Connect with us

ჯანმრთელობა

კურკუმა – შინაურული ანტიბიოტიკი. სამზარეულოში ყოველთვის მაქვს

ოდესმე გიცდიათ, რომ კურკუმა კვების რაციონში დაგემატებინათ ან სამკურნალო მიზნით გამოგეყენებინათ? ის ორგანიზმზე შეუფასებელ სამკურნალო მოქმედებას ახდენს.

კურკუმას ფესვები ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც შეიცავს კალციუმს, რკინას, იოდს, ფოსფორს, კალციუმს, C და B ჯგუფის ვიტამინებს, ეთერზეთებს, ლაქტონს, ალკალოიდს და სხვას.

ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები გამოაქვს. ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის დროს ეფექტურია.

კურკუმა ნაწლავებს ლორწოსგან შესანიშნავად წმენდს, ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორას მხარს უჭერს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მძიმე საკვებს ჭამთ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და პანკრეასის მუშაობას არეგულირებს.

მას საჭმლის მომნელებელი სისტემის (დისპესია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული) სამკურნალოდ იყენებენ. კურკუმა კუჭის წვენის მჟავიანობას ამცირებს და ანტიწყლულოვანი ეფექტი გააჩნია.

სისხლის მიმოქცევის სისტემას (სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს, ერითროციტების წარმოებას ხელს უწყობს და თრომბოციტებს ამცირებს) აუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და იმუნურ სისტემას სტიმულირებს. კურკუმას ექსტრაქტი მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს გამოიყენება.

სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის და შაქრის დონეს ამცირებს, სისხლს წმენდს, სისხლის შემადგენლობას არეგულირებს, სხივური თერაპიის შედეგებს ამსუბუქებს. კურკუმა შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული დაავადებების შემდეგ გამოიყენება.

ის ართრიტის დროს შეშუპებას ამცირებს, დაავადებულ სახსრებზე სამკურნალო მოქმედება აქვს.

კურკუმა ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას აუმჯობესებს. ყვითელი ნივთიერება, კურკუმინი ნაღვლის ბუშტს აუმჯობესებს,. მასში შემავალი ეთერზეთები ნაღვლის წარმოებას ხელს უწყობს და ბაქტერიების ზრდას აფერხებს. კვლევა აჩვენებს, რომ კურკუმა ჰეპატოპროტექტორად ითვლება, ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს.

მისი მიღება რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რომელთაც ნაღვლის დაბალი სეკრეცია აქვთ, კურკუმა ნაღვლის წარმოქმნას ხელს უწყობს და ნაღვლმდენი მოქმედება აქვს, ამასთან ნაღვლის მჟავის სინთეზს თითქმის 100%-ით ზრდის.

ჭინჭრის ციებას კურნავს.

კურკუმა ბუნებრივი ანტიბიოქტიკია.

მას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია.

ტემპერატურას შესანიშნავ ამცირებს და ხველას აქრობს.

დაავადებული სახსრებისა და ხერხემლის სამკურნალოდ დაგეხმარებათ. კალციუმის დაგროვებას აქრობს.

კურკუმა წონას და ცხიმიანი და ტკბილი კერძებისკენ ლტოლვას ამცირებს. სწორედ ამიტომ, წონის კორექციის მედიკამენტებში ხშირად გვხვდება.

თუ საკვებში „წონის დასაკლებ“ სანელებლებს (კურკუმა, ბაზილიკი, ილი) დაუმატებთ, კუჭის ფერმენტების წარმოება გააქტიურდება და საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. შედეგად ნაჭამი საკვები არა ცხიმად, არამედ ენერგიად გარდაიქმნება.

რეცეპტები კურკუმით:

ორგანიზმის გასაწმენდად: ½ ჩ/კ კურკუმას 200 მლ წყალი, რძე ან კეფირი დაასხით. ცოტა თაფლი დაუმატეთ (აიურვერდულ მედიცინაში თაფლს კურკუმას მსგავსი თვისებები აქვს). უნივერსალური წამალი მზადაა! მე ყოველდღე რძესთან ან კეფირთან ერთად ვსვამ!

დიაბეტის დროს 1/3 ჩ/კ კურკუმა ჭამის წინ შეჭამეთ და 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ.

კუჭის დაავადების (დიარეა, მეტეორიზმი) დროს ½ ჩ/კ კურკუმა 200 მლ წყალში გახსენით და ჭამამდე დალიეთ.

სახსრების (ართრიტის) დაავადების დროს კურკუმა, კოჭა და თაფლი (1:1:1) აურიეთ და ½ ჩ/კ ნარევი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე მიიღეთ.

ყელის ტკივილის გასაქრობად შემდეგი ნარევის სავლები გამოიყენეთ: ½ ჩ/კ კურკუმა და ½ ჩ/კ მარილი 200 მლ თბილ წყალში გახსენით. ფარინგიტის დროს 1 ჩ/კ თაფლი და ½ ჩ/კ კურკუმა დაგეხმარებათ. ნარევი რამდენიმე წუთით პირში დაიგუბეთ. დღეში 3-5-ჯერ გაიმეორეთ.

ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის და ჭინჭრის ციების დროს საკვებს კურკუმა რეგულარულად დაუმატეთ.

ღრძილების სისხლდენის დროს და მის გასაძლიერებლად შემდეგი სავლები გაიკეთეთ: 1 ჩ/კ კურკუმა 200 მლ თბილ წყალში გახსენით.

ანემიის დროს დღეში 3-ჯერ ½ ჩ/კ კურკამა ამავე რაოდენობის თაფლთან ერთად მიიღეთ:

შენიშვნა:

  1. საკვებში დამატების დროს 5-6 პორციაზე ½ ჩ/კ კურკუმა დაგჭირდებათ.
  2. ყველაფერი, რასაც ჭამამდე იღებთ გავლენას ახდენს თირკმლებსა და მსხვილ ნაწლავზე, ჭამის დროს მიღებული კი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ხოლო ჭამის შემდეგ – ფილტვებსა და ყელზე. ასე ამბობს ინდო-ტიბეტური მედიცინა.

სახის და სხეულის ნიღბები:

1. 1 ჩ/კ კურკუმა რძეში გახსენით, სუფთა სახეზე 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

ნიღაბი სახეს წმენდს, ატონიზირებს, აახალგაზრდავებს, გაღიზიანებას აქრობს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. გამონაყარის და ძირმაგრის დროს სასარგებლოა.

ამ ნარევს შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. კანზე ანთების დროს ნიღაბი 7 დღეში ერთხელ გამოიყენეთ.

2. 2 ს/კ ყავის ნალექი და 1 ჩ/კ კურკუმა, დარიჩინი, მარილი, ზეითუნის ზეთი აურიეთ. მშრალ კანზე მასაჟური მოძრაობით წაისვით. წყლით ჩამოიბანეთ. სკრაბი კანს ღრმად წმენდს.

კურკუმა სხეულზე არსებულ ნაწიბურებს შეამცირებს, ცელულიტებს ებრძვის. კურკუმა სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებელ საშუალებად ითვლება. მას პრობლემურ კანზე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კურკუმას და კოჭის მოხმარება თმის ცვენას შეამცირებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.