Connect with us

მოდა და სტილი

მანიკიური სახლში: საუკეთესო აღმოჩენები ალიექსპრესიდან ფრჩხილების მოსავლელად და დიზაინისთვის

ინტერნეტ მაღაზია AliExpress-ში ძალიან ბევრი კარგი და სასარგებლო ნივთის პოვნა შეგიძლიათ. დღეს გიზიარებთ ნივთებს, რომლებიც სახლის პირობებში ფრჩხილების მოსავლელად დაგჭირდებათ.

პატარა ხუფები გელ-ლაქის მოსაშორებლად

თუ გელ-ლაქს რეგულარულად იკეთებთ, ალბათ იცით, რომ მის მოსაშორებლად ყველაზე უსაფრთხო მეთოდია გაჟღენთვა. მისი გაკეთება შეგიძლიათ სახლის პირობებში – ბამბა სპეციალური საშუალებით დაასველეთ, ფრჩხილზე დაიდეთ და ცოტა ხნით ფოლგით შეიხვიეთ. მართალია, ფოლგა ნებისმიერ დროს შეიძლება მოგძვრეთ ან გაიხეს. სპეციალური მრავალჯერადი გამოყენების პატარა ხუფები მის პრაქტიკულ ალტერნატივას წარმოადგენს. ის თითზე მყარად მაგრდება, ამასთან არ აწვება და გელ-ლაქის მოშორების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.

უჟანგავი ფოლადის ფრჩხილების მოვლის ნაკრები

ფრჩხილების მოვლის ძალიან მაგარი ნაკრები, რომელიც ყველა აუცილებელ ინსტრუმენტს შეიცავს. კომფორტული და მოსახერხებელი ფუტლარი საშუალებას მოგცემთ, რომ მოგზაურობაში თან წაიღოთ ან ყოველდღე ჩანთით ატაროთ. საიტზე ფერების დიდი არჩევანია, ასე რომ თქვენი გემოვნების ვარიანტს ადვილად იპოვით.

საახალწლო თემატიკის ფრჩხილებზე დასაკრავი

საახალწლო განწყობის შექმნაში კაშკაშა, თემატური მანიკიური გამოიყენეთ. თქვენთვის მოდური, ოქროსფერი დასაკრავები ვიპოვეთ, რომელთაც ფიფქების, ნაძვის ხის, თოვლის ბაბუას და სხვა სადღესასწაულო ნივთების ფორმები აქვთ. სხვადასხვა სურათები გამოიყენეთ ან ერთი სტილის დიზაინი შექმენით – ფანტაზია ჩართეთ და ექსპერიმენტები თამამად გააკეთეთ.

ბამბის სალფეთქი ლაქის მოსაშორებლად

ფრჩხილის ლაქს ბამბის დისკით იშორებთ, მაგრამ ფრჩხილებზე ბამბის წვრილი ბუსუსები რჩება? ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ – თქვენ სპეციალური გლუვი ბამბის სალფეთქი დაგეხმარებათ. ნაკრებში 400 ცალია, რაც დიდხანს გეყოფათ. ფასი კი დაახლოებით 10 ლარია.

ფიფქები-ბრჭყვიალები ფრჩხილების დიზაინისთვის

კიდევ ერთი მოდური გადაწყვეტილება ზამთრის მანიკიურის გასაკეთებლად – ოქროსფერი ბრჭყვიალები ფიფქების ფორმით. ქილაში ძალიან ბევრია, ყველა განსხვავებულია – მათი ფორმა და ზომა განსხვავდება. შეგიძლიათ თითო ფრჩხილზე თითო დაიკრათ, ან რამდენიმეს კომბინაცია გააკეთოთ – ერთი ქილა თქვენი ყველა იდეის გასახორციელებლად გეყოფათ.

ტრაფარეტი ფრჩხილებისთვის

ფრჩხილზე ლაქი თანაბრად რომ წაისვათ, ბევრი წვალება მოგიწევთ. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. არასასურველი „ლაქა“ თავიდან რომ აიცილოთ, ვარდისფერი ერთჯერადი ტრაფარეტები გამოიყენეთ. თითზე დაიკარით, ფრჩხილის კუთხეებზე კარგად დაამაგრეთ და ლაქა წაისვით – მანიკიურის ხარისხი გაუმჯობესდება და დროს მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

თითის დამჭერი

კიდევ ერთი მაგარი მეთოდი სახლის პირობებში მანიკიურის წასმის პროცესის გასამარტივებლად – თითის დამჭერი. ასეთი მოწყობილობით ლაქის წასმა გაგიადვილდებათ და კანის შეღებვის რისკი შემცირდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.