Connect with us

თავის მოვლა

მაკიაჟის 10 ხრიკი რომელიც წამებში შეცვლის თქვენს ცხოვრებას

ამ სტატიაში მოგითხრობთ მაკიაჟის პატარა საიდუმლოებებზე, რომლებიც ვიზაჟისტებმა იციან და ოსტატურად იყენებენ თქვენი იმიჯის შესაცვლელად. მთავარი კი ისაა, რომ ამის გაკეთება დამოუკიდებლად და ძალიან სწრაფად შეგიძლიათ.

წაისვით რუმიანა ქუთუთოებზე

თუ გსურს იერი სწრაფად გამოიცოცხლოთ, მაკიაჟის მინიმალური რაოდენობის გამოყენებით მაშინ ეს საიდუმლო – შენთვისაა!
როცა ხელთ მხოლო ტუში და რუმიანა გაქვს, ნუ დაღონდები, ეს სრულიად საკმარისია თქვენთვის სასურველი ეფექტის მისაღწევად. წაისვით ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი რუმიანა ღაწვებზე და არ დაივიწყო ზედა ქუთუთოები, ეს მომენტალურად შეგძენთ დასვენებულ იერს და თან ჩრდილებიც აღარ დაგჭირდებათ.

ყოველთვის დაარბილეთ ფანქარი სანთებელით


იმის მიუხედავად თუ რომელ ფანქარს მოიხმართ, ვიზაჟისტების ეს პროფესიული ეშმაკობა მაინც გამოგადგებათ. ასე რომ დროა სანთებელამ დაიდოს ბინა თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში.
ვიდრე ფანქრის წასმას დაიწყებთ, ის რამდენიმე წამით ღია ცეცხლზე გააჩერეთ, ფანქარი უფრო დარბილდება და მისი წასმაც გაგიადვილდებათ.

კოსმეტიკურ ღრუბელს+ზეთი

თუ მშრალი კანი გაქვთ, ესეიგი ტონალური კრემის წასმის პრობლემაც გექნებათ.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ფუნჯი დაივიწყეთ და კოსმეტიკური ღრუბელი შეიძინეთ, გამოყენებამდე ის ოდნავ დაასველეთ სახისთვის განკუთვნილ ნებისმიერ ზეთში, ეფექტურად გამოიყენება ქოქოსის ზეთიც.
ზეთიანი ღრუბელი დაგეხმარებათ არა მხოლოდ მშრალ არამედ აქერცლილ კანზეც და შეძლებთ უდეფექტოდ წაისვათ ტონალური.

წაისვით კორექტორი ცხვირის ნესტოებთან და ძგიდეზე თვალებს შორის

როდესაც თვალების ქვემოთ რაიმე დეფექტს ფარავთ, არ დაივიწყო კიდევ 2 პრობლემური ზონა – ნესტოები და ცხვირის ძგიდე თვალის შიდა კუთხეებთან ახლოს, ამ ადგილებში ხშირად კანის ფერი განსხვავებულია და ეს პატარა ხრიკი დაგეხმარებათ თქვენი მაკიაჟი უფრო ეფექტური გახადოთ, ცნობისთვის ყველა პროფესიონალი ვიზაჟისტი ასე იქცევა.

თმის ლაქი წარბების ცვილის ნაცვლად

იმისთვის რომ წარბები იდეალურად გამოიყურებოდეს სულაც არაა აუცილებელი სპეციალური გელი ან ცვილი შეიძინოთ. უბრალოდ იყიდეთ ჯაგრისი რომელსაც წარბების დასავარცხნად გამოიყენებთ. მიისხურეთ ლაქი წარბებზე და სანამ გაშრება სასურველ ფორმაზე გადაივარცხნეთ.

იქონიეთ 2 ტონალური საშუალება

ცნობილმა ლიზა ელდრიჯმა, მაკიაჟის ბრენდის Lancome- ის კრეატიულმა დირექტორმა, თავის ბლოგში ამ ეშმაკობაზე ისაუბრა რომელიც მართლაც გენიალურია! მთელი მისი არსი კი ისაა, რომ სრულყოფილი მაკიაჟისთვის ორი ერთნაირი ფერის სხვადასხვა ტონალობის ტონალური საშუალება უნდა გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ ერთი უფრო სქელი რომელსაც პრობლემურ ადგილებზე და შეწითლებულ კანზე გამოიყენებთ, ხოლო მეორე შედარებით მსუბუქი ტონი დანარჩენ სახეზე რომელსაც არ განსაკუთრებული კორექტირება არ სჭირდება. ამ ეფექტის გამოყენება საშუალებას მოგცემთ დაფაროთ დეფექტები და ამავდროულად ბუნებრივად გამოიყურებოდეთ.

გახადე დამატენიანებელი ტუჩსაცხი მქრქალი

მქრქალი ტუჩსაცხი მოდაშია თუმცა ის ტუჩს აშრობს… არსებობს ამ პრობლემის მოგვარების მარტივი მეთოდი.
წაისვი უბრალო დამატენიანებელი ტუჩსაცხი და ზემოდან ფუმფულა ფუნჯით რუმიანა დაიტანეთ.
არა პუდრი, არაამედ რუმიანა იდეალურია რადგან ის ტუჩსაცხს მდგრადობას სძენს.

გამოიყენე თმის «ფუმფულა სამაგრი» ფუნჯების გასაწმენდათ

გენიალური და უბრალო იაფფასიანი მეთოდი იმისთვის, რომ ერთი ფუნჯით დაიტანოთ სახეზე როგორც მუქი ასევე ღია ფერის ჩრდილები. უბრალოდ ერთი ფერის გამოყენების შემდეგ, ფუნჯი თმის ღრუბელს გაუსვით და ის უფრო ღია ფერზე გამოსაყენებლადაც კი იქნება მზად.

მზის დამცავი საცხი მაკიაჟის ბაზის სანაცვლოდ

გაგიმხელთ საიდუმლოს: სულაც არაა საჭირო შეიძინოთ სპეციალური ბაზა, თუ თქვენ ზაფხულის დასვენების შემდეგ, მზისგან დამცავი კრემი შემოგრჩათ.
ის შეიცავს ტიტანის დიოქსიდს (ნუ გეშინიათ, ეს უწყინარი მინერალია), რომელიც კანს მსუბუქ, ძლივს შესამჩნევ და ჯანმრთელ მბზინვარებას აძლევს. შესაძლებელია, ამის შემდეგ თქვენ არც კი დაგჭირდეთ ტონის გამოყენება და მხოლოდ პუდრით ისარგებლოთ.

კრემისფერი ფანქარი – ბაზა ყველაფრისთვის

ჩრდილების ქვეშ ბაზად, შეიძინეთ ბაცი, ხაკისფერი, რბილი ფანქარი, უმჯობესია ტუჩისთვის განკუთვნილი.
გაბედულად შეგიძლიათ ეს ფანქარი ქუთუთოზე, ჩრდილების ქვეშ გამოიყენოთ, მისი ცხიმიანობა ჩრდილის აკურატულად წასმის საშუალებას მოგცემთ. იგივე ფანქარი გამოგადგებათ ტუჩსაცხის ქვეშ წასასმელადაც, რათა ტუჩსაცხი ადვილად არ გადაგცილდეთ და არ გადაცდეს ტუჩის კონტურებს.