Connect with us

ჯანმრთელობა

მალამო ნაძვის წიწვებისგან – ჭრილობის შემხორცებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

არსებობს ბევრი ხალხური რეცეპტი რომლის მიხედვით დამზადებულ წამლებს ბევრი სააფთიაქო აბებისა და წამლების ჩანაცვლება შეუძლიათ. მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ფიჭვი, ღვია და სხვადასხვა წიწვოვანი მცენარეები, ნაძვი კი ყველას გვავიწყდება. ხალხურ მედიცინაში ნაძვი აქტიურად გამოიყენებოდა, მასში ასკორბინის მჟავის მაღალი შემადგენლობაა, ის უამრავ სასრგებლო მიკროელემენტებს შეცავს ამიტომ მისი გამოყენება ვიტამინების კონცენტრატებში და ანთების საწინააღმდეგო ნაყენებშია სასარგებლო, მისი ინჰალაციები კი გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. ნაძვის წიწვების აბაზანა რეკომენდებულია რევმატიზმის დროს.

ნაძვების გავრში 40 სახეობის წიწვოვანი მარადმწვანე მცენარე შედის. მათი უმეტესობა ცენტრალურ და დასავლეთ ჩინეთში ხარობს. ნაძვის ყველა სახეობა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

მალამო ნაძვის წიწვებისგან – ძალიან გავრცელებული შინაურული წამალია, ისევე როგორც გირჩის მურაბა, ნახარში და ნაძვის ან ფიჭვის წიწვების ნაყენი. ნაძვის წიწვისგან მალამოს გაკეთება მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 82.5%-იანი კარაქი
  • ნაძვის მაკრატლით შეჭრილი წიწვები
  • კარაქისა და წიწვების რაოდენობის შესაფერისი – კერამიკული, ქოთნის ან თუჯის თავსახურიანი ჭურჭელი.

თუ მხოლოდ წიწვების მოჭრას ვერ შეძლებთ არაუშავს, პატარა ტოტები მალამოს არ გააფუჭებენ.

კარაქსა და წიწვებს ფენა-ფენა ვდებთ ქოთანში. პირველი ფენა კარაქი, მეორე ფენა წიწვები, ბოლო ფენა კი ისევ კარაქის უნდა იყოს. კარაქი არ დაადნოთ, ის უბრალოდ თხელ ფენებად დათალეთ. ამ ქოთანში 100 გრამზე ნაკლები კარაქია გამოყენებული – კარაქის ორასგრამიანი შეფუთვიდან.

დავახუროთ ჭურჭელს თავი და ცომით ამოვლესოთ (წყალი+ჭვავის ფქვილი ამ შემთხვევაში). ნებისმიერი ფქვილის გამოყენება შეგიძლიათ.

ჭურჭელი ჯერ ორთქლის აბაზანაზე გააცხელეთ და შემდეგ ძალიან დაბალ ცეცხლზე გადადგით, რამდენჯერმე ჩართეთ და გამორთეთ რათა ჭურჭელი არ გასკდეს, ან ქურაში შედგით (50-60 გრადუს ტემპერატურაზე.

მალამო საერთო ჯამში 6-8 საათის განმავლობაში უნდა ცხელდებოდეს, ზოგჯერ კი მეტი ხნითაც. მომზადების მაჩვენებელია – წიწვების მდგომარეობა. ისინი ძალიან უნდა დარბილდნენ და ჭაობისფერი გახდნენ. თუ ჭურჭელში ჩახედვისას ეს მდგომარეობა არ დაგხვდათ ისევ დაახურეთ თავი და ქურაში შედგით!

კარაქი გადადნა და შეითვისა წიწვების არომატი. სანამ ცხელია შეგიძლიათ გაწუროთ კარაქი – ნეილონის ნაჭერში.

სურვილისამებრ შეგიძლიათ უფრო დიდი რაოდენობის წიწვებიც ჩაყაროთ, ამ შემთხვევაში არომატიც უფრო ძლიერი იქნება, ფერი კი უფრო გამუქდება. შედგით მალამო მაცივარში, ფსკერზე კარაქის ქაფი მოედება – ერბოს მსგავსად.

მალამო საყინულეში შეინახეთ. სანამ კარაქი გაცივდება ის შეგიძლიათ ჰიგიენური პომადის ძველ ფუტლიარში გადაასხათ და ქარიან ამინდში ტუჩების დასატენიანებლად გამოიყენეთ.

ეს მალამო კურნავს: ჭრილობებს, ნაკაწრებს, დამწვრობას, ბუასილს, მოყინვებს, ნახეთქებს, ხელის მშრალ კანს და ბავშვთა დიათეზსაც კი. ეს მაზი ნამდვილად გამოგადგებათ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების სამკურნალოდ!