Connect with us

საკითხავი

მეცნიერები: ჭკვიანი ადამიანები დასაძინებლად გვიან წვებიან, უყვართ ბილწსიტყვაობა და უწესრიგობა

როცა საქმე ჭკვიან ადამიანს ეხება, ყველას თვალწინ წყნარი, მოწესრიგებული და პედანტური ბიჭი წარმოუდგება. დღეს მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები სრულად განსხვავებულად გამოიყურებიან.

სპეციალისტების თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჭკვიანი ადამიანი შეიძლება ამოიცნოთ უძილობისგან დაწითლებული თვალებით, სამუშაო მაგიდით, რომელიც საომარ ველს ჰგავს და წარმოუდგენელი ბილწსიტყვაობით.

ნათელი მაგალითი

ზემოთ უინსტონ ჩერჩილის სურათი ტყუილად არ შემოგთავაზეთ. ოქროს თავი, ცნობილი პოლიტიკოსი და დიპლომატი მეცნიერების სიმართლეს არაერთი მაგალითით ამტკიცებს. ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი მკაცრ სიტყვებზე არ ძუნწობდა, შუადღემდე ძილი უყვარდა და მოწესრიგებულსაც მხოლოდ ხუმრობით თუ უწოდებდით.

არეულობა, როგორც გენიალურობის ნიშანი

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ სამუშაო მაგიდაზე შემოქმედებითი არეულობა ნამდვილად მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია.

„საკუთარი მაგიდის მოწესრიგება მხოლოდ ზარმაც ადამიანებს არ ეზარებათ“ – იღიმებიან მეცნიერები. „ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც მუდმივ არეულობაში ცხოვრობენ, უბრალოდ დროს სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე ხარჯავენ“.

მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გენიოსების სამუშაო მაგიდაზე არეულობასა და განსაკუთრებულ აზროვნებას შორის პირდაპირი კავშირი გამოავლინეს.

ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანის გარშემო არეულობა მხოლოდ ახალს და უცნაურს იზიდავს. აი, იდეალური წესრიგი ადამიანს, პირიქით, ტრადიციების და წეს-ჩვეულების დაცვას შთააგონებს.

გამარჯვება, ბილწსიტყვაობის მოყვარულებს!

სხვა კვლევამ, რომელიც ადამიანის მიერ ნათქვამ უხამს სიტყვებსა და ინტელექტის დონეს სწავლობდა, საკმაოდ მოულოდნელი შედეგი აჩვენა.

ექსპერტები საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ, როცა ბოლოს მიხვდნენ: ადამიანი 1 წუთის განმავლობაში რაც უფრო ბევრი ბილწი სიტყვის თქმას ახერხებდა, მით უფრო მაღალი ინტელექტის დონით თავის ქება შეეძლო. საქმე იმაშია, რომ გამომგონებლური ბილწსიტყვაობა მხოლოდ მდიდარი ლექსიკონის მქონე ადამიანს შეუძლია.

ბუები და მათი ტანჯვა

ხალხური სიბრძნე ამბობს: „ვინც ადრე დგება, მას ღმერთი ეხმარება“. თუ ამ ფრაზას დავუჯერებთ, ადამიანი, რომელიც გვიან იღვიძებს, იძულებულია საკუთარი ძალები გამოიყენოს და შედეგად, დროთა განმავლობაში წარმატებულ მეგობრებზე უფრო ჭკვიანი ხდება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გვიან ღამით დაძინებასა და ინტელექტის მაღალ დონეს შორის კავშირი საკმაოდ ხელჩასაჭიდი კავშირია!

პროგრამისტების საიდუმლო ამოხსნილია

ასე ვღებულობთ საშუალო სტატისტიკურ კომპიუტერულ გენიოსს. ჩაწითლებული თვალები და თვალების ქვეშ ჩანთები, ძალიან სწრაფად სიტუაციის 50 სიტყვით შეფასების უნარი, რომელიც უცენზურო სიტყვებით და ირგვლივ მუდმივი არეულობით არის სავსე – ეს ყველაფერი მაღალ ინტელექტზე  მიგვანიშნებს. ვინ იფიქრებდა?

შესაძლოა, ზემოთ აღწერილ პერსონაჟებში საკუთარი თავი ამოიცანით. გილოცავთ: თუ მეცნიერებას დავუჯეერებთ, თქვენ საშუალოზე მაღალი IQ  გაქვთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.