Connect with us

სხვა

მათეთრებლის რეცეპტი – გასაოცარი შედეგით!

იმ ეფექტის მიღება რომელსაც ეს მათეთრებელი მოგცემთ – ძვირიანი საშუალებებითაც კი ძნელია. ყველა ლაქა გაქრება, ხოლო ნივთი ისეთ ფერზე დადგება, თითქოს ახლახანს გამოიტანეთ მაღაზიიდან.

მისი მომზადება უმარტივესია!

ცხიმიან ლაქებს შესანიშნავად აშორებს მდოგვი. 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი გავხსნათ 1 ლიტრ ცხელ წყალში და გავაჩეროთ. გავწუროთ, გავხსნათ საჭირო რაოდენობის წყალში და ჩავალბოთ პირსახოცები მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ გავრეცხოთ ჩვეულებისამებრ. ეს პირსახოცებს გაათეთრებს და დეზინფექციასაც გაუკეთებს!

თეთრი ნივთები ხშირად ყვითლდებიან, მათ გასათეთრებლად, წყალს ფხვნილთან ერთად ამიაკიც დაუმტეთ. ამ პროცედურის რამდენჯერმე ჩატარების შემდეგ, ძველი ნივთებიც კი “გაახალგაზრდავდებიან”.

ნაქსოვი და აბრეშუმის ნივთები ჩაალბეთ ხსნარში: 10 ლიტრ წყალზე 50 გრამი სარეცხი ფხვნილი, 6 სუფრის კოვზი ამიაკი და ამდენივე სამპროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი. გააჩერეთ სამოსი 5 საათის განმავლობაში და შემდეგ გარეცხეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმით.

წინდები შეგიძლიათ თბილ წყალში დაალბოთ, სადაც 2 სუფრის კოვზ ბორის მჟავას ჩაამატებთ, ეს შესანიშნავი პროფილაქტიკაა სოკოვანი დაავადებებისთვის. ამ მეთოდით მაისურების გარეცხვაც შეგიძლიათ, ჩაალბეთ და შემდეგ ის ჩვეულებრივი რეჟიმით გარეცხეთ.