Connect with us

ჯანმრთელობა

მთელი წელი თაფლიან და ლიმონიან წყალს ვსვამდი. ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს

ხალხური მედიცინა – ძალიან ეფექტური მეთოდია უამრავ დაავადებასთან საბრძოლველად. ტყუილად კი არ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ბუნების ძღვენს და, ამასთან, სიცოცხლის გაგრძელებასაც ახერხებდნენ.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ერთ-ერთი მკითხველის გარდასახვის ისტორიას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თაფლიან და ლიმონიან წყალს სვამდა. გაგაოცებთ იმის გაგება, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება.

თაფლიანი და ლიმონიანი წყლის სარგებელი

-“ერთი წლის წინ საშინელი გრიპი შემეყარა. აფთიაქის წამალი განსაკუთრებით არ მშველოდა. ერთმა ქალმა მირჩია დილაობით თაფლიანი და ლიმონიანი თბილი წყლის დალევა.

ბუნებრივია, ამ რეკომენდაციას სკეპტიკურად შევხედე, თუმცა მაინც გამოვცადე. გრიპი გაქრა, ეს თბილი, სამკურნალო სასმელი კი მომეწონა კიდევაც.

და დავიწყე მისი დალევა ყოველდღიურად. უკვე ოცდამეათე წელია! ამ დროის განმავლობაში, ჩემი ორგანიზმი მოულოდნელად სრულიად გარდაიქმნა.

ლიმონიანი წყლის სამკურნალო თვისებები

  1. უკვე რამდენი წელია, არ გავციებულვარ, აღარც კუჭის ტკივილები მაწუხებს
    უნდა ითქვას, რომ არასდროს მჯეროდა ბუნებრივი საშუალებების ძალისა. მანამდე აფთიაქების მონა ვიყავი. მტკიოდა მუცელი – ვსვამდი აბებს. მაწუხებდა დაღლილობა? ვსვამდი ვიტამინებს. თუმცა, წელს ერთხელაც არ დამიცემინებია. თავის ტკივილები გაქრა. ახლა თაფლი და ლიმონი ყველგან თან დამაქვს. ამ სასმელს სასტუმროშიც კი ვსვამ.
  2. დილით ყავას აღარ ვსვამ, მარტივადაც ვიღვიძებ
    ჩემმა კოქტეილმა ყავის დამოკიდებულებისგან გამათავისუფლა. მას თან გაჰყვა თავის ტკივილებიც. ახლა უფრო მეტი ენერგია მაქვს დღის განმავლობაში. კარგად გამოძინებული ვარ და დილით ღიმილით მეღვიძება.

    ადრე იმისათვის, რომ თვალები გამეხილა, 1 საათი მაინც მჭირდებოდა. ახლა ახლობლები დილაობით აღარ მაღიზიანებს. მოკლედ, საერთოდ დამავიწყდა, ბოლოს როდის ვიყავი დაძაბული დღის პირველ ნახევარში.
  3. ჩემ ირგვლივ ადამიანები უფრო ჯანმრთელნი გახდნენ და ეს ყველაზე მეტად მახარებს
    ჩემი ოჯახი დავარწმუნე, ჩემთვის მოებაძათ. ამიტომ, ბოლო წლებში გრიპი და ზამთრის სხვა დაავადებები არავის შეყრია. არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს ჯადოსნური ელექსირი, თუმცა ვიცი, რომ ნამდვილად მოქმედებს. 

ლიმონიანი და თაფლიანი წყლის რეცეპტი

ჩვეულებრივ, ერთი ჭიქა სასმლისთვის ნახევარ ლიმონს ვწურავ, ვუმატებ 1 ჩ.კ. უმ, ნატურალურ თაფლს, ამ ყველაფერს ვხსნი მდუღარე წყალში და ვაცდი გაგრილებას. გაღვიძებისთანავე, ყოველ დილით ვსვამ. 

აქვე უნდა ითქვას, რომ კოქტეილის გემო ყოველდღე იცვლება: ყველაფერი დამოკიდებულია ლიმონსა და თაფლზე, რომელსაც იყენებთ. ხანდახან, ეს ნექტარი მჟავე გამოდის, ხანდახან კი სასიამოვნოდ ტკბილი. ეს ნორმალურია.”

კრისტალ დევისმა გამოსცადა ეს სასმელი საკუთარ თავზე და შედეგიც მიიღო. თქვენც სცადეთ, ხომ არაფერს კარგავთ?