Connect with us

ჯანმრთელობა

კიბოს შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. 5 სიმპტომი, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ

ექსპერტებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ 50 წლამდე ასაკის ადამიანებში მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. სულ ახლახან, აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ასაკოვანი მამაკაცები და ქალბატონები იყვნენ. დღეისათვის, მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის ალბათობა ახალგაზრდებში, 1990 წელთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა.

ექიმებს არ შეუძლიათ დაავადებულობის ასაკის ასეთი მკვეთრი ზრდის ახსნა, თუმცა ქალბატონები უკიდურესად ყურადღებით უნდა იყვნენ.

ზოგიერთი ადამიანი არასწორად ახდენს კოლორექტალური კიბოს სიმპტომების ინტერპრეტირებას, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათ შეიძლება ეს დაავადება განუვითარდეთ. ეს ძალიან საშიში შეცდომაა.

კიბოს სიმპტომები

1. სისხლდენა სწორი ნაწლავიდან

ქალბატონები აღნიშნულ სიმპტომს არასწორად აღიქვამენ, რადგან რექტალური სისხლდენა შეიძლება სხვა დაავადებების გამოვლინებაც იყოს. აღნიშნული სიმპტომის გაჩენისას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

2. სისხლი განავალში

სისხლი განავალს შეიძლება ამუქებდეს. ეს სიმპტომიც ექიმთან კონსულტაციას მოითხოვს.

3. აუხსნელი ცვლილებები ნაწლავის ფუნქციონირებაში

სიმსივნეს შეუძლია შეცვალოს ფიზიოლოგიური გამონაყოფის სიხშირე, ფორმა და კონსისტენცია. ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დიარეა, ნაწლავის სისავსის შეგრძნება. ნაწლავის კიბოთი ობტურაციის დროს წვრილი განავალი აღინიშნება. თუ აღნიშნული სიმპტომები 1 კვირაზე მეტხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.

4. მუცლის ტკივილი

კოლორექტალური კიბო მუცელში ტკივილით, სპაზმებით, გულისრევითა და ღებინებით იჩენს თავს. ჩვეულებრივ, ეს სიმსივნის ნაწლავსმიღმა გავრცელებაზე მეტყველებს.

5. წონაში აუხსნელი კლება

თუ ცხოვრების სტილი არ შეცვლილა, არც კვების წესები, წონაში კი მაინც იკლებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სამწუხაროდ, ადრეულ სტადიებზე კოლორექტალური კიბო თავს საერთოდ არ იჩენს. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია რეგულარული სკრინინგული გამოკვლევა(კოლონოსკოპია).

აღნიშნული პროცედურის ჩაარების პროცესში შეიძლება ამოჭრილ იქნეს ატიპური უჯრედები ნაწლავების ლორწოვან გარსში ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს უჯრედები კიბოს უჯრედებად გადაიქცევა.