Connect with us

ჯანმრთელობა

მიირთვით 5 ცალი ნიგოზი და დაელოდეთ 4 საათი. ორგანიზმში შთამბეჭდავი ცვლილებები გარანტირებულია

ნიგოზს დამსახურებულად სუპერ პროდუქტს უწოდებენ. A, B1, B2, B12, B15, C, K, E, PP ვიტამინები, კაროტინი, ტანინები, სიტოსტერონები, ქინონი, ლინოლენური მჟავა, გალოტანინი, ფიტოციდები, ასევე ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, მანგანუმი და თუთია ნიგოზს ორგანიზმის გასაძლიერებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეფექტურ საშუალებად აქცევს.

ნიგვზის თვისებები

დღეში 5 ცალი ნიგვზის მიღება საკმარისია, რომ მოკლე დროში ტვინის მუშაობა გაააქტიუროთ, კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა გააუმჯობესოთ. ექიმები სწორედ ამდენი ნიგვზის მიღებას გვირჩევენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადების, სიმსივნის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი ჯერადად შევამციროთ.

სხეულიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად და მათ გასანეიტრალებლად ნიგოზს თბილი რძე დააყოლეთ. თუ დაქუცმაცებულ ნიგოზსს თაფლში შეურევთ, მიიღებთ ძალზედ ეფექტურ საშუალებას ბრონქიტის, პნევმონისაა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაქუცმაცებული ნიგვზის, ხაჭოს და ქიშმიშის შერევით გულის კუნთების და ღვიძლის გამაჯანსაღებელ, ნერვული სისტემის გამაძლიერებელ და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას მიიღებთ. ამ ნარევის მიღებით ხანდაზმულობაში მხედველობის დაბინდის რისკს შეამცირებთ. სასარგებლო თვისებების სრულყოფილად ასათვისებლად, ნიგოზი კარგად უნდა დაღეჭოთ.

ნიგვზის მიღება სასარგებლოა ბავშვებისთვის ანემიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, სწორი გონებრივი განვითარებისთვის, მეხსიერების გასაუმჯობესებლად და ორგანიზმში ბინადარი პარაზიტების გასანადგურებლად. ნიგვზის რაოდენობა ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით პედიატრთან დააზუსტეთ.

ალერგიული რეაქციის თავიდან აცილების მიზნით, ზომიერება აუცილებელია. კოლიტისა და ენტეროკოლიტის მქონე ადამიანებმა სჯობს, მისი მიღებისგან თავი შეიკავონ.