Connect with us

ჯანმრთელობა

ლიმფოდრენაჟული მასაჟი – იდეალური ფიგურისთვის

თუ შენიშნეთ, რომ სახის ოვალი ნაკლებად გამოხატულია, მუცელი მოეშვა, ხოლო სხეული თითქოს გაიბერა, დიეტაზე დადგომას ნუ იჩქარებთ. ეს შეიძლება ცხიმი კი არა დაგროვილი სითხე იყოს რომელსაც შინაური ლიმფოდრენაჟული მასაჟით მოიცილებთ.

ჩვენი კანი ნამდვილი გმირია. საკვები ნივთიერებები მას ყველაზე ბოლოს მიეწოიდება, ის ხელს უშლის გარე ზემოქმედებას და იცავს ჩვენს შიდა ორგანოებს, დაკავებულია თერმო რეგულაციით, დღე-ღამეში ორგანიზმიდან ლიტრამდე სითხე გამოყავს და თირკმელებსაც ეხმარება.

სწორედ ამ უკანასკნელ ფუნქციაზე ვილაპარაკებთ ამ სტატიაში…

ჩვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაზე ლიმფური ნაკადია პასუხისმგებელი, ანუ ლიმფური სითხის გადაადგილება, ეს სწორედ კანის საფარში ხდება. ლიმფის მოცულობა ადამიანში სისხლის მოცულობაზე მეტია, ამიტომ ეს დატვირთვა სახუმარო არ გახლავთ. სისტემაში მცირედი შეცდომა და სითხე დაგროვებას იწყებს, განსაკუთრებით თეძოებში, მუცელსა და ნიკაპთან.

რამდენადაც ჩვენ ჯანმრთელი კვების წესებს ვარღვევთ, ცოტას ვმოძრაობთ და თავს უფლებას ვაძლევთ გემრიელი მაგრამ, მავნე საკვები მივირთვათ, ალბათ გასაკვირი არ არის, რომ სისტემაში ხშირად გვხვდება დარღვევები.

კარგი ამბავი: თუ თქვენს თავს დღეში 10 წუთს დაუთმობთ, შეძლებთ აღადგინოთ ნორმალური ლიმფური ნაკადი და ზუსტად 1 კვირის შემდეგ შეამჩნევთ როგორ რეგულირდება ყველაფერი. შეგიძლიათ მასაჟი გაიკეთოთ სახეზეც და მთლიან ტანზეც.

ლიმფოდრენაჯული თვითმასაჟის წესები

ეს მასაჟი მხოლოდ ნატურალური ბეწვისგან დამზადებული მშრალი ჯაგრისით ტარდება. უმჯობესია თუ მასაჯს შხაპირს წინ მიიღებთ.

  • სრული მასაჟი წრიული მოძრაობებით ტარდება, ქვემოდან ზემოთ, პერიფერიიდან ცენტრისკენ – ასე მოძრაობს ლიმფა ჩვენს სხეულში.
  • არ არის საჭირო ჯაგრისით კანის უხეში ზელვა: შეხება კომფორტული უნდა იყოს!
  • დაიმახსოვრეთ: ასეთი მასაჟისთვის, ჯაგრისი აუცილებლად ნატურალური ბეწვის უნდა იყოს.
  • მუცელზე მასაჟი კეთდება წრიულად: მარჯვნიდან მარცხნივ.
  • მასაჟი ფეხების, ტერფების და ხელისგულების მასაჟით სრულდება.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.