Connect with us

ჯანმრთელობა

ლიმონისა და სოდის ნარევი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

ლიმონისა და სოდის ნარევი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ნარევი კი არა, ღმერთის სასწაულია

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში სასწაულმოქმედი ნარევის რეცეპტს გადავაწყდი, რომელსაც ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია. საჭმელი სოდისა და ლიმონის წვენის კომბინაცია ნამდვილი პანაცეაა, რომელსაც პირადად ვიყენებ და შედეგით ყოველთვის კმაყოფილი ვარ.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ლიმონისა და საჭმელი სოდის სასარგებლო თვისებების შესახებ. მოცემული ორი პროდუქტის კომბინირებით ჩვენ ვიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.

სოდა ლიმონთან ერთად

ლიმონის წვენისა და საჭმელი სოდის ნარევი სასარგებლო ნივთიერებების, მინერალებისა და მიკროელემენტების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს და წარმატებით ებრძვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას.

საკვები სოდა ლიმონთან ერთად ორგანიზმის გაწმენდას ხელს უწყობს, მიკრობებს ებრძვის და ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს. სოდით მკურნალობის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი პროფესორი ივან ნეუმივაკინია, რომელიც არაერთ ადამიანს მძიმე დაავადებებისგან განკურნებაში დაეხმარა.

„ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა ცხოვრობდეს და გონივრულად გამოიყენოს ის, რასაც ბუნება აწვდის“ – ირწმუნება პროფესორი. მოდით, გავარკვიოთ, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ამ ნარევმა და როგორ გამოვიყენოთ ის.

სასარგებლო თვისებები

1. ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს

ლიმონის წვენი და საკვები სოდა ნამდვილი განძია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. დილით მირთმეული 1 ჭიქა წყალი ლიმონის პატარა ნაჭერთან და 1 მწიკვ სოდასთან ერთად ენერგიით აგავსებთ და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ. სასმელი ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რის გამოც სხეულის შესანიშნავ გამწმენდ საშუალებას წარმოადგენს. ასეთი სასმელი ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

2. არეგულირებს მჟავა-ტუტოვანი ბალანსს 

ლიმონის და სოდის სასმელი ორგანიზმში მჟავე-ტუტე ბალანსს არეგულირებს. სწორედ ამ ბალანსის დაღვევა ბევრ მწვავე და ქრონიკულ დაავადებას იწვევს. მჟავა გარემო ყველა შესაძლო ინფექციების განვითარებისთვის შესანიშნავ პორობას წარმოადგენს, რის გამოც აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმის გატუტოვანებაზე.

3. საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს

ამ ორი პროდუქტის კომბინაცია ეფექტურად ებრძვის კუჭის ჭარბ მჟავიანობას, გვეხმარება გულძმარვისა და ნაწლავების გაზებს მოშორებაში. ლიმონის მჟავას თირკმლებში ქვების დაშლა შეუძლია, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და უმკლავდება დისპეფსიურ სიმპტომებს.

4. სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს

ამ ჯადოსნური ნარევის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება – სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დარეგულირება. 1 ჭიქა წყალი ლიმონთან და საჭმელ სოდასთან ერთად თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას სერიოზული დაავადებისგან დაიცავს, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკა იქნება.

მომზადება და გამოყენება

ასეთი სასარგებლო საშუალების მომზადება ძალიან მარტივია! ოთახის ტემპერატურის წყალი აიღეთ, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. 1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ სოდა და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ, კარგად მოურიეთ. მიიღეთ ის დილით, საუზმობამდე 20-30 წუთით ადრე.

უმჯობესია ყოველ დილით ახალი ნარევი მოამზადოთ, რადგან ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში სამკურნალო თვისებები გაქრება. 2 კვირიანი თერაპიის შემდეგ 2 კვირიანი შესვენება გააკეთეთ და კვლავ გაიმეორეთ კურსი.

მოცემული საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა! ეს ნარევი გაგიუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და დაგიცავთ მრავალი სერიოზული დაავადებისგან.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!