Connect with us

საკითხავი

მასწავლებელი აფრიკის სოფლიდან მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს  და 1 მლნ დოლარი გადასცეს

ჩვენი მასწავლებლები დაბალ ხელფასებსა და მძიმე სამუშაო პირობებზე ხშირად წუწუნებენ. მათი ტანჯვა არაფერია იმასთან შედარებით, რისი გავლაც ზოგიერთი აფრიკული სკოლის მასწავლებლებს უწევთ.

2015 წლიდან მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ყოველწლიური კონკურსი ტარდება. გამარჯვებული ჯილდოს სახით 1 მლნ დოლარს მიიღებს.

2019 წელს გამარჯვება კენიელმა, ბუნებრივი მეცნიერების მასწავლებელმა, ფრანცისკელმა ბერმა პიტერ ტაბიჩმა მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია დუბაიში გაიმართა, სადაც ლაურეატის სახელი ავსტრალიელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

პიტერი ღარიბ სოფელში მასწავლებლად მუშაობს. იმის მიუხედავად, რომ ბევრ მის აღსაზრდელს ყველაზე აუცილებელი ნივთები არ აქვთ, საერთაშორისო კონკურსებში ხშირად იმარჯვებენ. კონკურსის მსაჯებმა ყურადღება პირველ რიგში სწორედ ამას მიაქციეს.

ტაბიჩი ამბობს, რომ მის სკოლაში მასწავლებლები კატასტროფულად აკლიათ. ჩვეულებრივ კლასში 70-მდე ადამიანია, ხოლო მოსწავლეების უმეტესობას რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი ხელფასის ნაწილს გაჭირვებულ მოსწავლეებს ფორმის და სასწავლო ნივთების შესაძენად აძლევს.

ტაბიჩი ჰყვება, რომ 7 წლის წინ კერძო სკოლაში მუშაობდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან წამოსულიყო და ფრანცისკელი ბერი გამხდარიყო. ბერობა ახლობლებს დაეხმარება, ამიტომ ღარიბ სკოლაში მასწავლებლობა ერთგვარი ქველმოქმედებაა.

„ეს ჩემი გამარჯვება არაა, ეს ჩემი მოსწავლეების მიღწევებს აჩვენებს. აქ მხოლოდ ამ ახალგაზრდა გონების წყალობით ვარ. ეს ჯილდო მათ შანს და იმედს აძლევთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია“ – აცხადებს ტაბიჩი.

ტაბიჩი ღარიბ ოჯახებს სტუმრობს და არწმუნებს მშობლებს, რომელთაც ახალგაზრდა ქალიშვილების გათხოვება სურთ, რომ მათ სკოლის დამთავრების შესაძლებლობა მისცენ.

როცა ჰკითხეს, თუ რაში აპირებდა მიღებული პრემიის დახარჯვას, მან უპასუხა, რომ სურს სკოლა კომპიუტერული რესურსებით უზრუნველყოფს. ასევე თანხის ნაწილი სამეცნიერო ლაბორატორიის მოწყობას მოხმარდება.

ტაბიჩი აპირებს ბავშვებს გვალვაგამძლე კულტურების მოყვანა ასწავლოს, რადგან კენიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიის გაცემა დაუყონებლივ არ ხდება. 10 წლის განმავლობაში ტაბიჩი 100-100 ათას დოლარს მიიღებს მხოლოდ იმ პირობით, რომ მასწავლებლად მინიმუმ 5 წელი კიდევ იმუშავებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.