Connect with us

ჯანმრთელობა

ლაქტოზის აუტანლობა: 5 დაფარული ნიშანი იმისა, რომ რისკ-ჯგუფში ხართ

ექიმები და დიეტოლოგები გვაფრთხილებენ: არ ღირს მოდაზე აყოლის გამო რძის პროდუქტებზე უარის თქმა. რძეში, ყველში, იოგურტსა და ხაჭოში შემავალი უჯერი ცხიმები, კალცი და D ვიტამინი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ერთადერთი გამონაკლისი ის შემთხვევაა როდესაც ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა ჭირს. როგორ გავარკვიოთ ლაქოზის აუტანლობასთან გვაქვს საქმე თუ არა?! წაიკითხეთ სტატიაში ჩამოთვლილი სიმპტომები და თუ მათგან ნახევარი მაინც გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მუხლის შებერილობა და მომატებული გაზების წარმოქმნა

თუ ერთი ჭიქა რძის დალევის შემდეგ, მუცელი გებერებათ და დისკომფორტს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ლაქტოზას ვერ ითვისებს, ანუ ლაქტაზას ფერმენტის ნაკლებობა გაქვთ. ეს ფერმენტი პასუხისმგებელია ლაქტოზაში შაქრის მოლეკულების დაშლაზე და ნაწლავის კედლებში მის შეწოვაზე. თუ რძის პროდუქტების მიღებისას ეს პრობლემა მუდმივად გექმნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ტკივილი მუცლის არეში

თუ ორგანიზმში არასაკმარისად არის ლაქტაზას ფერმენტი, ლაქტოზის მოლეკულების დაშლის მცდელობისას, ორგანიზმის სითხესაც იწოვს, შედეგად გაზებთან ერთად ამას დიარეის, მუცლის “ბუყბუყის” და ტკივილია გამოწვევაც შეუძლია. თუ ეს უსიამოვნება რეგულარულად გაწუხებთ და თუ თქვენს მიერ მირთმეული რძის პროდუქტები ნამდვილად ახალი და ვარგისი იყო, ე.ი. ლაქტოზის აუტანლობა გჭირთ.

გულის რევის შეგრძნება

ლაქტოზის აუტანლობა და მისი სიმპტომები ყველასთან სხვადასხვაგვარად ვლინდება: ზოგიერთ შემთხვევაში რძის პროდუქტის მირთმევის მცდელობას გულის რევის შეგრძნებამდე მივყავართ. ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს სიმპტომი ძალიან იშვიათად გვხვდება, თუმცა თუ ეს თქვენი შემთხვევაა და თუ გულის რევას რძის პროდუქტის გამოყენების შემდეგ მუდმივად გრძნობთ, აჯობებს ექიმს მიმართოთ.

სხვა დიაგნოზების გამორიცხვა

კრუნჩხვები, დიარეა, გულის რევა – ეს სიმპტომები ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებს ახასიათებს. მათ შორის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომსა და კრონის დაავადებას. სანამ ლაქტაზას უკმარისობის ტესტებს ჩააბარებთ, აჯობებს სხვა დაავადებების ქონის შესაძლო ვერსიები გამორიცხოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები უნდა ჩნდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ახლახანს რძის პროდუქტი მიირთვით.

როგორ განვსაზღვროთ?

ყველაზე მარტივი მეთოდი – ჩააბარეთ ტესტი სისხლში წყალბადის დონეზე. საქმე იმაშია, რომ როდესაც ლაქტაზას დეფიციტის მქონე ადამიანი რძის პროდუქტებს მიირთმევს, მისი გადამუშავებისას სიხლში წყალბადი გამოიყოფა. მისი დონის განსაზღვრა კი ტესტს შეუძლია. მიღებული შედეგის მიხედვით, ექიმი უკვე დაზუსტებით გეტყვით, გაქვთ თუ არა ალქტოზის აუტანლობა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.