Connect with us

კულინარია

მოხუფეთ ნახევარი კილოგრამი გარგარი და ფორთოხალი. ასე მზადდება უგემრიელესი „ფანტა“ სახლის პირობებში, რომელსაც მთელი ზამთარი ვსვამ

ტკბილი გაზიანი სასმელი ნებისმიერი დღესასწაულის, ბუნებაში სეირნობის და კინოთეატრში ყოფნის დროს უცვლელი ატრიბუტია. ბავშვები ამ კონსერვანტებით და საღებავებით სავსე სასმელით უბრალოდ აღფრთოვანებულნი არიან.

თანამედროვე გაზიან სასმელში დიდი რაოდენობით შაქრის გარდა და კოფეინის უზარმაზარი დოზაც შეიძლება იპოვოთ. აი, კოფეინი ბავშვს ნამდვილად არ სჭირდება.

როგორ მოვამზადოთ ლიმონათი

ფორთოხალი –  გარგარის ლიმონათი ნებისმიერი გაზიანი სასმელის შესანიშნავი ალტერნატივაა. ბევრ მას სახლში მომზადებულ „ფანტას“ უწოდებს. მისი მომზადება ძალიან მარტივია და შეგიძლიათ დალიოთ ზამთარში, ბავშვს სკოლაში გაატანოთ და სეირნობის დროს თან წაიღოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ გარგარი
  • 3 მსხვილი ფორთოხალი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ციტრუსს ცხელი წყალი გადაავლეთ. ქილების კარგად სტერილიზება არ დაგავიწყდეთ.

2. ხილი დაჭერით და სამ ლიტრიან ქილაში მოათავსეთ.

3. ხილს მდუღარე წყალი დაასხით და შაქარი დაუმატეთ.

4. ქილები მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ ფორთოხლის ლიმონათი სახლის პირობებში! თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.