Connect with us

ჯანმრთელობა

მარტივი რეცეპტი: როგორ მოვიშოროთ ფეხის და კისრის ტკივილი 7 დღეში

თუ სახსრების, ზურგის, ფეხის და კისრის ტკივილები გაწუხებთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა!

რატომ არის სასარგებლო ჟელატინი სახსრებისთვის?

ჟელატინი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც მსხვილი რქოსანი პირუტყვის შემაერთებელი ქსოვილების გადამუშავებით მიიღება. სწორედ ამიტომ, შინაგანი ბოჭკოების და წვრილი სისხლძარღვების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ამასთან, ის 2 ამინომჟავას შეიცავს: პროლინი და ჰიდროქსიპროლინი. ორივე ამინომჟავა ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილებს შესანიშნავად აღადგენენ.

ამასთან ჟელატინი შემაერთებელი ქსოვილების ზრდას და მოცულობას სტიმულირებს, რაც დაზიანებული სახსრების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

მომზადება და გამოყენება:

ნებისმიერ მაღაზიაში 150 გრ ნებისმიერი საკვები ჟელატინი იყიდეთ. ეს რაოდენობა 30 დღიანი კურსისთვის გეყოფათ.

საღამოს 5 გრ ჟელატინს (2 ჩ/კ კოვზი) ¼ ჭიქა მაცივრის ცივი წყალი დაასხით.

ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ.

როცა ჟელატინი გასივდება, ღამით ჟელედ გარდაიქმნება.

დილით, უზმოზე ნარევი დალიეთ. თუ გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ წვენი, თაფლი, იოგურტი ან არაჟანი დაუმატოთ. რაც გსურთ ის დაამატეთ, მთავარია, რომ ჟელე გადაყლაპოთ.

პროცედურა 7 დღე ზედიზედ გაიმეორეთ. ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ ადამიანები ამბობენ, რომ ზურგის, ფეხის და ხერხემლის ტკივილი შეუმცირდათ. 1 კვირის შემდეგ ტკივილს ვეღარ ამჩნევენ!

მკურნალობის სრული კურსი 1 თვე გრძელდება. კურსის გამეორება მხოლოდ 6 თვეში ერთხელ შეიძლება. ეს გამოცდილი მეთოდი სახსრებს აღადგენს.

ბევრ ადამიანს მისი მოქმედების ეფექტურობის არ სჯერა და ჟელატინის ნაცვლად ქიმიურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იღებს. ასეთი „პრიმიტიული“ მკურნალობის მეთოდი მათში ნდობას არ იწვევს.

აი, ჟელატინის სასარგებლო თვისებები:

  • სახსრებს და გულის კუნთებს აძლიერებს;
  • ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს;
  • გონებრივ შესაძლებლობებს ზრდის;
  • კანის ჯანმრთელობის მდგომარეობას მხარს უჭერს;
  • მყესებს და ხრტილებს მოქნილობას ანიჭებს;
  • ოსტეოპოროზის და ოსტეოართრიტის განვითარებას აფერხებს;
  • თმის და ფრჩხილების სტრუქტურის ზრდას და გაძლიერებას აჩქარებს;
  • დისპლაზიისგან დაგიცავთ;

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ან ძლიერი ტკივილი გაქვთ, გირჩევთ ექიმს კონსულტანციისთვის მიმართოთ. თვითმკურნალობა შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.