ჯანმრთელობა
კვლევებმა აჩვენეს, რომ თქვენს სახლში არსებულმა მტვერმა შესაძლოა გაგასუქოთ
კვლევებმა აჩვენეს, რომ სახლში არსებულმა ჩვეულებრივმა მტვერმა შეიძლება ჭარბწონიანობა გამოიწვიოს. შედეგები საკმაოდ სერიოზულია…
ჩვენს სახლში ბევრი ტიპის დაბინძურება ხვდება, რამაც შეიძლება ჭარბი წონა გამოიწვიოს. დიუკის უნივერისტეტის კვლევებმა მტვერსა და ქონის დაგროვებას შორის კავშირი აღმოაჩინეს.
ასე, რომ დიახ! მტვერმა შეიძლება ნამდვილად გაქციოთ ჭარბწონიანად!
ნივთიერება რომელსაც მტვერი შეიცავს, აძლიერებს ქონის უჯრედების გამომუშავებას. ამისთვის მკვლევარებმა 11 სახლში შეაგროვეს მტვერი და ამ მტვრის თაგვის უჯრედებზე ზეგავლენა შეისწავლეს. საყოფაცხოვრებო მტვრის ერთმა ნიმუშმა არანაირი გავლენა არ მოახდინა, თუმცა ცხრა ნიმუშმა კი ცხიმის წინმსწრები უჯრედების წარმოქმნა განაპირობეს. 11 ცხიმოვანი უჯრედიდან 7 მტვრის შემადგენელი ქიმიური ნივთიერებებით იყო გამოწვეული.
ეს ენდოკრინული სისტემის დამანგრეველი ქიმიური ნივთიერებების გამო ხდება, მათ სინთეტიკური და ბუნებრივი შენაერთები შეიცავენ და ადამიანურ ჰორმონებზე მოქმდებენ.
ყველაზე პატარა რაოდენობის მტვერი, თუნდაც სამი მიკროგრამი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ეფექტი მოგვცეს. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით. აშშ-ში ბავშვები სასუნთქი გზებით, პირით ან კანით ყოველდღიურად 50 მილიგრამ მტვერს იღებენ.
ქიმიური ნივთიერებები ყოველდღიური ცხოვრების მრავალ პროდუქტსა და ნივთში
მტვრის ნიმუშები 44 ნივთიერებაში იქნა შესწავლილი. კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ პესტიციდი პირაკტროსტრობინი, ანტიპირენი და დიბუტილფტალატი (DBP) ცხიმოვანი უჯრედების გამომუშავებაში დიდ როლს თამაშობენ.
ამ უცნაური სიტყვების უკან ქიმიური ნივთიერებები დგანან, რომელთაც ჩვენ ყოვედღიურად ვხვდებით: სარეცხ საშუალებებში, კურიერული მიწოდების ყუთებში, კოსმეტიკაში და პლასტმასის ყველა სახეობაში… პრაქტიკულად მთელ ჩვენ ყოვედღიური მოხმარების ნივთებში, განსაკუთრებით კი წმენდვისა და რეცხვის ქიმიურ საშუალებებში.
კვლევის შედეგები სერიოზული მანიშნებელია მტვერსა და ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას შორის არსებული კავშირისა, ამიტომ აუცილებელია დამატებითი კვლევები უფრო მეტი მტკიცებულებების აღმოსაჩენად.
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ექიმი ჰანს-პეტერ ხატერი ეთანხმება ავსტრიული ახალი ამბების ჟურნალის მოსაზრებას და ამბობს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ტოქსინები შესაძლოა ნამდვილად მოქმედებდნენ ნივთიერებათა ცვლაზე ადამიანის ორგანიზმში.