატურის წყალობით კაპილარები ფართოვდება. სისხლი კანის ზედაპირისკენ წამოვა და უჯრედებს ჟანგბადით და სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებავს. გარდა ამისა, მრავალძარღვას სასარგებლო ნივთიერებები უჯრედების კედლებში უფრო სწრაფად აღწევს და მას კვებავს.

პროცედურა ცივი კომპრესით დაასრულეთ და უკვე გაგრილებული ნაყენი 5 წუთით გაიჩერეთ. ცივი კომპრესი გახურებულ კანს ამშვიდებს და ატონიზირებს.

შეგიძლიათ ასე გააკეთოთ: გაგრილების შემდეგ ბამბის ტამპონი მიღებულ ნაყენში დაასველეთ. შემდეგ კომპრესი სახეზე დაიდეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. გაგრილების მიხედვით, შეცვალეთ და კვლავ ნაყენში დაასველეთ. მრავალძარღვას სამკურნალო თვისებები ჩირქს და წყლულს მოგაშორებთ, ასევე ანთების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

მშრალი კანისთვის

კოსმეტოლოგიაში სახის კანის მოვლის რამდენიმე ეტაპი არსებობს. თითოეულ ეტაპზე კონკრეტული კოსმეტიკური საშუალება გამოიყენება. მშრალი კანის შემთხვევაში გაწმენდის ეტაპზე რეკომენდებულია მრავალძარღვას ფოთლების წვენით (1:3 პროპორცია) გაიწმინდოთ.

ნახარში სახის გამოსაკვებად

მრავალძარღვას მშრალი ფოთლების ნაყენი და ნახარში ცხიმიანი, ფორებიანი სახის კანის გასაწმენდად, დასაბანად და კომპრესის სახით გამოიყენება. 2 ს/კ ნედლ მრავალძარღვას 2 ჭიქა წყალი დაასხით და 5-10 წუთით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ.

ნაყენს და ნახარშს თავდახურულ ჭურჭელში ამზადებენ. მაცივარში შეგიძლიათ 3-5 დღე შეინახოთ.

მშრალი კანის გასაწმენდად

მრავალძარღვას წვენი აუცილებლად წყალში უნდა გახსნათ. თუ სახის კანი მგრძნობიარეა, მაშინ ნიღაბი გაიკეთეთ. ამისთვის მრავალძარღვას ნაყენში კარტოფილის სახამებელი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი  მასა მიიღოთ. ასეთი ნიღაბი მთელ სახეზე წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ახალი წვენი მშრალი კანისთვის

ფოთლების ახალი წვენი მდუღარე წყალში 1:1 პროპორციით გახსენით და ხელები, სახის კანის მგრძნობიარე, მშრალი კანი, ყელი და დეკოლტეს ნაწილი გაიწმინდეთ.

ჩამოწელილი კანისთვის

ახალი და მშრალი ფოთლები აიღეთ და მდუღარე წყალი (1:5 პროპორცია) დაასხით. 15 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი გააგრილეთ. სალფეთქები ხან ცხელ და ხან გრილ ნაყენში დაალბეთ და სახეზე მონაცვლეობით დაიდეთ. ცხელი კომპრესი 2 წუთით, ცივი კომპრესი 5 წუთით. 4-ჯერ გაიმეორეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.