Connect with us

თავის მოვლა

მოიშორეთ ეს საძაგელი შავი წერტილები ახლავე: პრობლემას იოლად გაუმკლავდებით

შავი წერტილების პრობლემა დისკომფორტს იწვევს ყველაზე მოვლილ ქალბატონებშიც კი. ხშირად, ეს წერტილები გარდატეხის ასაკში იწყებს გაჩენას, როცა კანის სისუფთავე პირდაპირაა დამოკიდებული ჰორმონალურ ფონზე.

თუმცა, თუ ასეთი პრობლემა უკვე ზრდასრულ ასაკშიც გაწუხებთ, უნდა დაფიქრდეთ მისი წარმოშობის მიზეზზეც. შავი წერტილები არასწორი კვების, უხარისხო კოსმეტიკის ან კანის სკრაბებით ინტენსიური წმენდის შედეგი შეიძლება იყოს.

ალბათ, დამეთანხმებით – რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ეს წერტილები არაესთეტიკურია და აუცილებლად უნდა მოიშოროთ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ისეთი საშუალების რეცეპტს, რომელიც პირველივე პროცედურის შემდეგ, საგრძნობლად შეამცირებს ამ ულამაზო პრობლემას.

როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახიდან

ინგრედიენტები

  • 0.5 ლიმონი
  • 1/4 ჩ.კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. გაჭერით ლიმონი შუაზე და წაუსვით ერთ-ერთ ნახევარს თაფლი.
  2. შეიზილეთ თაფლიანი ლიმონი მთელ სახეზე, პრობლემურ ზონებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ.
  3. გაიჩერეთ მასა 5-7 წუთით.
  4. ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით.

ჩაიტარეთ ასეთი პროცედურა კვირაში არაუმეტეს ორჯერ. პირველი გამოყენების შემდეგ, კანს თანაბარი ფერი დაედება, შავი წერტილებისგან კი კვალიც აღარ დარჩება!

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.