Connect with us

საკითხავი

მოხუცმა ჩინელმა ფერმერმა ოთახში, სადაც წლების განმავლობაში კარტოფილს ინახავდა, ფასდაუდებელი საგანძური აღმოაჩინა

მამაკაცი წლების განმავლობაში მთაში ამოთხრილ ძველ საკუჭნაოში კარტოფილს ინახავდა. ის, რაც მან შემთხვევით აღმოაჩინა, ინდიანა ჯონსის ყველა საგანძურზე უფრო მაგარია.

ერთხელ ფერმერი ისე დაიღალა, რომ ამ საკუჭნაოს სიღრმეში დასვენება გადაწყვიტა. მან შემთხვევით სუსტი სინათლე დაინახა, რომელიც ოთახის კედლებიდან მოდიოდა.

როცა ახლოს მივიდა, დაინახა, რომ კედლების ოდნავ გაწევა შეიძლებოდა. იქ მეორე ოთახი იპოვა, სადაც დიდი ვერცხლის ძეგლი იდგა.

მეორე დღეს შესაბამის ორგანოებს დაურეკა, რომ საკუთარ აღმოჩენაზე გაეფრთხილებინა.

როცა სპეციალისტები მოვიდნენ, პირველ რიგში მთა დაათვალიერეს და მეორე მხრიდან პატარა ხის კარი დაინახეს.

შენობაში შესვლისას უცნაური სუნი იგრძნეს, რომელიც ხავსის და მტვრის ნარევს ჰგავდა. სუნთქვა საკმაოდ რთული იყო.

სპეციალისტების ჯგუფი წინ მიიწევდა, ერთი ოთახიდან მეორეში გადადიოდა, სანამ ბევრ, უზარმაზარ თიხის დოქებს არ გადააწყდა.

დოქები ძველი მონეტებით სავსე იყო.

ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ მონეტები სუნის დინასტიის მმართველობას, ჩვ.წ.აღ-მდე 960-დან 1279 წლამდე პერიოდს ეკუთვნის.

აღმოჩენა ისტორიის კუთხით ფასდაუდებელია. ასე რომ, ფერმერი წარმოუდგენლად იღბლიანია.