Connect with us

სხვა

მკურნალი, მცხობელი და დამხმარე

საკვები სოდა ნებისმიერი დიასახლისის კეთილი მეგობარია. ის შეუცვლელია კულინარიასა და სახლის დალაგებაშიც. ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ მისი გამოყენების ხერხების შესახებ. თუმცა ის 16 მეთოდი, რომლებზეც ამ სტატიაში მოგითხრობთ, ალბათ ნაკლებად გსმენიათ.

სოდის მეშვეობით ოჯახურ ბიუჯეტში დიდი ეკონომიის გაკეთება შეიძლება.

სოდის გამოყენება:

  1. დამღლელი ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ტკივილის მოსაშორებლად, მიიღეთ მომადუნებელი აბაზანები სოდით.
  2. სოდიანი წყლის აბაზანა დაგეხმარებათ ფრჩხილებიდან ჭუჭყისა და სოკოს მოცილებაში
  3. საშუალება ქავილისა და არასასიამოვო სუნისთვის: 1 ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი პიტნის ზეთი. გააჩერეთ ასეთ აბაზანაში ხელები და ფეხები 20 წუთის განმავლობაში. ან დაიტანეთ ცოტაოდენი სოდა კბილის ჯაგრისზე და გაიწმინდეთ თითები.
  4. იმისთვის, რომ სუნთქვა გაიუმჯობესოთ, პირში სოდიანი წყალი გამოივლეთ.
  5. ცოტაოდენი სოდა ფუტკრის ან სხვა მწერების ნაბენებზე დაიდეთ, რათა ტკივილი და ქავილი შეიმსუბუქოთ.
  6. გიფსიან ხელზე ან ფეხზე ქავილი გაწუხებთ? ფენის მეშვეობით ცოტაოდენი სოდა შეყარეთ გიფსში – ცივი ჰაერის რეჟიმით.
  7. თუ მაცივარში სოდიანი წყლით სავსე ჯამს შედებთ, ის უსიამოვნო სუნს შეიწოვს.
  8. თუ სოდას ასპირინთან შეურევთ, საფუარის ჩანაცვლებას შეძლებთ.
  9. ძლიერი ხველის დროს – სოდის ინჰალაცია დაგეხმარებათ.
  10. თუ ძვირფასი მეტალის სამკაულებმა მბზინვარება დაკარგეს, მათ მდუღარე დაასხით, რომელშიც 1 ჩაის კოვზი სოდა გქონდათ გახსნილი. 10-15 წუთის შემდეგ გარეცხეთ გრილ, გამდინარე წყალში.
  11. მჟავიანობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რძე მწიკვ მარილთან ერთად.
  12. ჭიქები მბზინვარებას დაიბრუნებენ თუ მათ სოდიანი წყლით გარეცხავთ.
  13. იმისთვის, რომ ლობიო სწრაფად მოხარშოთ, 1 ლიტრ წყალზე 1 ჩაის კოვზი სოდა დაუმატეთ.
  14. ხელებზე კოჟრების ქონისას სოდიანი წყლის აბაზანები დაგეხმარებათ, აბაზანა კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიკეთოთ (1 სუფრის კოვზი – 1 ლიტრ წყალზე).
  15. სოდის გამოყენების კიდევ ერთი საშუალება – მისი სარეცხი ფხვნილის მოქმედების გასაძლიერებლად გამოყენებაა.
  16. საკვების მომზადების შემდეგ, ხელები საპნის ნაცლად, სოდით დაიბანეთ. ეს კანიდან ხახვის, ნივრის, თევზის უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ

სოდის გამოყენების ამ არასტანდარტული მეთოდების გამოყენებისას, შეიძლება დარწმუნდეთ, რომ ყველაზე მარტივი საშუალებებიც კი ზოგჯერ უკეთ ართმევენ თავს ვიდრე ძვირიანი ალტერნატივები.