Connect with us

ჯანმრთელობა

მიირთვით არომატული სასმელი დღეში 3-ჯერ და ზუსტად 4 კვირაში წნევის ცვლილებებს დაივიწყებთ

მწვანილი კამა სალათის, წვნიანის და წასახემსებელი კერძის ძვირფასი ინგრედიენტია. თუმცა ბევრი დიასახლისი შეცდომას უშვებს, როცა მის ღეროს ტეხს და ყრის. არომატული მცენარის ყველა ნაწილს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაავადების ჰიპერტონიის განკურნება შეუძლია.

დღეს გიამბობთ, რით არის სასარგებლო კამა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის და როგორ უნდა მივიღოთ ჰიპერტონიის ნიშნების სამკურნალოდ. ამასთან გეტყვით, თუ ვისთვის არის უკუჩვენებული კამის მიღება. ეს მარტივი რეცეპტები სამედიცინო მედიკამენტს ავსებენ და დაავადების ადრეულ სტადიაზე მისი ჩანაცვლებაც კი შეუძლია.

კამა – სასწრაფო დახმარება ჰიპერტონიკებისთვის

კამაზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალება ჰიპერტონიკების მდგომარეობას ამსუბუქებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ნედლი მწვანილი, ამიტომ ზედმეტი კონა მწვანილის სალათაში დამატება არ დაგეზაროთ.

აი, რა უნდა იცოდეთ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ.

  1. კამა B, A და C ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, რკინით, ფოსფორით და ეთერზეთით არის მდიდარი. ეს ნივთიერება გულზე, სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემაზე კომპლექსურად მოქმედებს. ის ამშვიდებს, კუნთებს ადუნებს, სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში არეგულირებს.
  2. ყველა ორგანო, მათ შორის ტვინი, ჟანგბადით გაჯერებული ხდება. მათი მუშაობა ნორმაში მოდის, ხოლო შედეგად არტერიული წნევა მცირდება.
  3. კამაზე დაფუძნებით ანტისეპაზოდური პრეპარატი ანეტინი იწარმოება, რომელიც კორონარულ სისხლძარღვებს აფართოებს.

კამის რეგულარული გამოყენებიდან უკვე 1-1,5 თვეში ჰიპერტონიის ნიშნები სიმწვავეს კარგავს. ზოგჯერ შესამჩნევ ეფექტს 3-4 კვირაში იგრძნობთ – ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. თქვენ დაივიწყებთ ისეთ უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორიცაა:

  • მუქი წრეები თვალების ქვეშ
  • წნევის ცვლილება
  • ნერვიულობა, ძილიანობა და მუდმივი გაღიზიანება
  • სახის შეშუპება
  • თავის ტკივილი
  • შეციება და ოფლიანობა
  • ქრონიკული დაღლილობა

კამაზე დაფუძნებული ნატურალური საშუალება

ნახარში კამის თესლისგან

2 ს/კ ახალი ან 1 ს/კ მშრალი კამის თესლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. თავზე დაახურეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

ნაყენს გაგრილება აცადეთ და ჭიქის მეოთხედი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

კამას ჩაი

ეს სასმელი არტერიულ წნევას არეგულირებს, ქოლესტერინის ფოლაქებს წმენდს და ნარჩენი პროდუქტები რბილად გამოაქვს. ეს სახის ფერზეც აისახება – შეშუპება და სიწითლე გაქრება. გარდა ამისა, სასმელი წონაში დასაკლებად შესანიშნავი საშუალებაა.

3 ჩ/კ სელის თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით დააყენეთ.

ნახევარი ჭიქა თბილი ჩაი დილით, ცარიელ კუჭზე დალიეთ.

ნაყენი კამის ღეროსა და მწვანილისგან

2 ს/კ კამა დააბლენდერეთ და 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ მარლაში ან საწურში გადაწურეთ. გაგრილებულ ნაყენს 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.

ნაყენი 5 ნაწილად გაყავით და ყოველდღე, ჭამამდე, ერთი კვირის განმავლობაში დალიეთ. შემდეგ 4 დღით შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.

ვისთვის არის უკუჩვენებული კამის მიღება?

ექიმები მწვანილზე დაფუძნებული საშუალების მიღებას არ ურჩევენ

  1. დაბალი წნევის მქონე ადამიანებს
  2. ქალებს მენსტრუაციის დროს
  3. ადამიანებს კამის ინდივიდუალური აუტანლობის დროს

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.