Connect with us

ჯანმრთელობა

მენდელეევის მთელი ცხრილი ერთ ფინჯანში: ვსვამ თაფლიან პიტნის ჩაის, მთელი დღე მხნედ ვარ

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შუა პერიოდია და გახდომაზე უფრო ადრე უნდა გეფიქრათ, ადამიანები აგრძელებენ იმ დიეტების დაცვას, რომლებიც სწრაფ შედეგს ჰპირდება. ამ შეჯიბრებაში, რომელშიც თითოეული ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად დაემშვიდობოს აუტანელ კილოგრამებს, ცოტას თუ ახსენდება პროდუქტების მავნებლობისა და სარგებლის შესახებ.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორც უნდა დაიკლოთ წონაში ნატურალური სასმლის გამოყენებით ისე, რომ ორგანიზმს კი არ ავნოთ, არამედ არგოთ: დაიმშვიდოთ ნერვები, დაირეგულიროთ წნევა, დაარეგულიროთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება. ეს ყველაფერი ერთი და იმავე სასმლის – პიტნის ჩაის – სხვადასხვა ვარიაციის გამოყენებით.

პიტნის ჩაი

სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ პიტნის ორთქლის შესუნთქვაც კი, ინჰალატორით, ხელს უწყობს გახდომას. რომ აღარაფერი ვთქვათ პიტნის ჩაიზე, რომელიც, დამამშვიდებელი ეფექტის გარდა, ებრძვის სასუნთქი სისტემის დაავადებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ანადგურებს მიკრობებს პირის ღრუში და სუნთქვას აახლებს.

პიტნის ჩაი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ანადგურებს მავნე მიკრობებს ნაწლავებში, ახშობს მუცლის შებერილობას, ამშვიდებს ლორწოვან გარსს უხარისხო საკვების მოხმარების შემდეგ. ასევე, 1 ფინჯანი ასეთი ჩაი ამცირებს მადას, ამიტომ ზედმეტ საკვებს ნამდვილად აღარ მიიღებთ.

პიტნის სასარგებლო ჩაის მომზადება მარტივია: დაასხით 1 ს.კ. მშრალ პიტნას 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთით.

თუმცა, სასმლის მოქმედების გაძლიერება შესაძლებელია, ჭარბ წონას უფრო ეფექტურად რომ ებრძოლოთ. ასეთი ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 2 ს.კ. მშრალი პიტნა, 1 ლ მდუღარე წყალი და 1 ს.კ. მწვანე ჩაი. ინგრედიენტები წამოადუღეთ და შემდეგ რამდენიმე წუთით დააყენეთ.

თუმცა, ყველაზე სასარგებლო პიტნის ჩაი გამოდის ქონდართან ერთად, რადგან ისიც კეთილშობილი ბალახია. ამ ორი მცენარის კომბინაცია გვაძლევს ჭარბ წონასთან ბრძოლის საშუალებას. ჩაისთვის აიღეთ თითო ს.კ. პიტნა და ქონდარი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღეთ, დაახურეთ პირსახოცი და დააყენეთ 15 წუთით. არ დაგავიწყდეთ 1 კოვზი თაფლის დამატებაც.

პიტნის ეს სასმელები უნიკალურია სარგებლიანობის მხრივ. დადებით ეფექტს მხოლოდ მათი რეგულარული მოხმარების შემთხვევაში მიიღებთ, თუ ასეთი ჩაით ჩვეულებრივ ყავას ჩაანაცვლებთ. ამასთან, უნდა გახსოვდეთ გვერდითი მოვლენების შესახებაც.

საქმე ისაა, რომ ჰიპოტონიკებისთვის, რომლებსაც დაბალი წნევა აქვთ, პიტნის დალევა არ შეიძლება. ასევე, ამ სასმლისგან თავი უნდა შეიკავოთ კუჭის მომატებული მჟავიანობის დროსაც. აი, მამაკაცები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ პიტნის ჩაისთან, რადგან ამ მცენარის სასმელები ამცირებს რეპროდუქციულ ფუნქციებს.