Connect with us

თავის მოვლა

მარტივი ხრიკი, რომელიც შავი წერტილებისგან მომენტალურად გაგათავისუფლებთ

ლიმონი ბუნების ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რომელიც აქტიურად გამოიყენება არამხოლოდ კულინარიაში. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს კანს ეპიდერმისის მკვდარი უჯრედებისგან, გაშორებთ სისხლძარღვოვან კვანძებს და აუმჯობესებს სახის კანს.

ასევე, ეს ციტრუსი ნამდვილი მონაპოვარია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, რამდენადაც ნაყოფი უზრუნველყოფს მის სრულყოფილ გამოკვებასა და ფორების შევიწროვებას. გარდა ამისა, იგი მოქმედებს ბუნებრივი გამწმენდის სახით და ნაზად გაშორებთ შავ წერტილებს(კამედონებს). მოგბეზრდათ ყოველდღე სარკეში პრობლემური კანის დანახვა? გამოიყენეთ ეს ნატურალური ნიღაბით!

როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები

ინგრედიენტები

  • თაფლი
  • ლიმონი

მომზადება

  1. აიღეთ ლიმონის ნახევარი და ჭრილზე წაუსვით თაფლი.
  2. შეიზილეთ სახეზე ეს ნატურალური შემადგენლობა, განსაკუთრებული ყურადღება კი შავი წერტილებით სავსე ზონებს დაუთმეთ.
  3. გაიჩერეთ მასა სახეზე 5 წუთით და დაიბანეთ გრილი წყლით.

ასეთი პროცედურა სხვა პრობლემებსაც მოაგვარებს:

  • შავი წერტილები;
  • გაფართოებული ფორები;
  • პიგმენტური ლაქები;
  • კანის მოდუნება;
  • მსუბუქი და საშუალო სირთულის აკნე;
  • კანის გაუფერულება.

უკუჩვენებები

  • სერიოზული ანთება და აკნე;
  • კანის ღია დაზიანება;
  • ლიმონის წვენის მიმართ ჰიპერმგრძნობიარობა.

თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, თამამად გამოიყენეთ ეს მარტივი და ეფექტური საშუალება! სილამაზისთვის არაა აუცილებელი ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება.